შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ანგელოზი


8-11-2015, 14:43
ნანახია 1 955

13 დეკემბერი, 2013 წელი.
888
ზამთარია..
წვიმის წვეთები ერთმანეთს ერევა, იყინება და მიწას ეხება..

ცაში,ძალიან შორს..
ღრუბლებიდან მზის სხივი მოჩანს.
მაგრამ მკრთალია..
ნაზი..

სიცივე ჩემს ტანში იბუდებს, მყინავს..

ისევე, როგორც ჩემი გულია გაყინული.

სითბო სჭირდება, გალღობა..
მაგრამ...

სიგარეტის კვამლი მინას ეხეთქება, დახუთული სივრციდან გასვლას ცდილობს..
თუმცა უშედეგოდ..

ისევ ჩემსკენ მოდის, თამამად მეხეთქება მაისურზე..
მაისურს უკვე, შავი, მალბოროს კვამლის სუნი სდის.

მეღიმება..
არც მე ვიცი, რატომ.
ალბათ იმიტომ, რომ პანიკაში ვარ..

პანიკური შეტევის დროს, კი ადამიანს შიში იბყრობს..
ეშინია, თუმცა იღიმის..

იღიმის იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს..

წარსულს ვიხსენებ,მტკივნეულად მჭრის გულში.
ისევ ვიღიმი..
ვიღიმი მანამ, სანამ არ მომბეზრდება..

სიგარეტის ნამწვავს ფანჯრიდან ვაგდებ,ვდგები და კარადიდან ფოტოალბომს ვიღებ..

ძველია, გაცვეთილი..
ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები,
ხელები მიკანკალებს..
მინდა რომ გადავშალო, თუმცა ალბომი ძირს ვარდება და ფოტოები აქეთ-იქით იფანტება.

ნელა ვიხრები, რომ ისევ თავის ადგილას დავაბრუნო..

ფოტოებს ალბომში ვათავსებ,
ნელა ვფურცლავ გვერდებს..

იქიდან კი გოგონა მიღიმის.

ღმერთო რა ძნელი ყოფილა! დამაბრუნე, დამაბრუნე წარსულში შენთან..
შენთან მინდა!
მინდა გაკოცო, მოგეფერო!.
შენი თმების სურნელი კვლავ შევიგრძნო..
რატომ წამართვეს შენი თავი?
რატომ?!
შენ ხომ ამისთვის პატარა იყავი..
ნიჭიერი,კეთილი, ლამაზი..
განსხვავებული..
არავის გავდი..
შენი სამყარო გქონდა, რაც ყველაზე მეტად მაოცებდა შენში.

მართალი ყოფილა..
ღმერთს თავისთან ყველაზე კარგები მიყავსო..
ანგელოზები..
ფრთაშესხმული ანგელოზები..
მაგრამ, შენც ხომ ანგელოზი იყავი, ჩემი ანგელოზი.

რა ვარ მე, შენს გარეშე?
ადამიანი?! ცხოველი?!

მენატრები! შენი ღიმილი მენატრება.

შენი კოცნა..
ლამაზი,მარწყვივით ტუჩები, ჩემს ცივ ბაგეებს რომ ერწყმოდა.

დამიბრუნდი?!
დამიბრუნდები?
გესმის ჩემი?, გახსოვარ?

მინდა მჭიდროდ შემოგხვიო ხელები და არ გაგიშვა, არსად, არასდროს!.

ჩემი იყავი, ჩემი ხარ, და ჩემად დარჩები..

ღმერთმა შენი თავი მაჩუქა, მაგრამ ისევ წამართვა..
რატომ? მხოლოდ ეს კითხვა მაქვს, მინდა გავიგო პასუხი..
პასუხი რომელსაც ამდენი წელია ვეძებ მაგრამ ვერ ვიპოვე..

ჩემი წარსულის ანგელოზი ხარ!

მცივა, უშენოდ მცივა..
მაკანკალებს..
ჩემთვის ზაფხულიც ზამთარია..
სითბოც სიცივე..

ყველაში შენ გეძებ, მინდა დაგივიწყო, მაგრამ ვერ გივიწყებ..

შენი ნახვის სურვილი მკლავს..
მინდიხარ.
იცი? ვფიქრობ და..
ვხვდები..

წარსულს ვერ დაივიწყებ, ვერ ამოიგდებ თავიდან და...

ვერ შეეჩვევი აწმყოს..

ვერ ვივიწყებ შენს თითებს ჩემს სახეზე, დილაობით რომ მაღვიძებდა.

შენს ტუჩებს ჩემს ბაგეზე..

შენს სხეულს, რომელიც ჩემსაზე იყო აკრული..

ძალიან მცივა,ასე არასდროს ვყოფილვარ..
ალბათ, მალე შეგხვდები..
მაგრამ მინდა იცოდე, რომ ეს სამყარო უშენოდ სიბინძურეა, სიმყრალეა..სიცივეა..

მეგონა გამივლიდი, მაგრამ..

უფრო ცივა, უფრო ძნელდება სუნთქვა უშენოდ..
მინდა, ბოლო წამსაც შენზე ვფიქრობდე..
მინდა გხედავდე..
გგრძნობდე..
მენატრები,მიყვარხარ!.

ცივი ზამთრის სუსხი ატანს სულში..
წვიმა და თოვლი ერთმანეთს ერწყმიან.

ფოტოდან, გაღიმებული გოგონა შეჰყურებს..
მინდა დაგივიწყო მაგრამ..
მე მაინც შენზე ვფიქრობ!.

სიკვდილი შვებაა, ისევე როგორც ჯოჯოხეთი ტანჯვა..

ვფიქრობ..
რა არის ჯოჯოხეთი?
ჯოჯოხეთი..
ეს ყველაზე დიდი განცდაა.
ეს ნიშნავს იმას, რომ ვეღარასოდეს შეძლებ შეიყვარო.!

ვცოცხლობთ, იმიტომ რომ შევიყვაროთ.

სიყვარული არც სირცხვილია და არც დანაშაული.

გიყვარდეს მანამ, სანამ ცოცხალი ხარ!
გრძნობდე, მანამ, სანამ განიცდი!

2013წელი,13 დეკემბერი.



№1 სტუმარი black

Ar vici,siyvaruli ar gamomicdia..magram mainc ragac ucnauri grdznobit avivse,ucnauri emociebi momawva da mitumetes "13"chemi sayvareli ricxvia mitumetes"dekemberi" chemi dabadebis dge dekembershia:) da mitumetes 20"13" weli:Dsasiamovno da tbili wasakitxia,grma da damapiqrebeli..."wvima"chemi sayvareli momenti...mokled....dzalian momewona

 


black
Ar vici,siyvaruli ar gamomicdia..magram mainc ragac ucnauri grdznobit avivse,ucnauri emociebi momawva da mitumetes "13"chemi sayvareli ricxvia mitumetes"dekemberi" chemi dabadebis dge dekembershia:) da mitumetes 20"13" weli:Dsasiamovno da tbili wasakitxia,grma da damapiqrebeli..."wvima"chemi sayvareli momenti...mokled....dzalian momewona


ძალიან დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent