შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობის ხიბლი


20-10-2015, 20:13
ავტორი sxivi
ნანახია 2 019

ირგვლივ გამეფებულა სიჩუმე.მიყვარს სიწყნარე მარტო ყოფნა,ფიქრი.მარტო როცა ვარ უფრო კარგად ვგრძნობ თავს.არ გეგონოს ადამიანები არ მიყვარს.უბრალოდ მარტო როცა ხარ ფიქრში არავინ გიშლის ხელს.თავისუფალი ხარ მხოლოდ მაშინ როცა ფიქრობ.ისე აბა ვინ დაგაცდის თავისუფლებას.ყველას სურს თავისგავლენის ქვეშ მოგაქციოს და თავისი აზრები მოგახვიოს თავს.არ აინტერესებს შენ ეს გჭირდება თუ არა.ხანდახან იღლები ერთფეროვნებით.გინდა შეცვალო შენი ცხოვრება,მაგრამ ისევ ხალხი.მათი გაუთავებელი ჭკუის სწავლება გაბრკოლებს.მიფიქრია ხალხმა რაც უნდა ის თქვას არ მივაქცევ ყურადგებას თქო,მაგრამ მახსენდება სად ვცხოვრობ და ვჩერდები.მე ვცხოვრობ იქ სადაც ხალხი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს.იმის მაგივრად თავის ცხოვრებას მიხედონ მუდმივად სხვის ცხოვრებას ადევნებენ თვალ-ყურს.თუ რაიმე ახალი გაიგეს და ბოლომდე არ იციან ყველაფერი,მანამ არ მოისვენებენ სანამ არ გაარკვევენ ყველაფერს და ამის შემდეგ მშვიდდებიან,ოღონდ ეს სიმშვიდე დროებითია.მარტოობა აი გამოსავალი,მაგრამ ვერ ვახერხებთ ჩვენს თავთან მარტო დარჩენას რომ რაც ჩვენს თავს ხდება დავფიქრდეთ და გადავხედოთ განვლილ ცხოვრებას.ადამიანებს შორის ჰარმონია მაშინ მიიღწევა როცა ყველა თავისთავს მიხედავს და სხვაზე აღარ დახარჯავს ისედაც ხანმოკლე ცხოვრებას.



№1  offline წევრი beqaloxishvili

კლასიკური პრობლემები :) მარტოობის ხიბლი ? მარტოობაზე მტანჯველი არაფერია. მარტოობა არის უპირველესი მიზეზი ადამიანის გონების გახლეჩვისა და ტანჯვის... ალბათ შენ იმ მარტოობაზე საუბრობ, რომელიც იშვიათად გაქვს...
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent