შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს..


22-11-2015, 23:39
ნანახია 2 042

დამჭკნარ ფოთოლთა ცვენას მივყვები.თითქოს შემოდგომის სურნელი მელამუნება მთელს სხეულზე..
მზე კვლავ ბრწყინვალედ ანათებს..ჩემთვის ის ვარდისფერია, რა თქმა უნდა, მე ხომ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებით ვუყურებ.
შენც ვარდისფერი ხარ! ჰო,ჰო,შენ..
შენი სურნელი უკვე კარგა ხანია ჩემი აღარ არის..ან როდის იყო?! მართალი ხარ,მაპატიე რომ ესეც დავისაკუთრე,როგორც შენი სული.
ვფიქრობ,რა იქნება ციდან ვარსკვლავი მოწყდეს და თან შენი თავი ჩამომიყვანოს.
მენატრები,და უშენოდ სუნთქვა მიძნელდება.უკვე ბნელდება,მე კი ისევ მარტო დავხეტიალობ შემოდგომის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში..
ახლა მხედავ,ხომ ასეა? მაშინ მითხარი, ისევ ისეთი ვარ როგორიც ადრე ვიყავი? არ მომატყუო, ხომ იცი მაინც მიგიხვდები და საყვედურით აღსავსე თვალებით შემოგხედავ ქვემოდან. როგორც გვჩვეოდა ხოლმე..
მახსოვს როგორ მიხუტებდი გულში, და თმებზე მეფერებოდი..
მეუბნებოდი:ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებსო! ჰო,მართალს ამბობდი თურმე..კმაყოფილს ჩამეძინებოდა შენს მკლავებში,იმაზე ფიქრით რომ არასდროს დადგებოდა ეს დღე.
მაგრამ დადგა, და მე ამას ვნანობ! ვნანობ რომ შენთან ერთად უფრო მეტი დრო არ გავატარე,უფრო მეტად არ მიყვარდი,როგორც იმსახურებდი.
ახლა ვხვდები ამას, მაგრამ უკვე გვიანია..
მას შემდეგ წლები გავიდა,თუმცა შენი ნაღვლიანი თვალები ჯერ კიდევ არ დამვიწყებია.
კარგიც არის,რომ დროზე ადრე დამტოვე, ისეთი დაგიმახსოვრე როგორიც იყავი ადრე.. შენ კი, ალბათ დამცინი და ფიქრობ, როგორ დამჭკნარა ჩემი კანი..
თვალებს უწინდელი ფერი და ხალისი აღარ დაჰკრავს.. ტუჩები დამინაოჭდა.ლოყებს კი ვარდისფერი ელფერი დაეკარგა.
შენ ისევ ისეთი ახალგაზრდა ხარ,მაშინ,უამრავი გოგო რომ გიჟდებოდა შენს თვალებზე!
მე კი,უკვე დავბერდი, და დროც აღარ მინდობს. რა იქნებოდა,შენთან ერთად რომ წაგეყვანე მაშინ, ახლა ხომ ერთად ვიქნებოდით და .. უბრალოდ ბედიერები..
გვიანია არა? ვიცი..ვიცი და ძალიან ვნანობ რომ ეს შანსი ხელიდან გავუშვი.
მაგრამ,ახლა მოვალ შენთან! ჰომ მიმიღებ? ხომ არ შეგრცხვება ჩემი? ხომ შემიყვარებ თავიდან,ისეთს როგორიც ვარ?
მაპატიე,მაპატიე რომ შენს გარდა სხვისი შეყვარება შევძელი,რომ შენი ოცნება ვერ ავახდინე.. მაპატიე, რომ საერთო შვილი არა გვყავს! მაპატიე,რომ დაგივიწყე.
გთხოვ,ხელს ნუ მკრავ,მიმიღე და სამუდამოდ ბედნიერები ვიქნებით.

ცივი სიო დაჰკრავს გამოფიტულ თმებზე, და აქეთ-იქით უწეწავს მოხუც ქალს. თვალებში დიდი სევდა ჩანს.
ფრთხილად უსვამს შიშველ ფეხს მიწას, და .... უსასრულობა!

****
-მოდი,ვიყოთ ბედნიერები..
-ღმერთმა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გვაჩუქა!

****
-მე კვლავ პატარა გოგონა ვარ, თეთრი კაბითა და იისფერი გვირილით.
-მე შენ ისეთი მიყვარხარ,როგორიც ხარ.

****
დრო სილამაზეს არ ინდობს!
დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს



№1  offline წევრი maridb

ძალიან ძალიან კარგი იყოო<3 love
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


maridb
ძალიან ძალიან კარგი იყოო<3 love


დიდი მადლობა love

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent