შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცამეტე ფერი და რაღაც სხვა...


15-10-2015, 18:47
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 022

ვზივარ ოთახში და ჩემს გამხიარულებას ცდილობენ ჩემი ჰალუცინაციები, და თან ოდნავ მეშინია მათი მახინჯი სხეულების. თავიანთ თავებზე მიამბობენ, რომ ისინი არიან შექმნილები, რათა ჭეშმარიტი მეგობრობა გამიწიონ, მე კი ვფიქრობ, ისინი შიზოფრენიის მეგობრები არიან და ამაზე ვწუხვარ.
თვალებს ვხუჭავ და ვპოულობ იმ არ არსებულ გოგოს, რომელიც ზღვისპირას შევიყვარე. გარშემო მთებია, წინ კი მდინარე, ტყის ფონზე, აბობოქრებული. აქ დღე რვა წუთს გრძელდება, ღამე კი საუკუნეებს ითვლის. მთვარის შუქი ეცემა ხმელეთს, ანათებს მდინარეს, მთებს, ბალახებს, ჩვენ, ტყეს, ფრინველებს, კენჭებს, მწვერვალებზე მიყინულ თოვლს, ნაძვებზე დამალულ ჩემს ჰალუცინაციებს, ცას, თეთრ ღრუბლებს, ლამაზ ჭაობს და მთვარეს ვერ ვხედავ. ო ღმერთო, ასეთ მშვენიერებას ჩემი გული ცოტახანს თუ იტანს. მუსიკაც ისმის... გესმის ? ენა ვერ აღწერს მუსიკის მშვენიერებას და მე სასიამოვნო ტანჯვას განვაგრძობ მშვიდი ეიფორიის თანმხლებით. გოგონასი მხოლოდ აქ მესმის, რადგან არ საუბრობს. გამუდმებით ღრმა მდუმარებით ვსაუბრობთ. სხვა ადამიანი ამ ადგილს ჯოჯოხეთად ერთ წამში გარდაქმნიდა. სამყაროში, სადაც ხარ შენ და კითხულობ ნატანჯი მწერლის ჩანახატს, არ არის ადამიანის ადგილი, ვით ჩემს გონებაში, მდინარის ნაპირას, ღამე რომ საუკუნეებს ითვლის.
ამ ღამეს, ნათელ ტყეში, მხოლოდ ჩვენ ორნი დავრბივართ და დავდევთ ჩვენს პატარა ჰალუცინაციებს, რომელთა გარეშე მოწყენილობა ბოლოს მოგვიღებდა. ტყე განათებულია თეთრად, მაგრამ უფრო მეტად სიბნელე ჭარბობს, რაც გვიადვილებს მონსტრების დანახვას. შენ რქიანი, წითელ თვალა მონსტრის გეშინია, რაზეც დაგცინივარ, მე კი ლურჯი ფერიის, რაზეც დამცინიხარ. მეგობრად ის მდუმარე, სრულყოფილად შავი, უსახო მონსტრი მყავს, რომელიც გულს მიშლის და წუხს იმაზე, რომ არსებობს, რომ შევქმენი, მაგრამ მე გამუდმებით ვარწმუნებ, ვეუბნები, შენ ამ სამყაროში ჩემსავით მნიშვნელოვანი ხარ–მეთქი.
მე შენს თვალებში კვლავ დავხატე მრავალფეროვანი უსასრულო სივრცე, სადაც ვართ ჩვენ, ორნი, და გაგიქრე უსასრულო სიმკვრივე, რომელსაც მტვრის ტალღა წამში ორჯერ უქროდა, რასაც შენ არასდროს აღნიშნავდი. ცას შეხედე, ვარსკვლავებს ამჩენვ ? აქედან იბადებიან ვარსკვლავები და მიდიან შორს, ძალიან შორს, სადღაც ლურჯი პლანეტის მახლობლად, რომელიღაც გალაკტიკაში, ძალიან შორს. ახლა ხმელეთს გადაავლე თვალი... მთები, ფრინველები, ხეები, მდინარეები, ბალახები, ცხოველები, ჰალუცინაციები... აქ ყველაფერია რაც შენ გინდა და გთხოვ, დარჩი ჩემს ტანჯულ გონებაში.
თვალს ვახელ, რაც მეხმარება დედამიწაზე დასაბრუნებლად. ჩემი ოთახის ფანჯრებიდან, გარეთ, მეცამეტე ფერი ანათებს, რასაც თქვენ ვერ ხედავთ და ვწუხვარ, ისევ. თქვენ რომ გენახათ ის, რასაც ყოველ დღე ვხედავ, შეიშლებოდით და რომ გეგრძნოთ ის, რასაც ვგრძნობ ყოველ წამს, გაღვიძებიდან დაუსრულებლად, უთოოდ დაიღუპებოდით. ჩემი სიგიჟე ცხადად მანახებს ჩემს მომავალ შპალიერ ჩამოხეულ პალატას, სადაც ჩემი არ ესმის ბოროტ ფსიქიატრს. ჩემი ამაზრზენობა, წამების უკან გადასცდა ზღვარს. და ისევ ამაოდ ცდილობენ მახინჯი სულები ჩემს გამხიარულებას. ამბობენ, რომ ჩემნაირები ჩნდებიან მაშინ, როდესაც კაცობრიობა მოკლებულია წმინდა ხელოვნებას. ახლა კი, ისევ ვხუჭავ თვალებს, სადაც შენ გპოულობ, მდინარის პირას, რვა წუთიან დღეში.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

მეცამეტე ფერად გამოიყურები გიჟების განწმენდილო მოციქულო ^_^
გალაქტიკა ესეა სწორი...
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი lamazi gogona

Dzaan momewona mara shen kategoriashi rato ar deb

 


№3 სტუმარი bla..

Guli..8utiani dge,meecamete Peru romelsac chven ver vxedavt..samwuxaro magram imedebs gagicruebt Da getyvit rom me mecamete Peri martla davinaxe rodesac Terri bileti momawebes Da ris shemdegac samsaxuris gareshe davrchi..samwuxarod gamovjanmrteldi Da sxvebivit chveulebrivi var Da es "magijebs"Sagijis otaxi sashineli iyo srulebiit AR arsebobda dasvril otaxebshi kedlebs Terri kvali 3giji err oatara otaxshi vyavdit gamomwyvdwuli romelic me3e sartulze iyo Da nebismiers shegvedzlo me3medan gadavmxtariyavit Da Ravi mogvekla Ra gvanagvlebda?!..arc araperi..batumis sagijeshi viyavi Da dzlivs gamovagwie I'm sorodan axla?axla ki binashi vcxovrob chems dzvel megobartan romelsac qmari Da shvili yava meki zedmeti var..

 


№4  offline წევრი beqaloxishvili

bla..
Guli..8utiani dge,meecamete Peru romelsac chven ver vxedavt..samwuxaro magram imedebs gagicruebt Da getyvit rom me mecamete Peri martla davinaxe rodesac Terri bileti momawebes Da ris shemdegac samsaxuris gareshe davrchi..samwuxarod gamovjanmrteldi Da sxvebivit chveulebrivi var Da es "magijebs"Sagijis otaxi sashineli iyo srulebiit AR arsebobda dasvril otaxebshi kedlebs Terri kvali 3giji err oatara otaxshi vyavdit gamomwyvdwuli romelic me3e sartulze iyo Da nebismiers shegvedzlo me3medan gadavmxtariyavit Da Ravi mogvekla Ra gvanagvlebda?!..arc araperi..batumis sagijeshi viyavi Da dzlivs gamovagwie I'm sorodan axla?axla ki binashi vcxovrob chems dzvel megobartan romelsac qmari Da shvili yava meki zedmeti var..

დიახ, მეცამეტე ფერს თეთრი ბილეთის გარეშე ვერ დაინახავდი... და მაინც, რა ლამაზია, არა?
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№5 სტუმარი black

Gmerto chemoo..gmerts vpicavar..maxsovs ro aq komentari davwere gushin..axla ki agar damxvda chemi grdzeli pasuxi mecamete pertan dakavshirebit...imedia dejaviu araa da ubralod waishala chemi komentari...xo rac sheexeba shens kitxvas,martali xar..tu yvelapers meore mxridan shexedav yvelaperi lamazad mogecveneba..amas chemi psiqologi eqimi meubneboda..im 4kedelshi 3ni viyavit rogorc gitxari magram isinic xom chemze uaresebi iyvnen martlac...me ki paqtobrivad marto viyavi da am martoobashi daviwye perebze dakvirveba tvalebi xshirad mishterdeboda da bolos sxvagan gaxedvisas laqebs vxedavdi am laqebshi ki is mecamete peri eria romelsac axla vegar vxedav...im dros es dzalian meucnaureboda da dzalian mindoda am perit raime damexata magram am pers mainc veravin dainaxavda imitom rom me xatva ar vicodi da romc mecada xeli ise mikankalebda swor xazsac ki ver vusvamdi..xoda axla ki menatreba is momenti roca galiashi gamomwyvdeuli mainc tavisuplad vgrdznobdi tsvs:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent