შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ფრაზები საყვარელი წიგნებიდან


20-12-2015, 21:26
ავტორი მოლურჯო
ნანახია 21 552

“არაფერი მინდა იქამდე, ვიდრე არ ვიპოვი ადგილს, სადაც მე და ჩემი ნივთები ერთად ვიქნებით. არ ვარ დარწმუნებული რომ ვიცი ეს რა ადგილია, მაგრამ წარმომიდგენია როგორია”

“მე არც ქვეყნად არსებული ბოროტებისა და ცოდვის სათავე ვარ. ადამიანები უჩემოდაც, ჩემი წაქეზების, შეცდენის გარეშეც ჩადიან ცოდვას თავიანთი სიხარბის, ჟინის, უნებისყოფობის, სიმდაბლისა თუ სისულელის გამო.” ეს სატანაც მართალია, რას ვერჩი.

”ასე ყოფილა ათადან და ბაბადან დრო, ქვეყნიერება, ფული და ძალაუფლება მუდამჟამს ჩლუნგი, ჭკუათხელი ადამიანების ხვედრი ხდებოდა, ხოლო დანარჩენებს, ჭშმარიტ ადამიანებს არაფერზე მიუწვდებოდათ ხელი… დიახ არაფერზე გარდა სიკვდილისა…მათ კიდევ მარადისობა რჩებათ…რასაც მე მარადისობას ვუწუდებ, მორწმუნენი სასუფეველს ეძახიან”

ცხოვრების საუკეთესო მომენტის გახსენება უდიდეს ტკივილსაც მოგვანიჭებს, რადგანაც კიდევ ერთხელ შევეჯახებით რეალობას, რომ ის წარსულს ჩაბარდა და აღარასოდეს განმეორდება.

„ყველამ თავისთვის იზრუნოს ამ ეგოიზმის უდაბნოში, რომელსაც ცხოვრებას ეძახიან“.

ენდე და დააფასე ის ადამიანები, ვისაც შენში შეუძლია 3 რამის დანახვა: სევდის – ღიმილის მიღმა; სიყვარულის – სიბრაზის უკან და სათქმელის – დუმილის დროს..

რა არის სიყვარული? ამ ფენომენის ახსნა ისევე რთულია,როგორც გოგოსთვის თავის მოწონება… შესაძლოა ასე მხოლოდ მე ვფიქრობ,თუმცა ის რომ სიყვარული არ არის ადვილი,ყველამ კარგად იცის… “ოჰ,ეს სიტკბოება ენით აღუწერელი,როგორ შემომიჩნდება ხოლმე და ამიჭახჭახებს დანგრეული მანქანის ძრავასავით მოლაყლაყე თავს,როგორ გადავა თხლად და ნაზად გულის დაზეთილ ცილინდრებში და მისი მტვერწაყრილი დგუშებიც ისე ადრუგუნდებიან,როგორც არასდროს!” აჰ,სიყვარული,სიყვარული… მაგრამ ეს ხომ ორსახა იანუსია-ან ბედნიერებას მოგიტანს ან უბედურებას… ნაწყვეტი “ჩრდილებთან მოსაუბრე”-დან -ავტორი ალექსანდრე ამირიძე

ადამიანის მისწრაფება,რომ ყველას ყურადღების გულში იყოს, მისთვის დამღუპველია, რადგან სულს ისე არაფერი კლავს, როგორც სურვილი, რომ ყველას მოვწონდეთ. გორკი

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო ზაფხული იღვიძებდა იაში… მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე…დავაგვიანე… რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები,შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით… სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო… აქაც ბოლო ვიყავი

“უსასრულოა მხოლოდ სამყარო და ადამინის იდიოტიზმი . თუმცა პირველთან დაკავშირებით ეჭვი მეპარება ! ” ალბერტ აინშტაინი

“ნამდვილ ჯამბაზს თვალებში ყინული და წებო კი არა, ნაღვლიანი საიდუმლო უნდა ჰქონდეს”..(გურამ დოჩანაშვილი)

ზოგი ადამიანი გრძნობს წვიმას, დანარჩენები უბრალოდ სველდებიან

ნდობა არის ის გრძნობა, როდესაც მაშინაც კი უჯერებენ ადამიანს, როცა იცი, რომ მის ადგილას ყველა ტყუილს იტყოდა.

თუ თქვენ მიიჩნევთ აუცილებლად განმსაჯოთ მე ჩემი წარსულის გამო, არ გაგიკვირდეთ თუ მე ჩავთვლი აუცილებლად დაგტოვოთ თქვენ იქ…

“ნამდვილი ბრიყვი უნდა იყო,რომ სიყვარულმა,ბოროტებამ და გაჭირვებამ ჭკუა ვერ გასწავლოს-ბრიუერი”

ყველაზე კარგი თარჯიმანი ისაა, ვინც სიჩუმის ენა იცის.

არ ვიცი რისა მეშინია – სიკვდილისა თუ სიყვარულისა… არა! არა! სიკვდილისა არ მეშინია. ალბათ სიყვარულისა მეშინია; თუმცა რას გაიგებ, იქნებ სიყვარულისა იმიტომ მეშინია, რომ შეიძლება სიკვდილს დაატარებდეს თან..

არ მახსოვს, რომ ოდესმე მთვარის შუქი ესოდენ ჯადოსნური მეჩვენებოდეს, როგორც აქ, სამარისებურ მდუმარებაში გარინდებულ და ყინულივით ცივი არილით წალეკილ ბაღში.

შიში სასჯელზე უარესია, რადგანის,რაც გარკვეულია მძიმეა იგი თუ მსუბუქი ყოველთვის სჯობია საშინელ გაურკვევლობას, გაუთავებელ ლოდინსა და დაძაბულობას. შტეფანა

თუ თქვენ ასარჩევად გყავთ ორი ადამიანი, მაშინ აირჩიეთ მეორე… იმიტომ, რომ თქვენ სინამდვილეში პირველი რო გყვარებოდათ, მეორე არ გამოჩნდებოდა………

კითხვაზე “როგორ უნდა მიაღწიოს მოსწავლემ წარმატებას” არისტოტელე ასე პასუხობდა: “უნდა ცდილობდეს დაეწიოს მასზე უკეთესს და არ უნდა უყუროს უკან მდევარს”

“გიჟებს სხვისი სისპეტაკე უფრო აგიჟებთ”.(გალაკტიონ ტაბიძე)

“ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს-უგემური მიშტერება, კარგ ჩაის-ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს… ცუდი მკითხველი”.(კონსტანტინე გამსახურდია)

“არყით აღგზნებული კაცის გონებაში ბინდი ისადგურებს, მისი ენა სიმახინჯისა და დაუნდობლობის ენაა. ღვინით აღგზნებული კაცის გუნებაში ნათელი დგება, მისი ენა სილამაზისა და სიყვარულის ენაა. არაყი – მსჯავრია, ღვინო – მიტევება. განგებამ ღვინის სიყვარული გვიბოძა, რომ ჩვენი აზრისათვის მშვენიერება და სიკეთე მიენიჭებინა. ფიქრისა და საუბრის სარბიელად სუფრა მოგვიჩინა, სუფრავე დაგვითქვა ადგილად, სადაც ერთმანეთისათვის მხოლოდ კეთილი სურვილი ითქმის და საგნისათვის მხოლოდ პირუთვნელი შეხედულება. ქართული სუფრა ქართულ სიმღერას ჰგავს: სხვადასხვა ხმაზე ვმღერით და კონტრაპუნქტში ვერთიანდებით. არ არსებობს თანხმობა იმ თანხმობაზე დიდი, რომელიც აზრთა სხვადასხვაობით მიიღწევა”.(ჭაბუა ამირეჯიბი)

სიყვარული♥ერთადერთი ძალაა, რომელიც ქმნის ადამიანს- უძლიერესს, ქალს-ულამაზესს, მამაკაცს-კეთილს, სულს-მშვიდს, ცხოვრებას კი- ლამაზს!

“ჩემი ნატვრაა, როცა მე ამსოფლად უკვე აღარ ვიქნები, მიდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, მწიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არას ვთხოვ საქართველოს.”( გრიგოლ რობაქიძე)

გაიცინე გენაცვალე, იცოდე მზე მხოლოდ ერთხელ ამოდის დღეში, ახალგაზრდობაც ერთხელაა მოცემული. მოწყენა მაშინაც გვეყოფა, ლანდების სამყაროში რომ ჩაგვიყვანენ.

“ადამიანი, ბუნება, ცა, ქვეყანა, მსოფლიო, – ერთი დიდებული წიგნია, უცნაურს ენაზედ დაწერილი. მეცნიერება ამას სთარგმნის უხატებო, უსურათო სიტყვით, პოეზია კი ხატებითა და სურათითა “(ილია ჭავჭავაძე)

ბუნებამ უთხრა ქალს ,იყავი მშვენიერი თუ შეგიძლია,ბრძენი თუ გინდა ……..ძალიან მომთმენი და კეთილგონიერი აუცილებლად…………

“თავად უნდა გახდე ცვლილება, რომელიც გსურს, რომ დაინახო სამყაროში“

არსებობს უხეში ეჭვიანობა, როცა არ ენდობი იმას, ვინც გიყვარს; არის დახვეწილი ეჭვიანობა – როცა საკუთარ თავს არ ენდობი

ყველამ და უფრო მეტად ქალებმა იციან, რომ მამაკაცი, რომელიც ჭკვიანურად ლაპარაკობს სიყვარულზე, შეყვარებული არ არის

მშვენიერება თუ არ იჭმევა, არ არსებობს. — სალვადორ დალი

ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე არსებობს: პირველი – დღე როდესაც დაიბადე და მეორე – დღე როდესაც იპოვე პასუხი კითხვაზე: რატომ?

რა ლამაზია ზოგჯერ წარსული…… ტკივილის გარდა რაღაც ხომ იყო,….ბედნიერების ზღვარს გადასული მოკლე დღე, ჩუმი და უთარიღო,… ხომ იყო რაღაც,.თანაც ისეთი, რაც არასოდეს არ გავიწყდება, რაღაც მომენტებს ფილმის კადრივით რომ ატრიალებ და არ გწყინდება…….

მე მოვიხედე იმისთვის, რომ დამენახა მოიხედა თუ არა მან, რომ დაენახა მოვიხედე თუ არა მე…

გამოცდილებით თავგადასულობით, რომ ჭკუის სწავლა შეიძლებოდეს, რაც ჩვენს ქვეყანას თავს გადახდენია, ჩვენში, ბრძენი კი არა, სულელი იქნებოდა სანთლით საძებარი.

“ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად.”

ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.

მე განადგურებული ვარ…..ცრემლები მომდის უკვე…..ეს ჩემი ბოლო სიტყვებია….მარტოობისათვის გამწირეთ მაინც… გამწირეთ ყველამ,რა დავაშავე ღმერთო,რატომ არ მიღებს ისეთს ყველა ,როგორიც ვარ…. ახლა,ვიცი… წავედი… ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს… მაინც გძულვართ… ვიცი,რომც მოვკვდე ასი წელი არ გაგახსენდებიტტ…. რატომ,ღმერტო რატომ… რატოოოოოოოომმმმ….. სიაცირიელეა…. არავინ მიძახის… მორჩა… გული მეთს ვეღარ იტევს… წავედი… ეს ჩემი ბოლო სიტყვებია… მტკვარი დამიფენს თავის ტალღებზე და საუკუნო ძილი მოეფერება ჩემს ტანჯვიტ გადაღლილ ქუთუთუებს,გათავდა… ჩემი გოდება… აღარ შეგაწუხებთ… წავედი სამუდამოდ… თავს ვეგარ ვგრძნობ… არ ვიცი ვინ ვარ…

კანტს ერთხელ ჰკითხეს: -რომელი ქალია უფრო ერთგული? შავგვრემანი თუ ქერა? -ჭაღარა – უპასუხა კანტმა

ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული _ ახალგაზრდას თუ მოხუცს. შეიძლება დღეს უკანასკნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იხცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი ხვალინდელი დღე იქნება თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული..

“რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტიქტურ წაქეზებებზე.” – იმედია მკრეხელობად არავინ მიიჩნევს, ცხადია ყველას გააჩნია საკუთარი სუბიექტური აზრი… ვინ ეთანხმება ამ მოსაზრებას და ვინ არა ეგ უკვე ცალკე თემაა… წყარო : ზიგმუნდ ფროიდის ერთ-ერთი ფსიქოანალიზური ნოველიდან

ეჭვიანობა – ეს მატყუარა გრძნობაა. შენ არ ეჭვიანობ, შენ გეშინია დაკარგვის. მაგრამ ნუ გეშინია, ეს უაზრობაა. იმიტომ, რომ თუ არ არის საბაბი, მაშინ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, და თუ საბაბი გაქვს, მაშინ უკვე გვიანია იეჭვიანო…

იცით, რა არის მთავარი, სიკვდილამდე არ უნდა ვიხოცებოდეთ. სიკვდილს რომ თავისი მიაქვს, ჩვენ მეტი არ უნდა გავატანოთ. მაინც ვერ ზიდავს, ვერ მოერევა, გზადაგზა დაეფანტება, მკვდრები ისევ მიწაზე დარჩებიან, ცოცხლებში აირევიან და თანდათან გამორჩევაც გაჭირდება, აირ-დაირევა ყველაფერი. მერე, გინდაც მკვდარი დაგიგდიათ დაუმარხავი და გინდაც ცოცხალი დაგიმარხავთ. ერთი და იგივეა…

იყოს ბედნიერი ის გოგონა, რომელსაც მე ყოველდღე ვხედავ სარკეში! ♥

ზადიგმა ხალხი ისე აღიქვა,როგორც სინამდვილეში არიან: მწერებად,ტალახის პატარა გუნდაძე რომ ერთმანეთს შთანთქავენ.

ცხოვრება მთას ჰგავს. სანამ აღმა მიდიხარ, მწვერვალს შესცქერი და შენი თავი ბედნიერად გეჩვენება. მაგრამ თხემზე რომ ახვალ, უცებ თვალწინ დაღმართი, დასასრული, სიკვდილი გადაგეშლება.მანამ წინ აღმართი გიდევს, ყველაფერი ნელა მიდის, ხოლო დაღმა რომ დაეშვები, ყოველივე სწრაფად მირბის. ( გი დე მოპასანი, “ლამაზი მეგობარი”)

ოცნებებს არა აქვთ სიმძიმის ძალა… (ერიხ მარია რემარკი, “ერთი სიყვარულის ისტორია”)

წერილი არ წითლდება.. (ციცერონი)

არა, ამქვეყნად არაფრის ძიება არ ღირს, ყველაფერი სიცრუეა! ყოველ ღიმილში მოწყენის მთქნარება იმალება, ყოველ სიხარულს წყევლა ახშობს, ყოველ სიამეს ზიზღი მოსდევს და თვით უმწველესი ამბორიც ბაგეზე მხლოდ უზენაესი ტკბობის მოუკვლელ წყურვილს ტოვებს… (გუსტავ ფლობერი, “მადამ ბოვარი”)

სიყვარული უეცრად ელვითა და ჭექით უნდა მოვარდეს, როგორც ზეციური ქარიშხალი, ცხოვრებას ერთბაშად რომ ესხმის თავს და ნებისყოფას ფოთლებივით შემოაძარცვავს, გულს კი უფსკრულისკენ მიაქანებს. (“მადამ ბოვარი”)

აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი. ♥ ,,პატარა უფლისწული”

მნიშვნელოვან საკითხებში ბატონები ადვილად თანხმდებით ურთიერთს შორის.ზორიერთი რამის გამჟღავნებას არასოდეს აპატიებთ საბრალო მსახურებს. (წითელი და შავი)

სიძულვილი ბიწიერებას,მუდმივი თაყვანისცემა სათნოებას. (წითელი და შავი)

ზღვა საიდუმლოს არავის უმხელს…….

შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაცივებული უნდა მიირთვა,მაშინაა გემრიელი. (მარიო პიუზო–”ნათლია”)

რატომაა თუ ტალღების შემხვედრად ცურავ,მუქლურჯად გეჩვენება,მოიხედავ უკან და ეს ფერები ქრება… (ადამიანი–ამფიბია)



№1  offline წევრი Firefly

ძალიან ვისიამოვნე კარგი იყო
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი maridb

კარგი ფრაზები იყო ნამდვილად<3^^
--------------------
♥Ты Mой Kайф♥

 


№3 სტუმარი ძანიან მაგარი იყო

ძალიან მაგარი იყო

]ძალიან მაგარი იყო[/quote]

უმაგრესი მაგარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent