შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის ადამიანი?


13-12-2015, 16:06
ავტორი ელლ
ნანახია 2 084

ვინ ვარ მე? ადამიანს ვუწოდებდი ჩემს თავს. ადამიანი ვინ არის? აი ეგ უკვე არ ვიცი. ბიბლია ჩაგვძახის ღვთის ხატად ხართ შექმნილები და სამყაროს გვირგვინად უნდა ექცეთო. ისე, რომ ვუკვირდები ადამიანი, ანუ მე, შენ, ის და არა ჩვენ, თქვენ და ისინი (რადგან მთლიანობას მე ვერსად ვერ ვხედავ) ყოველთვის წმინდა წიგნისა და უფლის ქადაგებების საპირისპიროდ ვიქცევით. რატომ? ალბათ , იმიტომ ,რომ ადამმა აკრძალული ხილი შეჭამა, იმიტომ , რომ ევამ ადამი აცდუნა და ასე , დასაბამიდან დღემდე ვმოქმედებთ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ. ვერც წარღვნამ გვიშველა, ვერც სოდომ-გომორის განადგურებამ, უფალი, იესო ქრისტეც ტყუილად გაეკრა ჯვარს და დაანთხია სისხლი ჩვენი ცოდვების გამოსასყიდლად. მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგა და სამოთხის კარები გაგვიღო. და რა ამით? არც არაფერი, ადამიანები მაინც არ ვიცვლებით, არც მიტევება და არც სასჯელი არ გვცვლის.
ვერც იმას ვიტყვი ცხოველებივით მხოლოდ ინსტინქტებით ვმოძრაობთ მეთქი, რადგან ცხოველები ჩვენზე კეთილებიცა და ერთგულებიც არიან.
პესიმისტი ვარ? უფრო რეალისტი. და მაინც არ მესმის რისთვის მოვედით ამქვეყნად, ან რანი ვართ?
ჩვენს ქვეყანაში ათეისტი ეშმაკეულად არის შერაცხული, არადა მას გულის სიღრმეში უფრო მეტად სწამს უფლის ვიდრე იმას, ვინც გაჰყვირის გაქანებული ქრისტიანი ვარ და ყოველ დღე ეკლესიაში დავდივარო. და რომ დადის მერე რა? არ მითხრათ ახლა , მღვდლის ქადაგებას ყურს უგდებს ან სტიქაროსნის წაკითხული ლოცვები ესმისო. არა ამ დროს ის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრობს. პირველი, რომ უკვე ფეხები ასტკივდა ამდენი დგომისგან და უკვირს ეკლესიაში სკამები რად არ დგას რომ გემრიელად მოვკალათდეო. მეორე- სასწრაფოდ უნდა, რომ წირვა დამთავრდეს, რათა სეფისკვერი დააგემოვნოს, მას ხომ დილიდან არაფერი უჭამია და ეს წმინდა პური მწვადად ან ხინკლად ესახება იმ წამს. და მესამე- გეგმავს დღევანდელ დღეს. ეგ საცოდავი თავს იმით მაინც იმშვიდებს ეკლესიაში დავდივარო. და საერთოდ რომელი დაიარება ტაძარში უფლის საპოვნელად, რომელი განიცდის სულიერ სიმშვიდეს, როცა ლოცვებს გულში კითხულობს. უმრავლესობა ამას ვერ გრძნობს. მათ ხომ ეკლესიაში საკუთარი „კუტოკი“ შექმნეს და მთელი წირვის განმავლობაში არჩევენ უამრავ საჭირბოროტო თემებს. მაგალითად , თუ როგორ იქადაგა მამაომ, არადა უმრავლესობას ნაწყვეტ-ნაწყვეტ ესმოდა მისი სიტყვები, ან კიდევ აღნიშნავენ , რომ მათი მოძღვარი ყველა დანარჩენისას სჯობს. ნეტა რითი? უფრო სიმპატიური , უფრო მაღალი , თუ უფრო განათლებულია?
ქრისტიანების მეორე კატეგორიია კი ზედმეტადაც გამკვირვებია. შე კაი კაცო, თუ არ ლოცულობ , არ მარხულობ, წირვას არ ესწრები , აღსარებას არ აბარებ , რანაირად გწამს და გიყვარს ღმერთი. ამას რომ თავი დავანებოთ იმ ათ მცნებას რაღას უშველით, რომელსაც ყოველდღიურად არღვევთ?
სად არის მოყვასის სიყვარული. გეკითხები სად არის სიყვარული, როცა მათხოვრისთვის 5 თეთრის მიცემა გენანება, როცა საუკეთესო მეგობარს ტერფიდან თმის ღერამდე აათვალიერებ და უდიდეს შურს იგრძნობ, რადგან მას შენზე უკეთესად აცვია, შენზე ლამაზიცაა და ჭკვიანიც. გეკითხები სად არის სიყვარული, როცა ქუჩაში წაქცეულს ყურადღებასაც არ მიაქცევ, რადგან ალკოჰოლის სუნით ყარს და მათხოვარივით გამოიყურება, და გზას ისე განაგრძობ თითქოს არც არაფერი გინახავს და არც მისი ტკივილნარევი ოხვრა გაგიგია.
არადა უფალი ხომ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულს გვასწავლიდა. ეს სამყაროც მასში დაუტევნელი სიყვარულის გამო არ შექმნა?
როდემდე გასტანს ჩვენი თავხედობა. ოხ როგორ მიშლიან ნერვებს თავიანთი უაზრობებით ეს პრონტი ქალები, დღედაღამ ყავის სმასა და ჭორაობაში რომ ერთობიან. ფეხი ფეხზე აქვთ გადადებულები , თითქოს ელიზავეტა მეორის შთამომავლები იყვნენ და სავარძელში მჯდომები ელოდებიან დაკოჟრილი ხელებითა და დაღალული სხეულით მომავალ მამაკაცს, რომელიც უკლებლივ გადასცემს ცოლს ერთი თვის ხელფასს და ტახტზე მიესვენება იმის მოლოდინში, რომ ცოლი სუფრას გაუშლის და გემრიელად დანაყრდება. თუმცა სადღაა ცოლი, უკვე გამოწკიპულა და საშოპინგოდ მიდის, მოდასაყოლილ დაქალებს ხომ ვერ ჩამორჩება?
ნერვებს მიშლის უაზრო დოგმატებით მცხოვრები მამაკაცები, რომლებიც გაიძახიან - „ქალი ვიცი მე კუხნაში „ . ამ დროს კი მათი ცოლები შიშველ მამაკაცებზე არიან მიწოლილები და ისვენებენ დამღლელი სექსის შემდეგ.
მეზიზღებიან ეს თინეიჯერი ბიჭები, ძმაკაცებთან ყოფნისას რომ ბლატაობენ შეყვარებულს სად და სად აკოცეს. მეზიზღებიან უტვინო გოგოები, ბიჭებს ხელში რომ ადნებიან, რადგან იმ ბიჭმა სავარაუდოდ უთხრა ჩემი პატარა და ლამაზი გოგო ხარო. ამ სიტყვებმა კი იმ წამსვე გადაჭრა საკითხი და ეს გოგოებიც მოამზადა, დიახ, ისინი უკვე მზად არიან , შუა ბულვარში დანებდნენ თაყვანისმცემელს.
მეზიზღება ეს იდიოტური შოუები, რომელშიც ლეზბოსელები, გეები და ტრანსგენდერები გამოჭიმულან და საკუთარ უფლებებზე ლაპარაკობენ. თურმე დღეს ქალიშვილობა სირცხვილი ყოფილა, თურმე მოდაში ბისექსუალობა შემოვიდა , თურმე დღეს საჯაროდ უნდა განიხილო ვისთან და რამდენჯერ იწექი.
და ამ მარაზმის ფონზე წარმოიდგინეთ როგორ მიყვარს ბებო, რომელიც ასაკის მიუხედავად ცდილობს ყველანაირი კომფორტი შეუქმნას შვილიშვილს. ჯერ ცეცხლს დაგინთებს, რათა გაყინული ხელები გაითბო, შემდეგ ხაჭაპურებს გამოგიცხობს , რათა შენი მისუსტებული სხეული მოღონიერდეს, და კომფოტსაც გაგიხსნის , რათა ცხელმა ხაჭაპურმა პირი არ დაგწვას. მიყვარს დედა , რომელიც შენი ბედნიერებისთვის მზადაა უცხო ქვეყანაშიც გადაიხვეწოს, ქმრისგან უამრავი შეურაცხყოფა დაითმინოს, რათა მთლიანი ოჯახი გერქვათ და ამხანაგების წინაშე არ შეგრცხვეს, რომ დედ-მამა გაშორებულები არიან. მიყვარს ჩემი სულიერი მოძღვარი, რომლის დანახვაზე გული სიხარულით მევსება, მე ხომ მყავს ადამიანი , რომელსაც ჩემი ტკივილები და ფიქრები შემიძლია გავუზიარო და სანაცვლოდ, განკითხვის მაგივრად, მომიტევოს.
მიყვარს მესანთლე, რომელიც ყოველთვი გულწრფელად მიღიმის და ზრუნავს ჩემზე. როცა შემატყობს რომ დგომისგან გადავიღალე , პატარა სკამს მაწვდის. როცა სახარების კითხვა იწყება, ანთებულ სანთელს გამომიწოდებს, რადგან ხვდება , რომ სანთლის საყიდელი ფული არ მაქვს.
ახლა კი წარმოიდგინეთ ამ საყვარელი ადამიანების ფონზე , როგორ მძულს ჩემი თავი, რომელზეც ამავდროულად ეგოისტურად ვარ შეყვარებული. მძულს , რადგან განვიკითხავ მათ, რომლებისნაირიც თავად ვარ. მძულს , რადგან გავეჩხირე სიყვარულსა და სიძულვილს შორის და ვერ მიპოვნია ჭეშმარიტი გზა. მძულს , რადგან ჩემს ბაგეებს ვერ გავამხოვანებინე სიტყვები, რომლებიც გამუდმებით ჩამძახიან : ღმერთია ერთადართი ჭეშმარიტება, ეკლესია კი მასთან მისასვლელი გზა.



№1  offline წევრი marisa

ჰოდა, ახლა რამდენი დაგეთანხმება. ვლოცულობ ხოლმე, მაგრამ ეკლესიაში იშვიათად დავდივარ, არ ვეზიარები, აღსარება ცხოვრებაში არ მითქვამს. ვარ ქრისტიანი იმიტომ, რომ თავის დროზე მომნათლეს და სიმართლე ვთქვა, დიდი ხნის განმავლობაში მიჭირდა ამის აღქმა. მე ხომ ეკლესიურად არასდროს მიცხოვრია. და შურიანიც ვარ ზოგჯერ, თან ძალიან და ზოგჯერ საშინლად უმადური და გარეწარი ვარ. ეგეთი ბიჭები არც მე მომწონს, მაგრან გოგოები ნამდვილად არ მეზიზღებიან. რა თქმა უნდა, ინტიმური დეტალების გამჟღავნევა პირდაპირ ეთერში და საზოგადოებაში მარაზმობაა, მაგრამ ვაჟიშვილები დაგეწერა ნეტავ.. სექსზე უარი რატომ უნდა თქვა.აი, ეგეთი დედები მეცოდებიან და სულ არ მომწონს, ამდენს რომ იტანენ.

 


№2  offline წევრი kakulia

მომეწონა,კარგი იყო. heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent