უადრესატო წერილი
ვიფანტები ...ვიფანტები უწესრიგოდ ისე,როგორც ციფრები შიზოფრენიკის საათიდან... შუშის კედლის მიღმა ჩამწყვდეული ისრების მარიონეტად ქცეულ ციფრებივით ვარ ამ ვერ მოშორებულ ფიქრებთან. სრულიად მარტო.. . ჩახვეული ფრაზებით ... გრძნობებს ჭრელაჭრულა კაბებივით ვიცვლიდი ...ვიცვლიდი დღემდე...ამ ფიქსირებულ განწყობამდე... ამ ათასჯერ გადაგორებულ და მაინც უაზროდ გაწელილ წუთამდე... დღეს ჩემი ლოცვაც ემსგავსება უცნაურ ბოდვას და რუტინად ქცეული ეს დასწავლილი ქცევებიც,ვგრძნობ აღარ ამოდის გულიდან და მტკივა ...მტკივა ,რომ ვეღარ ვგრძნობ ...ვეღარ ვგრძნობ სურვილს გაგრძელებისას... დავიღალე მეთქი ,როგორ გითრა ? როგორ ვიწუწუნო შენთან? შენ არც კი მისმენ... და ახლა ჩვენ სამყაროს ორ სხვადასხვა კიდეზე მსხდომი ადამიანები ვართ,რომლებსაც საერთო მხოლოდ ის აქვთ ,რომ მანძილი მათ შორის ტოლია. და ეს ტოლობა ყველაზე უფრო ზუსტი და მართალია იმ ყველაფრისგან განსხვავებით, რაც კი ჩვენს შორის ოდესმე ყოფილა. მე ახლა უაზროდ თითებს მინდობილი ვწერ ისევ შენზე... შენზე ვინც ყველაზე მეტად წარმოუდგენელი და ვერშესაძლებელი ხარ ახლა... შენზე ვისი ფიქრებიც ისეთივე აცდენილია ჩემი ფიქრებისგან ,როგორც სხვაობა დროში... და მე მაინც ვწერ ,ასე უადრესატოდ,facebookისთვის...მხოლოდ ჩემთვის ან საჯაროდ..რეალურად კი ვწერ შენთვის ...მთელი სამყაროსთვის... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.