შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბოლო-მდე


9-11-2015, 07:07
ავტორი Archive
ნანახია 1 797

ძარღვებს ეხეთქება სისხლი, ყველა ხმაზე ხმამაღლა, ყველა დარტყმაზე ძლიერად. ეხეთქება და სულს მიხუთავს. სკალპი გადავიძრო მინდა და ტვინი ამოვითხარო, ამოვიგლიჯო. საკუთარი თითებით რომ ვიგრძნო როგორ შეწყვეტს ფეთქვას ყველა ხვეული, შენელდება და საბოლოოდ შეწყდება ის, რასაც არსებობა დაერქვა.
ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... რა ვარ და რატომ, თუკი ყველა დანახვაზე სახსრებში უნდა მტეხდეს, ყველა ნერვი მტკიოდეს.
ასეთი რა ვუქენი საკუთარ თავს, ასე როგორ დავმახინჯდი და წავიშალე.
...
თოვლში ვწევარ.
მე - თეთრი და შავი თმა.
უხეშად ცივ თოვლს ვგრძნობ მთელს სხეულზე და მის თითებს მარტო მკერდზე.
...
ისე ფეთქავს ძარღვი მაჯაზე, ისე შემაწუხელად, ისე გამაღიზიანებლად. შესაფერისი სამართებელი მჭირდება, ჩემს დრამას რომ უხდებოდეს, მაჯასაც და შინდისფერსაც.
ჯერ ვეძებ
საკუთარ თავში ძალას,
რომ დავიჯერო
ამით ეშველება.
სიკვდილსაც სჭირდება ეროტიკა...
...
ფეხით ვასწორებ ფირფიტას.
მუსიკის და მისი მარცხენა ხელის რიტმში ნერვები მითრთის.
მარტო თითებით.
საკმარისია.
ყველაფერია.
...
ვიცვამ და სახლიდან გავდივარ.
მეშინია, რომ დავინახავ, უფრო მეტად მეშინია, რომ ვერ დავინახავ, ამაზე უფრო მეტად იმის მეშინია, რომ თვითონ დამინახავს და ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ დამინახავს და გამიღიმებს, თავს დამიქნევს მოსალმების ნიშნად, მერე თვალებით ადგილს მოძებნის, დაჯდება და ხაჭაპურს შეუკვეთავს... და მე საკუთარი, ვერგამოტირებული ცხოვრება დამახრჩობს.
ანტიდეპრესანტები არა! სიკვდილშიც ასეთი უმოქმედო, ტკივილის შიშს ამოფარებული იდიოტი ვერ ვიქნები. არა!
...
ზემოდან დავყურებ.
კეფაზე და თეძოზე ხელებს ვგრძნობ და მოძრაობას ვიწყებ.
რიტმი - ერთი მეოთხედი.
მსუბუქი დრამით.
...
ყვავილებიანი ტარით იყო, ბასრი. დღეს ვნახე და ვიყიდე.
რომანტიკაც სჭირდება სიკვდილს, ცოტა მეტი სიცოცხლე, ყვავილებიანი ტარით.
ტერფით დავიწყებ, ფირფიტა რომ გავასწორე მაშინ.
...
გაციებულ წყალს ვგრძნობ სხეულით და მის თითებს თვალებზე.
გამჭვირვალე არ არის, შინდისფერია.
მხოლოდ თითები.
ყველაფერია.
საკმარისია.



№1  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent