მიშველეთ მუშაობით მკლავენ! 11
არ ვიცი რამდენი დღე გავიდა, თვალები დახუჭული მაქვს...გახელა მინდა მაგრამ მიჭირს.. სისხლის სუნი მცემს... წესით ეხლა გული უნდა ამერიოს... არაფერი მახსოვს... გონებაში მხოლოდ ერთი სახელი მიტრიალებს... გაბრიელი....მგონი საკუთარი სახელიც არ მახსოვს... მხოლოდ ერთადერთი სურვილი მაქვს თვალები გავახილო და ის "გაბრიელი" დავინახო.ეს იდიოტური გრძნობა დიდი ხანია მტანჯავს...რაღაც ხმები მესმის, სავარაუდოდ ვიღაც მამაკაცი საუბრობს ჩემზე... ნეტავ ის ხომარაა გაბრიელი? ნელ-ნელა ვუკვირდები და ვხვდები რომ არა... და უცებ მეორე სახელიც იწევს წინ ჩემს გონებაში თან ისე რომ ლამის გაბრიელსაც ფარავს... იოანე... ნელ-ნელა ყველაფერი მახსენდება...ჩემი ცხოვრება პატარაობიდან-დღევანდელობამდე... და მალე იმასაც ვაცნობიერებ რა ხდება და რატომ მოვხვდი ამ იდიოტურ ადგილას, სავარაუდოდ საავადმყოფოში(ამაზე საშინელი წამლების სუნიც მოწმობს!). ნეტა რა ჯანდაბა ხდება?! თვალები უნდა გავახილო, მაგრამ მიჭირს... ვხვდები რომ ოთახში ჩემს გარდა კიდევ ბევრი ადამიანია, მათი საუბარი ზუზუნივით ჩამესმის, ხანდახან სახელ "ანაბელს" მოვკრავ ხოლმე ყურს და ვაცნობიერებ რომ ჩემზე საუბრობენ. ზედმეტად გააქტიურდნენ, ბოლოს ჩხუბზეც გადავიდნენ, ბოლო ხმაზე ღრიალებდნენ!ეს ხმა პირდაპირ ტვინში მირტყამდა! თავი საშინლად ამტკივდა და ჩემდაუნებურად დავიკვნესე... ამან ჩემზე სასწაულებრივად იმოქმედა და თითქოს ერთბაშად გამომაცოცხლა. თვალები დავჭყიტე და ნერვებისმომშლელ მამაკაცებს გაცოფებულმა შევხედე! -ნუ ღრიალებთ! ცოტა ჩუმად რომ იყოთ არა? მე მგონი მე აქ ცუდადვარ! თვალებგადმოკარკლულები მიყურებდნენ, ვერ ვხვდები რატომ, რა არ იყვნენ გალანძღვის ღირსნი ? უცებ გავაანალიზე და ერთერთ იდიოტში გაბრიელი ამოვიცანი. ჯანდაბა! მართალია, ზუსტად არ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ... გაბრიელს აქ რა უნდოდა? -ანაბელ! -გისმენ! -ისაა... შენნ... ექიმმა თქვა რომ... -ვერ გადავრჩებოდი! -ჰოდაა... -ჰოდა შენაც ჩემი გამოღვიძება გადაწყვიტე და ოთახში ღრიალი დაიწყე? -ანა... მე... -დროზე ორივე მოცილდით აქაორობას! სანამ ნერვებმა არ მიღალატა! -ჯანდაბა, ყოველთვის არაორდინალური როგორ ხარ?! -არ ვიცი! -კარგი ჩვენ გარეთ გავაგრძელოთ !-ისეთი თვალებით შეხედა მის გვერდით მდგომს, გული კინაღამ მე გამისკდა -კარგი!- იმან კი ისე უდარდელად უპასუხა პირი დავაღე პალატიდან გავიდნენ და მარტო დამტოვეს, ყველაფრის დეტალებში გახსენება მინდოდა, მახოსოვს რომ გადავხტი... და მერე უბრალოდ.... არაფერი... ისიც მახსოვს ვიღაც ბიჭი რომ ტიროდა... არ ვიცი ვინიყო მაგრამ უბრალოდ მახსოვს რომ მეხვეწებოდა...გადარჩიო... და ჰო მერე ვიღაცეები რომ მოვიდნენ... ღრიალებდა...ჯერ არ წამოვალო... არ შეიძლება მსგავსი იდიოტური მახსოვრობა მქონდეს! მახსოვს რა დამემართა, მაგრამ არ მახსოვს როგორ.... თუმცა, ცხოვრება ისედაც იდიოტობა არაა.... .... იოანე: თვალჩალურჯებული, ტუჩ და წარბ გახეთქილი... სისხლით მოსვრილი ვეგდე რაღაც კაბინაში, ანაბელის გარეშე... მითხრეს მოკვდაო... დაუჯერებელია... უბრალოდ არაფერს განვიცდი... აღარ განვიცდი... შეუძლებელია არა ?! ... არადა თურმე შესაძლებელი ყოფილა... ანაბელი მოკვდა... გაბრიელმა მცემა... ათი კაცი მომისია... ვიცი, რომ მნდომებოდა ათივეს ერთდროულად მოვიგერიებდი, მაგრამ... არც თავი მქონდა და არც სურვილი... შინაგად ცარიელი ვარ და ყველაფერი ფეხებზე .. ვიღაც ნაბი*ვარი კიდევ უახლოვდება ჩემს კაბინას... ირონიული ღიმილით ვეგებები... ისიც ასევე მპასუხობს... -ხომ არ მოიწყინე ? არვპასუხობ.. -გიმეორებ მოიწყინე თუ არა თქო?! -თქო არასწორია მაქ მეთქი უნდა გეთქვა.. -ჰო არა ?! განათლებული ნაბი*ვარი ხარ ? -შეიძლება ეგრეც ითქვას -რა იყო დედაშენი ბო*ი იყო ? -ვერ გამომიწვევ... -ვერანაირად ? -არგამოგივა -არადა მე რო შენი ცემა მინდა... -მიდი მერე -აი ესე უმიზეზოდ ტეხავს ტოო- მითხრა და თვალებმოჭუტულმა ჩამათვალერა -შენ მაინც აისრულე შენი-მივუგე ღიმილით -არგაგიტყდება? -ვაფშე არა, არაკაცისგან არაფერი არ გამიტყდება -ვინაა ბიჭო არაკაცი? -შენ! -გაიმეორე აბა ღრმადჩავისუნთქე "მობეზრებულივით" და ღიმილით გავუმეორე -არაკაცი ხარ შენ! ეხა გაიგე? -გავიგე! და მალე შენც გაიგებ... ხელები დაიკაპიწა იქვე მდგარი წყლით სავსე ბოთლით ხელები გადაიბანა და ჩემკენ გამოიწია... დამარტყა...მეორეჯერაც..მესამეჯერაც..მეოთხეჯერაც...მერე აღარ დამითვლია... თითოეულ გარტყმაზე ირონიულად ვუცინოდი და ვაქეზებდი... ისიც უფრო და უფრო მაგრად მირტყამდა... ცხოველივით გაშმაგდა... მე კიდევ დავცინოდი... ბოლოს მიხვდა რომ ფიზიკური ტკივილით ვერ გამტეხდა ოფლიანი შუბლი მოიწმინდა და კარებთან დადგა... -არ ჭრის ხომ? -ცხრა ლახვარი რომ დამარტყათ ცხრაჯერ გულში მტრის ჯინაზე ცხრაჯერ მწარედ გავიცინებ! -ლადო ასათიანი? -განათლებული ჩმორი ყოფილხარ! -მადლობა! ხუთი წუთით არცერთს არ ამოგვიღია ხმა.... მერე ახლოს მოვიდა და მკითხა... -შენს მოთმინებას ვცდიდი! მართლა ასე გიყვარდა ? -შენი აზრით ? -ცოცხალია.. და მე დაგეხმარები! .... გაბრიელი: საავადმყოფოს ფანჯარასთან ვიდექი და სიგარეტს ვაბოლებდი, დათო მომიახლოვდა(ჩემი ძმაკაცია ) .. -რას აპირებ ეხა? -ჩემთან წავიყვან -მერე? -რა მერე -ვკითხე გაღიზიანებულმა -რომ არ გამოგყვეს ? -რა არ უნდა გამომყვეს, ხოარგაკლია შენ ? -იქნებ და იოანე შეუყვარდა... -ისემც შენი... -ოე მოკეტე ეხა დროზე.. ვერხვდები რომ მეტისმეტია გაბრიელ ? -არაა მეტისმეტი! -ვერ ხედავ ისტორია მეორდება? -მოკეტ გესმის... მოკეტე! -ისევ იგივე მოხდება და მზად იყავი დათოს მაგარი მუშტი ვუთავაზე სიფათში, -მადლობა... მაგრამ იცოდე მე გაგაფრთხილე.. -ეს თქვა და წავიდა... არა ამას არ დავუშვებ! ისტორია არ გამეორდება... ანაბელი ამ თამაშში არ იმონაწილეებს. იოანე დღეს მოკვდება ანა კი ჩემი მომავალი მეუღლე და შვილების დედა გახდება... შეცდომა გამორიცხულია! დრო აღარ ითმენს .... ძაან ლათინური სერიალია ხომ ? :3 მოგეწონათ გავაგრძელო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.