შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

I try to resist


10-12-2015, 02:58
ავტორი Archive
ნანახია 1 946

ბოლო ღერს მოვუკიდე. ერთსაც მოვწევ და წავალ. ბალიშს დავიფარებ თავზე და ეგებ ამ მარტოობის განცდასაც ეშველოს რამე.
I try to resist, but it’s just not finished with you yet
ვუსმენ. საკუთარი სისხლის მიმოქცევის ხმა მინდა მესმოდეს. არ მესმის. აღარ მესმის. ან არც არასდროს მესმოდა. სისხლის კი არა საკუთარი სუნთქვის ხმა მაწუხებს ხანდახან, იმიტომ რომ არ არის ჩემი, ვიღაც სხვისია, სამყაროში დაკარგულის. სანამ ვიპოვნიდი მანამდე დავიკარგე. არც ის ვიცი როგორ, არც ის ვიცი როდის.
ვიღაცამ მაინც მიპოვოს და დამაბრუნოს საკუთარ ადგილას. მაქვს კი ადგილი? არც ეს ვიცი. არაფერი არ ვიცი.
Turn my head off, Forever, Forever
მხოლოდ ერთხელ თითქოს დავბრუნდი. მაშინ ის მყავდა. ერთი არაფრით გამორჩეული შემთხვევითობა. ყველა სისულელე სინამდვილედ გადავიქციე მაშინ. არადა არაფერი ყოფილა, საერთოდ არაფერი. სექსი და სიგარეტი სექსის მერე. ეს იყო და ეს. მთელი ჩვენი ისტორია. სულ ერთი და იგივე. ამიტომაც მახსოვს. მარტივი, საჭირო და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი. არ უნდა მენატრებოდეს. არც მენატრება. უბრალოდ ჩემს სიგარეტს ორგაზმი აკლია. ან მე მაკლია ზოგადად.
სისულელე ვიყავი თავიდან ბოლომდე. უნდოდა გაგრძელება, რაღაცის გართულება, ვალდებულებები და ისტორია. მე არა. და წავიდა. წავიდა თუ გავაგდე, აღარ მახსოვს. არც მანამდე და არც მის შემდეგ არასოდეს მიხურულა ჩემი სახლის კარი ასე მძიმედ. სისულელე ვარ თავიდან ბოლომდე.
Nothing could be greater,
Nothing could be greater then goodbye.
ვერ ვიტან საკუთარ კანში ჩატენილ სხვას, ძალით ჩაკვეხებულს. მე მოვათრიე, საიდანღაც გამოვჩიჩქნე და მოვათრიე. ან უბრალოდ მთელი სამყაროს ნაგავი დავაკოპირე და ჩემში გავაკეთე paste. მარტივი ჩანდა. არადა ჯერ „მე“ უნდა წამეშალა, მთლიანად გამექრო და მერე მომეთრია ის ვიღაც. ვერ გავთვალე, არ ვიცოდი, ან ვიცოდი და ვერ გავიმეტე.
მითხრა კიდეც, ერთი მშიშარა გაუგებრობა ხარ რომელსაც საკუთარი მიკრო-ტანჯვა ყველაფერს ურჩევნიაო, მითხრა.
Burning through the ground
There’s fear in your eyes
არ უნდა მენატრებოდეს. არც მენატრება. ის არ მენატრება. ჩემი თავი მენატრება მასში მოქცეული.
A feeling that shivers down my skin
ჩემი მიკრო-ტანჯვა კი... ჩემი ტანჯვა ერთადერთია რაც საკუთარი თავისგან დავიტოვე.
ერთი ღერიც, ბოლო და წავედი...



№1  offline წევრი Downtotheearth

Dzalian momewona :)

 


№2  offline წევრი Archive

Downtotheearth
Dzalian momewona :)


მიხარია :))

 


№3  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent