ბოლო სიგარეტი
ეს ბოლო სიგარეტი იყო. მე მისი სიმწარით ვტკბებოდი; ვტკბებოდი იმით, თუ როგორ ეკვროდა დამშრალი ტუჩები უვარგის ფილტრს... საცვლების ამარა ვიდექი აივანზე და ვეწეოდი, ვგრძნობდი, როგორ დაქროდა ცივი ქარი ჩემს გარშემო, როგორ მიწეწავდა გრძელ, მუქ ქერა თმას და თამაშობდა კვამლის რგოლებთან, მარჯვენა მხარის მიმართულებით. ეს, ალბათ, ლამაზი სანახაობა იყო, მაგრამ მე, სამწუხაროდ, არც მხატვარი არ ვარ და არც პოეტი, რათა მის სილამაზეს ჩავმწვდარიყავი. ადამიანები არ ამჩნევენ იმის განსაკუთრებულობას, რასაც უკვე მიეჩვივნენ. ზოგადად კი, რაზე ვლაპარაკობ? მეც ადამიანი ვარ. და ვერ ვამჩნევ... ვერ ვამჩვნევდი... ვერ ვამჩნევდი, როგორ მიყურებდა; ვერ ვამჩნევდი, როგორი სიფრთხილით მიკოცნიდა სახეს; ვერ ვამჩნევდი, როგორ სურდა შევხებოდი; როგორ კვნესოდა, როცა ჩვენი სხეულები ერთდებოდა. ის ერთი კვირის წინ წავიდა. და აღარც დაბრუნდება. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ ბევრს ვეწევი, ბევრს ვსვამ და ბევრ ნარკოტიკს ვეტანები. მთხოვა, რომ თავი დამენებებინა ამ მავნე ნივთიერებებისთვის. ეს ერთადერთი იყო, რასაც მთხოვდა... ამის მიუხედავად, ჩემს ნებისმიერ სურვილსა თუ ახირებას ასრულებდა. უსიტყვოდ, პირველივე დაძახებისთანავე. ზოგჯერ, გაჟღერებაც კი არ მიწევდა, მას უსიტყვოდაც ყველაფერი ესმოდა. ახლა კი ბინა თავისუფალია. და ქარი. და წყეული იაფფასიანი სიგარეტი. ის ჩემი ერთგული საყვარელია. მუდმივი თანამგზავრი... მოწევა თოთხმეტი წლის ასაკში დავიწყე. სკოლის უკან გავრბოდი, რათა ორი ნაფაზი მაინც დამერტა. "ნიკოტინის ჯოხი" ტოტით მეჭირა, თითებზე მისი საზიზღარი სუნი რომ არ ამკიდებოდა და მასწავლებლებს მშობლებთან არ დავებეზღებინე. ოჰ, როგორ მეშინოდა მამაჩემის ქამრის! მე ვთვლიდი, რომ ეს მავნე ჩვევა ზრდასრულ ადამიანად მხდიდა... თექვსმეტი წლის რომ გავხდი, მამამ შეიტყო ჩემი "საიდუმლოს" შესახებ. მიღრიალა, კეფაზე წამომარტყა, რამაც კბილები გამაკრაჭუნებინა, ერთ საათში კი იმპორტული სიგარეტის ბლოკი მომიტანა, "ფილტვები რომ არ დამეხეთქა რაღაც იაფფასიანი სიგარეტით", როგორც მამამ ახსნა თავისი ძღვენის მიზეზი. მაშინ ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამღიმებოდა... თორემ, ყურებამდე დაგრძელებული, ჩეშირის ღიმილის გამო უკვე კარგად მომხვდებოდა. ახლა თვრამეტი წლის ვარ. და უკვე... ხელები დავუშვი. დავიწყე სმა, შემდეგ ნარკოტიკებზეც გადავედი. თავიდან დაბალი საფეხურიდან - ტაბლეტებიდან დავიწყე, შემდეგ კი ვიყნოსავდი. წვერს აღარ ვუვლი, მხოლოდ ვსვამ და ვეწევი, ვეწევი, ვეწევი... როდის გამოჩნდა ის, არ ვიცი. უფრო სწორად, არ მახსოვს. მგონი, სოციალური ქსელიდან "მოვხსენი". არ მინდოდა ვიღაც, შემდგარ კა*პაზე გამსვროდა ხელები. როცა დილით სამზარეულოში შევედი, თავიდან ვერ მივხვდი, სად ვიმყოფებოდი. ფანჯრის რაფაზე ჩამწკრივებული ცარიელი ბოთლები აიღო, და გადაყარა. ჩემი საყვარელი საფერფლეც გადაგდებული დამხვდა - ლიტრიანი ანანასის კონსერვის ძირი, რომელიც ჯერ კიდევ ახალი წლის წინ ვიყიდე... კიდევ ბლინებიც მომიმზადა. ეს წლინახევრის განმავლობაში პირველი, ნამდვილად მომზადებული საჭმელი იყო ჩემთვის. არანაირი ნახევარფაბრიკატი და არანაირი პელმენი... უბრალოდ ზეთში დაბრაწული ტესტოს ნაწილები, მაგრამ ვეცი, როგორც მშიერი მხეცი სწვდება კისერში თავის კანონიერ მსხვერპლს. ქარი მიწყდა, მე კი შევიშმუშნე; შიშველი ფეხები გამეყინა, მე კი თითქმის ბოლომდე მოვწიე. მაგრამ არის კიდევ ორი ნაფაზი დარჩენილი... მე ვალდებული ვარ ფილტრამდე ჩავწვა სიგარეტი, ენაზე ვიგრძნო მისი საძაგელი გემო. რატომ? ალბათ, იმიტომ, რომ რაიმე მაინც ვიგრძნო... დიდი ხანია ასეთი რამ არ მომხდარა. თითქოს, დავმუნჯდი ყველაფერ იმის მერე, რაც ცხოვრებამ დამმართა. თავი სტომატოლოგთან ვიზიტზე მგონია: უკვე დამიბუჟა ღრძილები, მაგრამ კბილი ჯერ არ ამოუღია. იმ დღეს მობილურის ნომრები გავცვალეთ და შევთანხმდით, რომ ორ დღეში ერთმანეთს შევეხმიანებოდით... ჩემთვის ეს უბრალო ფორმალობა იყო, მისთვის არ ვიცი. უკვე დავიწყებულიც მყავდა, სანამ არ დარეკა. ალბათ, დიდ ხანს ფიქრობდა, დაერეკა თუ არა... არ იცოდა როგორ დაეწყო საუბარი, სანამ ჩემთან არ დავპატიჟე, "ალადიკები" მომიმზადე-მეთქი. თუნდაც მხოლოდ ამის გამო მოვიდეს, მაინც ხელთ ჩავიგდებ მის სხეულს, თან ისე, რომ ბოლო ხმაზე გაჰკიოდეს და წვრილი თითებით, რომელთა ფრჩხილებიც ყოველთვის მოვლილი, გრძელი და ზოგჯერ შავად, ზოგჯერ წითლად, ზოგჯერ მწვანედ, ზოგჯერ ლურჯადაც არის შეღებელი, თეთრეულს ებღაუჭებოდეს... ჩვენ არასდროს გვიკოცნავია. არასდროს. როგორი ცხელიც არ უნდა ყოფილიყო "პროცესი", ჩვენ არ ვკოცნაობდით. ვეფერებოდით ერთმანეთს - კი... იმ მიზეზს ასახელებდა, რომ პირიდან "დამწვრის სუნი" ამომდიოდა, ჰოდა, არც მე ვაძალებდი. არ მინდოდა. მგონი, ასეთი მდგომარეობა ორივეს გვაწყობდა... არადა, თვითონაც ეწეოდა. რამდენიმეთვიანი სპონტანური სექსის შემდეგ, ერთი კვირით ჩემთან დარჩა. მითხრა, რომ ძალიან დაიღალა თავისი ოჯახის წევრებისგან და სულ ცოტა ხნით მაინც სურს მოსწყდეს მათ გარემოს. წინააღმდეგი არ ვიყავი. მითუმეტეს რომ, მშვენივრად ამზადებდა კერძებს და ჩემს მიერ უნამუსოდ, ყოველ ჯერზე მოწყობილ საღორეს ალაგებდა. ეს კვირა "სექსუალური მონობისა" იყო. ყოველ კუთხეში ნახმარი პრე*ერვატივები ეყარა. მეზობლები "ხმამაღალ მუსიკაზე" გვიჩიოდნენ. პატრულიც კი გამოიძახეს, ძლივს მოვასწარით თავი, ასე თუ ისე, მოგვეწესრიგებინა. ნარკოტიკებიც საგულდაგულოდ გადავმალეთ. ორი პოლიციელი დაგვადგა და არგუმენტირებულად აგვიხსნეს თავიანთი მოსვლის მიზეზი. ბოლოს შემოგვხედეს, გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ ჩვენთვის ვსვავდით და გვთხოვეს, რომ აღარ გვეხმაურა. სტუმრები გავაცილე. შემდეგ კედელზე ჩავცურდით და ჩუმ სიცილს მოვყევით, რომელიც შემდეგ ხმამაღალში და ფსიქოპატურში გადაიზარდა... შემდეგ სექსი გვქონდა შემოსასვლელშივე... მაშინ ოთხფეხზე დავაყენე და დიდ ხანს ვაწვალებდი თითებით. შემდეგ უცბად შევედი მასში და არც თუ ისე სუფთა ნოხზე გავაწვინე. ყვიროდა და ტიროდა, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა. სიჩუმის შესანარჩუნებლად მაჯაზე იკბინა და ჩუმად კვნესოდა, თეძოებს კი ისევ თავისივე კეთილდღეობისთვის ტაქტში ამოძრავებდა. ჩვენ უფრო დიდ ხმაურს ვიწვევდით, ვიდრე მეტალ მუსიკა, რომელიც მთელი ოცდაოთხი საათი ჩართული გვქონდა. მეზობლებმა პატრულის გამოძახება ვეღარ გაბედეს. ალბათ, უბრალოდ შერცხვათ. ან რა აღარ იფიქრეს... მოკლედ, ფეხებზე გვეკიდა. იმ მთლიანი კვირის შემდეგ კიდევ ორჯერ იყო ჩემთან. შემდეგ კი სულ დაიკარგა, თითქმის ერთი თვით. ზოგჯერ მიგზავნიდა პატარ-პატარა მესიჯებს, რათა "არ მენერვიულა". არადა, მიმეფურთხებინა, რა სჭირდა და სად იყო. უბრალოდ ისევ სმას მივეცი... როცა უცბად გამოჩნდა, დიდი სკანდალი იყო. მიყვიროდა, მეუბნებოდა, რომ ღორი და არარაობა ვარ; რომ თავი მოვაბეზრე ჩემი ნარკოტიკებით, საღორით, ალკოჰოლით; რომ მისი სიცოცხლის წართმევაც მინდოდა და მაგიტომ შევაყნოსინე მასაც; მაგიტომ ვაყლაპებდი ტაბლეტებს; მაგიტომ ვუხეთქავდი ფილტვებს სიგარეტით (ჩვენ ყოველთვის ერთად ვიწყებდით მოწევას და ერთად ვამთავრებდით. ის უბრალოდ ზედმეტად ერთგული იყო, ამ საკითხშიც კი); მაგიტომ ვასმევდი ამდენ ლუდს და არაყს, მთელი დღე ალკოჰოლის სუნით აყროლებულს რომ ევლო და არავის ზედ არ შეეხედა... მისი ისტერიკები აუტანელი იყო... უცნაურია, მაგრამ სიდ და ნენსის ვგავართ; როცა ვუთხარი, რომ თუკი არ მოვწონდი, რადგანაც ასეთი საშინელი მხეცი ვიყავი, მაშინ შეეძლო ოთხივე მიმართულებით წასულიყო, ისეთი სილა გამაწნა, რომ მისმა ფრჩხილებმა ოთხი გრძელი, წვრილი, ოდნავ სისხლიანი კვალი დატოვა ჩემს ლოყაზე და თვალთაც კი დამიბნელდა. ამჯერად არ მიპასუხია მის დარტყმაზე. უბრალოდ გაჩუმდი და თვალი ავადევნე, სანამ არ წავიდა და კარს არ მოეფარა. წავიდა, რადგან მეორე დღეს ისევ მოთრეულიყო, ბოღმით აღსავსე. იმის შესახებ, რომ ჩემთან გადმოსვლა გადაწყვიტა, სულ ბოლოს გავიგე, მაგრამ არ შევეწინააღმდეგე. აზრი? უნდა - დაე... კიდევ ერთი კვირა არ მელაპარაკებოდა. მხოლოდ ღამე თუ მომიწვებოდა და გაუაზრებლად მომეხუტებოდა... შემდეგ შევრიგდით, რათა თქმა უნდა... აბა, ისე როგორ? და ყველაფერი თავის ადგილას დადგა. საჭმელს მიმზადებდა, საღორეს ალაგებდა, საწოლს მითბობდა... მე კი მეღიმებოდა, როცა გაწეწილს, ფერმკრთალს ვუყურებდი, თუ როგორ იდგა სამზარეულოში და უცვლელ ბლინებს მიმზადებდა... ბოლო ნაფაზს დავარტყი და ჩამახველა; როგორც მინდოდა, ფილტრამდე ჩავწვი და დამწვარი პლასტიკის კვამლი სადღაც სხვაგან გადამივიდა... სიგარეტის ჯერ კიდევ ანთებული ნარჩენი აივნიდან გადავაგდე და, მგონი, ვიღაცის მანქანას დაეცა. ეგ არაფერი... ისევ ვიჩხუბეთ ამათ წინებზე. ალბათ, უბრალოდ ბევრი რაიმე დაგვიგვროვდა ორივეს... ორივეს გვქონდა პრეტენზიები. მას ყოველთვის ერთმანეთში ერეოდა ჩვენი კბილების ჯაგრისი და კბილებს ჩემი ჯაგრისით იხეხავდა. როცა დილით მიდიოდა, თავის მაღალყელიან, ჯარისკაცის ფეხსაცმელებს შუა შემოსასვლელში ტოვებდა და როცა ვდგებოდი, სულ ფეხებში მედებოდა. სააბაზანოს ერთი საათით იკავებდა და არც თავისთან მიშვებდა, რადგან თვლიდა, რომ პირადი ჰიგიენური პროცესი ზედმეტად ინტიმურია. თავის ყავის ჭიქას სადაც უნდოდა, იქ ტოვებდა, შემდეგ კი სწყინდა, თუ რატომ ვუღვრიდი დარჩენილ შავ სითხეს... როდესაც პრეტენზიები გამოვთქვით, ნაღვლიანად გაეღიმა, ჩუმად ადგა, ნივთები ჩაალაგა და წავიდა. მე კი ცარელა ბინაში დავრჩი, ბევრი სიგარეტით და საჭმელებით გამოტენილ მაცივრითურთ. მთელი ამ დროის განმავლობაში სახლიდან არ გავსულვარ. სიგარეტზეც კი არ ჩავსულვარ. ეს ბოლო იყო... აღარც ვსვავდი. მხოლოდ ნარკოტიკები... სახლში შესვლისას, საიდანღაც მოსული ბრაზით და რაღაც უცნაური კმაყოფილებით, თავდაჯერებულობით შეპყრობილმა, კარადისკენ წავედი. იქ თითქმის ცარელა კონიაკის ბოთლი მქონდა შენახული. გამოვიღე და თითქმის ყლუპზე, ამოუსუნთქავად ჩავცალე. სამზარეულოს მაგიდაზე, რომელზეც გაქონილი ჭურჭლის ზვავი მოთავსებულიყო, გვერდით მობილურიც მოიძებნებოდა. თითქმის დამჯდარი, მაგრამ ერთ ზარზე სამყოფი. და სულ ფეხებზე , რომ ახლა დილის ხუთი საათია... დიდ ხანს არ პასუხობდა: სამჯერ დავრეკე. ბოლოს მიპასუხა. ჩუმი და მძინარე ხმით. ხრინწიანი. დილაობით სულ ასეთი აქვს ხოლმე. - ალო... - გამარჯობა... - ჰო... რატომ რეკავ ასე ადრიანად? - არაფერი... უბრალოდ... იმის თქმა მინდოდა, რომ... მოწევას თავი დავანებე. - ნასვამი ხარ? კაიფშიც... ისევ. - ნასვამი? ცოტა. - კაიფზე კი წავუყრუე. - პირიდან თამბაქოს სუნი აღარ ამომივა... და შეგეძლება, რომ მაკოცო... - შენ მხოლოდ და მხოლოდ აბსენტის მთლიანი ბოთლი გადაყლაპე... - ცოტა კონიაკი დავლიე. ერთი-ორი ჭიქა თუ გამოვიდოდა. მეტი არაფერი. - ჭამა გინდა და ბინა დაანაგვიანე. ისევ. - ჭურჭელიც კი გავრეცხე! - და თვალი ჭურჭლის ზვავისაკენ გავაპარე. - გარეცხე, ჰო? - ეჭვნარევი ირონიით მკითხა. - არა. ბინა საშინელ დღეშია, ისევ ბევრი ვჭამე და სასმელიც გავათავე. ისევ ვხვრინავ ღამ-ღამობით, ბოლო სიგარეტი კი ხუთი წუთის წინ მოვწიე. - ჰო, როგორც მივხვდი. - მაგრამ მინდა, რომ მოხვიდე. და მაკოცო. რადგან ეს ბოლო იყო. მივატოვე! მან ღრმად ჩაისუნთქა, მე კი გავიღიმე. გულწრფელად. - იცი... მხოლოდ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია... - რომ ნაგავი ვარ? - არა, ცხოველი ხარ. - ძაღლი? - ჟირაფი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.