შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს დეკემბერია. ბოლო ჟამი ჩემი ყვავილობის.


1-12-2015, 14:28
ავტორი მირზა
ნანახია 1 894

ეს დეკემბერია.
ბოლო ჟამი, ჩემი ყვავილობის.
ვზივარ ჩემს მოქანავე სავარძელზე, წელზე ადიალი მახვევია. ჩიბუხის ბოლში გახვეულს, ძლივს ვახერხებ, შეთეთრებულ მთებზე თვალის შევლებას. სახლში ბუხარი ანთია, მაგრამ გარედან, ძირგამომპალი აივნის სიჩუმე, უფრო და უფრო მეტად იხმობს ჩემს სულს.
ნოემბერმა სული გალია და ახლა სხვანაირად ცივა, სულ სხვანაირად ქრის ქარი და, მეც იმ ფოთლებივით მეშინია გაქრომის, სახურავიდან უკითხავად რომ გაპარულან.
ცივა ყველგან.
ბებერ ხეებს, ყრუ ქვითინი ავარდნიათ და ბოლომდე იბრძვიან გაზაფხულის სანახავად. ალბათ მეჩვენება, ან თვალს დამაკლდა, მაგრამ მე, ჩემს ლამაზ ჩიტებსაც, ვეღარსად ვხედავ, ერთგულებას რომ მეფიცებოდნენ, ყოველ ჩემგან გაღებულ, პურის ნამცეცის მერე.
ცაზე აღარ კრთის მოყვითალო ფერი, მხოლოდ სითეთრეა ირგვლივ. მთები, დათოვლილ ხელებს აშველებენ მომაკვდავ მზეს, და ისიც ყოველ წამს უფრო ემალება ჰორიზონტს.
აქით მზე, და იქით მთვარე.
მე მთვარის ერთგულების უფრო მწამს ამ ბოლოს. ღრუბლებში დაძონძილი, ბნელ ბილიკებს ანათებს უმადური ადამიანებისთვის, მაგრამ რახან მე ამ ღვთისგან მივიწყებულ მხარეში, სოციუმის ერთადერთი წარმომადგენელი ვარ, ვფიქრობ მასაც ისევე ვჭირდები, როგორც მე მჭირდება ის. ვლანძღავ, ვეკამათები და ასე ილევა ყოველი ღამე. თუმცა, მზე რომ აღარ ჩანს არსად, ალბათ ამიტომ მჯერა ასე ბრმად, მისი ერთგულების. არც არასდროს არ მძინავს და ამიტომ ვართ, დიდხანს ერთად.
ჩემი ბებერი კატა სულ დამავიწყდაა. ჩემს ქოხს აღარ სტუმრობენ წრუწუნები და ძალიან მშიერია. ახლა, მხოლოდ პატრონის სითბო სჭირდება. მე კი მისთვის, ამის გაღებაც კი არ შემიძლია, რადგან ვქცეულვარ სიცივედ.
წინ გრძელი ღამეა.
რომ აღარ თენდებოდეს, ალბათ უსასრულოდ ჩავიძირებოდი ფიქრებში.
რებეკა.. აი უკვე მერამდენედ ვისვრი, მელნით ახალგაჟღენთილ ფურცლებს, ჯერ ფანჯრიდან, მერე გონებიდან.. მაგრამ ისეთი მაინც ვერ დავწერე რამე, რომ სხვისი კი არა, ჩემი გული გაათბოს. ამიტომაც გადავწყვიტე, მომეწერა შენთვის.
პირველად მაშინ დამიბუდდი გულში, დაუოეკებელი ქაოსივით, როცა ზაფხულობით, ტყეში მდინარეზე გადამყურე, მიყრუებულ ქოხში ვიპარებოდით და ჩემი მოპარული მარწყვის და შოკოლადის ჭამით დამტკბარნი, მშვიდად ვავლებდით თვალს, ფერად ჰორიზონტს. გიყურებდი და ტვინარეულს, ვფიქრობდი როგორ მეკოცნა შენთვის. შენამდე არავისთვის მიკოცნია და არ ვიცოდი როგორ უნდა გამეკეთებინა ეს, მიუხედავად იმისა, რომ ბიჭი ვიყავი და ჩემს ასაკში უამრავი გოგო უნდა მყოლოდა. მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი, თუ როგორ ეხვეოდა ახალგაზრდა ჯენტლმენი თეთრ, სიფრიფანა კაბაში გამოწყობილ გოგონას, რომელმაც საბოლოოდ მისგან სახეში სილა დაიმსახურა. მეშინოდა არ მოგვსლოდა იგივე. მაგრამ შენ იმ დღეს, არ გეცვა თეთრი კაბა.
ვიდექით მარტონი, ოთახის ცენტრში, და რახან ირგვლი ჩვენს გარდა არავინ იყო, ჩემში სითამამე უფრო გაღვივდა..წელზე ხელი მოგხვიე, როგორც ფილმში აკეთებდა ის ახალგაზრდა ჯენტლმენი და ჩემი ტუჩები შევახე შენს შოკოლადის არომატიან ტუჩებს. შენ უფრო და უფრო მეტად ეკრობოდი ჩემს დაკუნთულ მკერდს და ვგრძნობდი, რომ მოგწონდა. თითქოს მთელი ცხოვრება ელოდი, ჩემგან ამ საბედისწერო ნაბიჯს.
შენს მკერდს ვემთხვიე, და ორი წუთის გაჩენილ ახალშობილივით, თავიდან ვიგრძენი სიცოცხლე. ეს იყო ფიასკო, საათის ისრის, რადგან დრო არც წინ მიდიოდა, არც უკან. ერთმანეთს ჩაჭიდებული წამწამები.. გაათმაგებული გულის ცემა.. მაშინ პირველად ვიწამე სიყვარულის, რომ ხმელეთზე, ისევე როგორც წყალში, შესაძლებელი ყოფილა ნელი..მშვიდი.. და სასიამოვნო ცურვა.
ხშირად ვთვლიდი, რომ ხანგრძლივი ბრაზის შემდეგ, არასდროს მოგცემდი უფლებას შემხებოდი. ჩემდა სამწუხაროდ, შენი ერთი კოცნა, ყველაფერს მსგავსს შლიდა ჩემი გულიდან. თუმცა ჩემს ჩანაწერებს, რომლებშიც უფრო მეტად გიტყდებოდი სიყვარულში, ვიდრე პირისპირ, ვერასდროს ატკენდი. არასდროს არ დამცალდა წამეკითხა რომელიმე, რადგან ვნების ცეცხლი, ქაოტურად.. განუწყვეტლივ მოძრაობდა ჩვენს გახურებულ კანზე, როცა ერთმანეთს ვუყურებდით. ამ დროს კი, კითხვისთვის როდი გვეცალა.
მახსოვს როგორ ამტკიცებდი, ადამიანს ფრენა შეუძლიაო. მე კი, მხოლოდ ახლაღა მივხვდი ამას, არამარტო ფრინველებს და პეპლებს აქვთ უნარი იფრინონ. ორივეს გვქონდა სულში, უსასრულო კოსმოსი, სადაც არავინ იცოდა ფრენა ჩვენს გარდა. ჩვენ შეგვეძლო ფრენა, ოღონდ არ აქ.
შენგან მალულად, უფრო და უფრო ვყალიბდებოდი ახალგაზრდა რომანტიკოსად. ვინილის ფონზე მიყვარდა წერა შენზე, ასე უფრო მარტივი და სასიამოვნო იყო ეს პროცესი.
მახსოვს, ერთ დღეს როგორ გადავწყვიტე, წამეკითხა შენთვის ჩემი ჩანაწეირი, რომელიც სამი დღე გადაბმულად ვწერე და რომელშიც, ყველაზე უკეთ გეტყოდი სათქმელს. მამაჩემმა დამიხია ყველა ფურცელი. წერა რა კაცის საქმეაო.
მე იმ დღეს, ჩემს ჩანაწერებთან ერთად დავიღუპე, რადგან მამაჩემმა უარგვყო, მეც და შენც. სწორედ ამის მერე გადავწყვიტე ამ მიტოვებულ ქოხში ცხოვრება. შენ ჩემთან ერთად არ გადმოსულხარ. შუა დღით მსტუმრობდი ხოლმე, ისიც საღამომდე. მე კი შენთან ერთად გაღვიძებაზე ვოცნებობდი. თუმცა ერთად, ბევრი ტკბილი ღამეც გაგვიტარებია.
არ დაგვცალდა არაფერი. უარგვყო ყველამ, და ამიტომ ვიქეცი სოციოპატად, თუმცა შენ ვერ უარგყოფდი, რადგან არ იყავი სოციუმი. შენ ჩემი სულის ნაწილი იყავი.
უარვყავი ღმერთიც. მხოლოდ ჩვენი სიყვარულის მჯეროდა, და რაღაც ძალის, რომელიც მართავდა მთელს სამყაროს. მაგრამ ჯუიტად მჯეროდა, რომ ეს არ იყო ღმერთი. შენც იგივეს ფიქრობდი და ეს მახარებდა ყველაზე მეტად, რომ არ ვიყავი მარტო.
მამაჩემი არ გვაძლევდა ერთად ყოფნის უფლებას მაგრამ, მე ის არ მაინტერესებდა. მე ისიც უავრყავი. იგი აღმიქვამდა როგორც მონას და არა სისხლსა და ხორცს. დედაჩემი რომ ცოცხალი ყოფილიყო, მასაც წამოვიყვანდი. გემრიელი ბლინებით გაგვიმასპინძლდებოდა ყოველ დილას და ვიცხოვრებდით სამნი ერთად.
მაგრამ მერე გამოჩნდნენ შენი მშობლები. რომლებსაც არ ემეტებოდათ, საკუთარი შვილი ჩემნაირი ღატაკისთვის და არარაობისთვის, რაც ძალზედ ბუნებრივია.
შენ ჩემზე კარგ ადამიანს იმსახურებდი რებეკა და ამას ყველაზე კარგად ვაცნობიერებდი. მაგრამ მაინც არ შემეძლო შენსგან წასვლა.

მე შენზე მტკიცე სული და ნერვები მქონდა. სწორედ ამიტომ ჩავხერგე ყველა გზა, რომელიც ჩემთან მოგიყვანდა. მაგრამ რებეკა, მე დაგავიწყდა ყველაზე მთავარი, რომ სიყვარული სულის მდგომარეობაა და ეს არაადამიანური მოპყრობა, თითქმის არაფერს ცვლიდა ჩემში, თუ არ ჩავთვლით თვითმკვლელობის მცდელობის უამრავ სერიას.
და ერთ დღესაც, მე ვეღარ გავძელი.
ვიცი სიგიჟე იყო, მაგრამ ტანსაცმლის მაღაზიიდან მოვიპარე საუკეთესო ტანსაცმელი. ძველ მეგობარს, შავი ცხენი ,,ვესეხე’’, ბაღში შენს სახელზე დარგული ორქიდეები დავკრიფე და შენი სახლისკენ წამოვედი.

სახლში არ დამხვდი. შენმა მოსამსახურემ, ალონსომ მითხრა რომ სასეირნოდ იყავი წასული.
ტყისკენ წამოვედი. ბევრი გეძებე და ბოლოს გიპოვე.
გაჭედილი მდინარის ქვებს შორის.
შენი შავი თმა იყო გაშლილი. შენი მანათობელი ლავიწი, რომელზეც უამრავჯერ დავტოვე სუნთქვა, ისევ ისე მთასავით იდგა, როგორც ადრე. შენი შინდისფერი ტუჩები გაშავებულიყო. დატეხილი ხელები შველას ითხოვდნენ, მე კი არ შემეძლო შველა.
მე დავჭკნი. მკვდარი ვიყავი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქონდა სუნთქვის უნარი. მაგრამ არ ვკვდებოდი. არ ვკვდებოდი რებეკა გესმის?! სიკვდილზე ფიქრი არ მასვენებდა, მაგრამ არ ვკვდებოდი და ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი.
აღარ ქროდა ნიავი, აღარც ჩიტები გალობდნენ. მხოლოდ ფოთლები შრიალებდნენ ჩემს ფეხებთან და თვალს ვერ გაშორებდი. შენ ყველაზე ლამაზი ქალი იყავი რებეკა. შენ არ ჰგავდი არავის და ამიტომ აგირჩიე შენ. შენ აღარ იყავი ცოცხლებს შორის, მაგრამ მაინც ყველა ცოცხალ არსებაზე ლამაზი იყავი.
ყოველთვის ვჩხუბობდით ჩვენი შვილების სახელებზე. ბიჭი თუ იქნებოდა ტომიზე შევთანხმდით, გოგო თუ იქნებოდა - ბარბარას ვარქმევდით დედაჩემის საპატივცემულოდ.
მე კი მაშინ მოვკვდი, როცა ექიმმა თქვა რომ შენ საიქიოში, ჩვენი ორი შვილიც თან გაიყოლე.


****

ხის მაგიდაზე, ორქიდეებით სავსე ვაზა დევს. იქვე უამრავი სასიყვარულო წერილი.
ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვიქნები გულახდილი, მთელი ჩემი ცხოვრება ფიქრში გავლიე. ტვინში ლურსმინთ ნაჭედი ტექსტები ჯერ კიდევ შემრჩენია. უამრავი საზიზღრობა, რომელსაც ჭეშმარიტად იმსახურებს ჩემნაირი ადამიანი. უნდა მომეტაცა და გამომეკეტა სახლში. არ ვიქნებოდი მარტო და ეს ჯოჯოხეთური ქვესკნელი, დღეს ედემის ბაღი იქნებოდა.

არასდროს არ მიყვარდა ძილი. თუმცა სიზმრებში შემეძლო შევხვედროდი მას. ისევ მომფერებოდა ჩემს კულულა თმებზე და ისევ ისე ღვთაებრივად ეკოცნა ჩემთვის.
მაგრამ საკმარისია ილუზიები. მერე რაა, რომ ლომი ცხოველთა მეფეა. ფრთებზე ოცნებით სულიც რომ ამოხდეს, მაინც ვერ გაფრინდება. ის ჩიტი არ არის.
ეს დეკემბერია.
ბოლო ჟამი ჩემი ყვავილობისა.

და ახლაც, ამ ხნის მერეც.
ხვნეშენ ჩემი ბებერი ხელები. ელოდებიან სასწაულს.
რომ შენ არსაიდან მოხვალ და ჩამეხუტები.
და მაინც.. რა ბედნიერებაა რომ ჯერ კიდევ ამ ქოხში ვარ რებეკა..

მიყვარხარ რებეკა...
და ვგრძნობ, რომ ძალიან ახლოს ხარ... ძალიან ახლოს...



№1 სტუმარი black

Sagool mirza sagool momewona es chanaxati gansakutrebit"ძირგამომპალი აივნის სიჩუმე, უფრო და უფრო მეტად იხმობს ჩემს სულს."

 


№2  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent