ჩემი ხატია სამშობლო და "ლიჟბი" აქედან წავიდე
წასვლა გინდა ქვეყანაში არსებული პრობლემების გამო ხომ ? საინტერესოა... მოიცადე, კერ არა... სულის შემძვრელი მუსიკა ჩართე ! ახლა კი და ვიწყოთ მე მოგიყვებით ერთ პატარა, დანაწევრებულ ქვეყანაზე, სადაც ყველაფერი ხდება, სადაც თორმეტი წლის სოფი, თავისი მენლით სავსე კალმით, სკოლის მთავარი შესასვლელის კარებზე აწერს: ლიჟბი აქედან წავიდე, – რის შემდეგაც ხვალინდელ სკოლის გაცდენას გეგმავს ცამეტი წლის ნილოზთან ერთად, რომელიც აცხადებს, რომ კოკაინი ყველაზე ძლიერი ნარკოტიკია და თავზე ბენდენას იკრავს რუსული რეპის თანმხლებით. მე შემიძლია გიამბოთ აყროლებულ ყვითელ ავტობუსზე, რომლის აყროლებული მგზავრი წუხს ამაზე. მე შემიძლია გიამბოთ მოხუცებულზე, ლურჯი თვალებით, რომლის მზერა ვერ ცდება ჩვიდმეტი წლის მარიამის უკანალს და თან წუხს იმაზე, რომ კლიმაქსმა ნაადრევად შეუტია. არჩევანი თქვენზეა, მე ყველაზე შემიძლია გესაუბროთ. გსურთ მეძავი, მეძავი იქნება, გსურთ წმინდანი, წმინდანი იქნება. აქ, საქართველოში უმუშევარი ყმაწვილი წუხს იმაზე, რომ სამსახურები არ იშოვება, არადა ღმერთია მოწმე არც უძებნია. აუღელვებლად შემოიგდო კომპიუტერის პროცესორი მხარზე და გზას გაუდგა ლომბარდისაკენ, რომლის შემდეგაც ფრაზა: უეჭველი თამაშებია, – გარდაიქმნა ძალიან კლასიკურ ფრაზად: ბურთი მრგვალია... – და ალუდა ქეთელაურის სიმღერების მოსმენას შეუდგა იმ მობილურით რომელსაც არ ილომბარდებენ. არ მესმის, მეათასე წაგებისას, იმ ერთი მოგების რატომ გწამთ ? სიამოვნებით გამოგიკვლევდით. ყველაზე სასაცილოები მაშინ ხართ, უსაქმურად ქუჩაში რომ ჩამოჯდებით და გოგონებს ავადმყოფურად უყურებთ... ბიჭებსაც უყურებთ, ოღნდ თვალებში, თითქოსდა კალიფორნიის უშიშარი განგსტერები იყოთ. ფიქრობთ, რომ ნამდვილ კრიმინალებს გავხართ გაწკრიალებულ „ ბენსიმონებში“ და შავ ბენდენაში ? ასეც რომ იყოს, რა გაამაყებთ ? კარგით, კარგით, განაგრძეთ თუფაქის მოსმენა, ოღონდ ფრთხილად იყავით, ახალი წლის პერიოდში უეცარი ფეიერვერკის აფეთქების ხმამ არ ჩაგასვრევინოთ. აჰა, გოგონებო, თქვენთანაც მოვედი, ოღონდ ეგ მაკიაჟი მოიშორეთ, თორემ მაშინებთ. არ იდარდოთ, ყველაზე გულის ამრევები თქვენ არ ხართ. ესეიგი, თქვენი შეხედულებით, ბიჭს მამაკაცურობას არამამაკაცურობა მატებს... რა, ვცდები ? კარგით, მოდით გადავამოწმოთ. თავდაპირველად მინდა სრულებით დაგარწმუნოთ, რომ თუ თქვენ მოკლე კაბა ხშირად გაცვიათ, ან აზროვნების უნარი გაქვთ დაკარგული, (რაც მეეჭვება თქვენთვითონვე გაიაზროთ) მაშინ თქვენ იმ საყვარელი ბიჭისთვის გქვიათ კლასიკური სიტყვა: „ნაშა.“ – ამასთან გარწმუნებთ, რომ თქვენი და იმ ბიჭის სასიყვარულო ისტორია არ არის რომელიმე ამერიკული მელოდრამა, სადაც რომელიმე პერსონაჟს აუცილებად კიბო აქვს. თქვენი ნამდვილი მაჩო, ყოველ დღე გიღალატებდათ ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ან, თქვენ იცით ახლა ის სად არის? თქვენ იცით რაზე ფიქრობს ? დარწმუნებულები ხართ რომ ყველაფერი რიგზეა ? კარგით რა, თქვენც არ იუაროთ, რომ ზედმეტად სიმფათიური ბიჭის ხილვისას, არ წაყოყმანდებით... მოიცა, მოიცა, ძალიან შორს წავედი, მოკლედ, თქვენთვის ნამდვილი მამაკაცი არის ის, ვინც აგიკრძალავს ყველაფერს, რაც ჩვეულებრივობად მიიჩნევა. ქართველი გოგოები რამდენადაც არ უნდა მოითხოვდეთ გენდერულ თანასწორობას, მაინც გსიამოვნებთ ის ხშირი ფაქტი, თქვენი ნამდვილი მამაკაცები რომ გზღუდავენ, ან ბოხი ხმით სულ თქვენს კონტროლში რომ არიან. ისე საყვარლად, ვითომდა დამცირებულები გადასცემთ თქვენს დაქალებს სიტყვებს, რომლის გრძელი ბგერები თქვენს იდიოტიზმზე კვლავ მაფიქრებს. ამბობთ: გიომ კაბა არ ჩაიცვაოოო. – ან, – დღეს ვერ ამოვალ შენთან, გიო არ მიშვებს. – და ყველაზე განსაკუთრებულად თქვენი ის სასიამოვნო განცდა მძულს, როდესაც მაშინ გეუფლებად, თქვენი შეყვარებული თქვენს გამო საქმეს რომ არჩევს, სადღაც სკოლის ეზოში, ყველაზე მიყრუებულ მხარეს, რომელი ადგილიც უბნის ტვალეტად არის ქცეული. ჯანდაბაშიც წასულხართ თქვენი მამაკაცური მამაკაცებით, ას რვა ლაიქით და სამუდამოდ დამხვრჩვალხართ სოციალურ ქსელში. ყველაზე მეტად ამათზე ლაპარაკი მძულს, ნამდვილი „ღრუზინები“ რომლებიც სუფრიდან მანამ არ დგებიან, სანამ ღვინის ბოლო წვეთი კუჭში არ ჩავა. რესტორნიდან ტრადიციულად ბორდელს ესტუმრებიან, გასაწ....ბულად მთვრალები, მიუხედავად იმისა, ცოლები ჰყავთ თუ არა. ბიძებო, მოდით ამ ჭიქით, ჯანდაბაშიც წასულხართ ! თქვენ ის ხართ, რუსეთში ნასწიას რომ ჟიმავდა ხომ ? „რავა“ ყველა ნასწიას ჟიმავდით ? ყველას ნასწია ერქვა თუ კლასიკურ ტყუილს აქვს ადგილი ? ადრე კი მარტივად გადაფრინდებოდით რუსეთში, ნეტავ სამუდამოდ იქ დარჩენილიყავით, ახლა კი, ჩემდა სამწუხაოდ მოგეხაზათ, მაგრამ ეგ არაფერი, აქაც ხომ კმაყოფილდებით ცოტა პუტკუნა ნინითი. ორმოცდაათი ლარი მეძავში, სასტუმრო, სადაც ხოჭოები სახლობენ, სასმლის სუნი და ამაზრზენი სექსი, რომელიც აუცილებლად დასავიწყებელია, მაგრამ ვერაფრით ივიწყებთ. ხო, მეძავი, შენი შვილის ტოლი იყო, ღორო ! ისე თქვენი ღმერთი ისე გიყვართ ყოველ კვირას სუმრობთ ეკლესიაში, რომელიც ვინ იცის რამდენადაა მისი სახლი. თქვენ, დიდად ღვთის მოყვარულო ღორებო, თუ ჯოჯოხეთი არსებობს, დამიჯერეთ, მას თვით ღმერთი შეამკომდა სპეციალურად თქვენთვის. აქ, ვინც „ამერიკულ ისტორია X“ უყურა, თითქმის ყველამ თმა მოიშორა, რასისტებად გარდაიქმნენ და ედვარდ ნორტონივით საუბარი დაიწყეს. აქ, დავინჩზე გაიგეს ორიოდე სიტყვა და ყველამ სახატავი რვეული იყიდა. აქ, იამაიკის შესახებ გაიგეს და მარიხუანის ლეგალიზაცია მოითხოვეს. აქ, წვერს ხედავენ უწვეროები და წვერიანებად გარდაიქმნებიან. აქ, ახალ სტილს ცხოველებივით შეესევიან. აქ მთავარია სუსტი იხილონ, რომ უკვე დაიწყონ ყველაზე ღრმა საფლავის თხრა. აქ, ჩვეულებრივი მოქალაქეები სამართალს გიკარგავენ, ისევე, როგორც სამართალდამცავები. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, სამშობლოს სიყვარულს მხოლოდ იმახიანი სადღეგრძელოთი ხსნიან, სადაც ილანძღება ყველაფერი, გარდა საქართველოსი. ჩვენი პოეტები ხომ სულ მთლად დაშტერდნენ და სისულელეებს გვიამბობენ სიტყვების რახარუხით... მათვის ხომ რითმაა უპირველეს ყოვლისა... არა, რითმა კარგი აქვთ. ჩვენი ახალგაზრდების ტვინი ვეღარ უძლებს იმ ერთ კადრს, კომპიუტერის ეკრანზე რომ გამოისახა. აქაური ხელოვანები ხომ კლავენ ხელოვნებას. აქ ხომ ღმერთი აქციეს ეშმაკად. აქ ხომ ჩონგურის ჩხაკუნი ნიშნავს ქართულ სულისკვეთებას, და თან ყველა ამაყობს ფშავის მაღალი მთებით... მერე რა, რომ ასეთი ლამაზი მთები გვაქვს, ვის რა არგუნა ? ნუთუ შეიძლება ყოველგვარ ცუდზე ხმა არ ამოვიღო ამ მთების ხათრით ? მე არ შემიძლია ვიყო პატრიოტი, რადგან შემიძლია შევიყვარო მსოფლიო თანასწორად, რადგან მე შემიძლია შევიყვარო ადამიანები მსოფლიოს ქალაქებიდან ასევე თანასწორად, განურჩევლად რასისა. ფშავი, სვანეთი, ყაზბეგი, აჰათ, დაგრჩეთ ოხრად თუ უვარგისებად დარჩებით. შავი ზღვაც ტყუილად ღელავს და ერთ დიდ ცუნამს არ გვპირდება, რომელიც უეჭველად ჩვენი მშველელია. ახლა კი... წასვლა გინდა ხომ ? უნდა წახვიდე ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.