RUN, ანუ არ გადაიქცე მარილის სვეტად
ვგიჟდები ისე მიყვარს ჩემს სახლში, სიმარტოვეში სეირნობა და ჩემთვის ნაცნობი ნივთების თავიდან თვალიერება. ასე მგონია, ჩემი სახელობის სახლ მუზეუმში ვიყო. აი ახლაც, დავდივარ და ყველაზე დიდ ყურადღებას ეგრედ წოდებულ, ჩემს „ლიტერატურულ კუთხეს“ ვაქცევ, სადაც სრული სიბინძურე და სიგარეტის კვამლია. თაროზე დადებული წიგნებიდან, მხოლოდ ხუთი –ექვსი თუ მექნება წაკუთხული, მაგრამ ჩემს სტუმრებს ყველაფერი სხვაგვარად გონიათ. რახან ფარდობითობის თეორიაზე რაღაც მსმენია, ფიქრობენ, რომ მინიმუმ სამასი წიგნი მაქვს წაკითხული. სიმართლე ის არის, რომ ფეისბუქზე იმაზე მეტ დროს ვატარებ, ვიდრე მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. სოციალურ ქსელს ერთი პლიუსი აქვს, იქ ჩაპრესილ ცუდს თუ კარგს, წამში ვისრუტავ. ფარდობითობის თეორიაც ფეისბუქის საშუალებით შევისრუტე. ასე რომ, მე იმდენად უსამქური ვარ, რომ უამრავი საქმე მაქვს. ფეისბუქი, ფიქრი, წარმოდგენები, წერა, ნუ ხანდახან ხატვაც. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, აი მაშინ მეწყება ნამდვილი, სულიერი დეპრესია. მხნეობა, ყველაფერს მოაგვარებდა. ესეც ჩემი უსაქმურობის ჟამი, როდესაც ჩემს სახლ მუზეუმში დავდივარ. საქმეს შევუდგეთ... შექსპირისეული სიყვარული... ჩემი რა მიდის, უსაქმურად ვარ და სიამოვნებით შევქმნი სახლს. მისაღები ოთახი და სამზარეულო, მგონი საკმარისია. მყუდრო სახლია და რაც მთავარია, ნათელი, ანუ დამთრგუნველი აურა ვერასდროს დაისადგურებს თუ რა თქმა უნდა რაღაც საშინელება არ მოხდება. სამზარეულო ევროპული დიზაინისაა... ნუ ხომ ხვდებით, ბარი, მოწესრიგებულობა და ა.შ. რა თქმა უნდა სახლს საძინებელი აქვს, მაგრამ ამის წარმოდგენაში დროის დაკარგვას არ ვაპირებ, მოვლენები მხოლოდ სამზარეულოში და მისაღებ ოთახში ვითარდება. მოკლედ, სახლში ყველაფერი თეთრია, აი, როგორც პროფესიონალურად გადაღებულ პორნო ფილმებში. მე კი უკვე ცხადად წარმოვიდგინე ეს მშვენიერი სახლი, რბილი დივნებით და შუშის მაგიდით, თქვენი კი არ ვიცი. ხო... დივანზე დავსვათ შავ თმიანი დიასახლისი... არა, წითელ თმიანი, მიუხედავად იმისა, რომ ეს სექსუალურობას ართმევს. წითელ თმიანი, ჭორფლიანი გოგონა, ასე ოცდახუთი, ოცდაექვსი წლისაა. ამოღებული ვარდისფერი მაისური აცვია, რომელიც მის პატარა, მკვრივ მკერდს, უფრო პატარად აჩენს, მაგრამ ეს არ ადარდებს, სტუმრებს არ ელოდება. ავადმყოფურად თეთრი კანი აქვს, იმიტომ, რომ ავადმყოფურად თეთრი კანი, მე მომწონს. სერი ელასტიკი თუ მაისურის შესაფერი ვარდისფერი კაბა? კაბა იყოს... თუ სახლის განათება პროფესიონალურად გადაღებულ პორნო ფილმს მომაგონებს, მაშინ კაბა იყოს. სახლში მარტოა. ფეხი ფეხზე აქვს გადადებული და მოდის ჟურნალს კითხულობს. ჟურნალის სახელს აუცილებლად გეტყოდით, მოდაზე ერთი სტატია მაინც თუ მექნებოდა წაკითხული, მაგრამ მოდი ასე იყოს, ჟურნალს „არაფერი“ ერქვას. ხოდა, წითელ თმიან, ჭორფლიან, კაბიან, სწორ ფეხებიან, მკვრივ მკერდიანი გოგონა, ჟურნალ „არაფერს“ კითხულობს, რომელიც მოდის საკითხებს არ ცდება. ახლა სახელი მოვიფიქრო... სახელი... მოდი იზაბელა ერქვას, როგორც ჩემს ახალ შეძენილ მეგობარს ჰქვია. იზაბელა... ოღონდ არა ჩემი მეგობარი, არამედ ახალ შექმნილი იზაბელა, კოკო შანელს ემხრობა იმ საკითხში, რომ მოდას მხოლოდ ისინი მიჰყვებიან, ვისაც საკუთარი გემოვნება არ აქვს, ამისდა მიუხედავად მოდაზე აფანატებს. ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს არ შეესაბამება იმის გამო, რომ შემოქმედებითი კრიზისი მაქვს... მაქვს თუ მჭირს, როგორც არის, რა. შემოქმედებითი კრიზისი კი არა, ლიტერატურისგან ისე შორს ვარ, როგორც თქვენ ყველა მონალიზას ორიგინალი ვერსიისგან. (არადა ისეთ ბედი მაქვს, რომელიღაცა წამკითხველი, პარალელურად მონალიზას აკვირდება.) ხო, ეს იქით იყოს... ხოდა, იზაბელა ჟურნალის კითხვას ამთავრებს, რადგან კარზე კაკუნია. კაკ,კუკ... არა, არა, ჯერ მის ქმარზე უნდა გავამახვილო ყურადღება. მოკლედ იზაბელას ქმარი გარდაეცვალა. დიახ, უკვე ორი წელია, ავტოკატასტროფაში. რომ გითხრათ კიდევ ისევ გლოვობს, როგორც მაგალითად ერთი წლის წინ –მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ ღირსეულად ატარებს ქვრივის სტატუსს და სექსი იმდენი ხანია არ ქონია, რამდენი ხანიც მისი ქმრის გარდაცვალებიდან გავიდა. ქმარს რა დავარქვა? მოდი საერთოდ არ გვინდა სახელი. ხოდა ის... გარდაცვლილზე გელაპარაკებით... ავტოკატასტროფის დროს ისე დაილეწა, იზაბელმა ძლივს იცნო. დასახიჩრებული სახე დაინახა და ატირდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ფიქრი იმაზე, ეს ჩემი ქმარია თუ არაო. ამ ტრაგედიის მიუხედავად, სულ რაღაც ერთ წელში მდგომარეობიდან გამოვიდა და მის სახლში ისევ შემოაღწია მზის ყველაზე ნათელმა სხივმა. მგონი მეგობრების დახმარებით გადაიტანა ეს ტრაგედია. ხოდა ახლა განვაგრძოთ... კარზე კაკუანია. კაკ, კუკ. იზაბელა კითხვას წყვეტს, სწრაფად დგება და შემოსასვლელ ოთახში, დაკიდული სარკის მეშვეობით თმას ისწორებს. ეს რას უნდა ნიშნავდეს? კარებს აღებს. მის წინ, ვიღაც დაკუნთული, საშინლად სიმფათიური ტიპი ჩნდება. ორივე იღიმის. უეჭველად ორივეს ერთმანეთი მაგრად მოეწონა. რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, ბიჭი ეუბნება: – პიცა მოგიტანეთ... – თუ როგორცაა რა. – დიახ... – იზაბელა იბნევა. ფულს აძლევს და მას, პიცას ართმევს. ახლა უყურეთ... უყურეთ კი არა, წაიკითხეთ. მოკლედ, ეს ამდენი სისულელე რატომ დავწერე... რატომ და მინდა, რომ დაფიქრდეთ. ქვრივი ქალი, სიმფათიური კურიეერი... მხოლოდ სიმფათიური კი არა, ძაააალიან სიმფათიური. მოიცა ჯერ კითხვა შეწყვიტეთ და წარმოიდგინეთ ძაააალიან სიმფათიური ბიჭი და არა, სიმფათიური ბიჭი. ახლა კი ვიფიქროთ, რა შეიძლება მოხდეს? ეს ხომ ისედაც კარგად იცით. კარგი, განვაგრძოთ. იზაბელა მადლობას უხდის პიცის მოტანისთვის და ემშვიდობება. კარებს კეტავს და შემოსასვლელ ოთახში დაკიდულ სარკეში, კიდევ ერთხელ ისწორებს თმას. ის პიცის შეთბობას ელოდება, მანამდე კი განაგრძობს ჟურნალ „ არაფრის“ კითხვას. აი ასე, მარტივად. და, რატომ გეგონათ, რომ მათ სექსი ექნებოდათ? შექსპირისეული სიყვარულიაო და ბარემ აქ ვარ. არ მომწონს ეს ხანგრძლივი ურთიერთობები და არაფრის მომცემი რომანტიკა. „ზრდასრულების პარტნიორობა“ ასე ვეძახი მე სრულყოფილ სიყვარულს, რომელიც გათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან. ნუ ხო, კარგია რომანტიკა ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ უეჭველად იცი, რომ შენი პარტნიორი სამარადისოდ შენი ერთგული იქნება, რაც დამერწმუნეთ არავითარ შემთხვევაში, არცერთ სიცოცხლეში მსგავსი არაფერი მოხდება. იზაბელისგან განსხვავებით, ჩვენ სხვანაირად მოვიქცეოდით „ძაააააალიან“ სიმფათიურ ბიჭთან, თუ გნევათ, გოგოსთანაც. იზაბელა იმიტომ მოიქცა განსხვავებულად, რომ მე მოვისურვე ასე. ის არ არსებობს, მე კი. მოკლედ, სადაც არ უნდა იყო, დაფიქრდი სად არის შენი პარტნიორი. სადაც არ უნდა იყო, დაფიქრდი სად ხარ შენ. სადაც არ უნდა იყო, დაფიქრდი რაზე ფიქრობს ის. სადაც არ უნდა იყო, დაფიქრდი რაზე გიფიქრია, ან რაზე ფიქრობ შენ. ხოდა, ადამიანური ბუნებაა მეთქი ვამბობ, ანუ ჩვენ ვერასდროს გადავაბიჯებთ ხორციელ სიამოვნებებს, რამდენიც არ უნდა ვიქადაგოდ, რამდენიც არ უნდა ვიბრძოლოთ. სადღაც რაღაცა ამოვიკითხე, რისი შინაარსიც ასეთი იყო: ადამიანი ყველაფერს სექსუალური ლტოლვის გამო აკეთებსო. თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ იმას, რომ ღალატი მხოლოდ სხვასთან სექს არ ნიშნავს, ესეიგი არარსებობს ადამიანი, ვინც ამ საკითხში „სუფთაა“ როგორც ასეთი. პატრიოტრამვა? და კიდევ ვინები არიან დედამიწის ტილები... პატრიოტები, რომლებზეც იმედი მაქვს, მოვა დრო და გადაშენდებიან. გადაშენდებიან, ანუ დედამიწა აუცილებლად იპოვის წამალს, როგორც ჩვენ ვპოულობთ, ყოველთვის. ყველაზე მეტად სამშობლოს გამორჩეულად სიყვარულსა და ქრისტიანობას ვერ ვუსაბამებ, მაგრამ ქრისტიანობაზე მერე იყოს. მოდი შევქმნი ვინმე პატრიოტ კაცს რა თქმა უნდა სტერეოტიპების დახმარებით. ვინმე ლადო, ოცდათხუთმეტ წელს გადაცილებული. ეამაყება თავისი თავადური გვარი და ოცდამეერთე საუკუნეშიც კი აქვს იმის ძალა, რომ დააფასოს უძველესი ტრადიციები. ორი ბოლოკით და უამრავი ღვინით, შეუძლია შესანიშნავი სუფრა შექმნას. (ბოლოკი ფორმალურად, თორემ მხოლოდ ღვინითაც შეძლებდა.) ეს არა მარტო მისი, ქართველების უმეტესობის ნიჭიაცაა. მაგრამ ჯერ–ჯერობით მხოლოდ ლადოზე გადავერთოდ. ცხოვრობს დედასთან. მისი საყვარელი დღესასწაული აღდომაა, გულის სიღრმეში კი ახალი წელი ურჩევნია, რადგან ახალ წელს, რელიგიური შებოჭილობისგან თავისუფლდება. რა თქმა უნდა ამას არასდროს იძახის. ამაზე ფაქტებმა მიამბო. მესამე სადღეგრძელოს პატრიარქს უძღვნის, მეოთხეს კი მიცვალებულებს. რა თქმა უნდა მიცვალებულებზე არ ჩერდება და საბოლოოდ ისეთი მთვრალი აღმოჩნდება ხოლმე, მეოთხე სადღეგრძელოში მოხსენიებულ ზაზა პაპას ემსგავსება. არ არწყევს ბევრს, რადგან ორგანიზმი მიეჩვია რამდენიმე სახეობის ღვინის ერთად მიღებას. ეზიზღება ნარკომანები. უყვარს ღვინო, ქალები და დუდუკი... თუ როგორც არის. ქალის მიმართ დიდი პატივისცემით გამოირჩევა, მაგრამ ეს მხოლოდ სუფრაზე. ხო, ეს ყველასათვის ცნობილია. მოსწონს ის ლექსი... ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. მაგრამ მისი ცოლი ლამაზი არ არის. ამ ლექსში კარგად ჩანს ლადოსნაირი ქართველების დაუკმაყოფილება. ლადო, შეძლებულია. გენდერული თანასწორების განვითარებას არავითარ შემთხვევაში არ შეუწყობს ხელს, ამას ურჩევნია მოკვდეს. საკუთარი თორმეტი წლის შვილი, თავისივე ხელით მიაბრძანა ბორდელში. მადლობა ღმერთს სიმშვიდეა, მაგრამ ცოტა დაძაბულობა ჩავაგდოთ და ომი მოვაწყოთ. ვინ გვებრძოლება? ჯანდაბას, ისევ რუსეთი. ლადო ნერვიულობს. ნერვიულობს. ნერვიულობს და ბოლოს, ბილეთებს ყიდულობს ამსტერდამის მიმართულებით... უკეთეს შემთხვევაში კი მაგრად თვრება და ომში მიდის, მაგრამ იქ გამოფხიზლებული შარვალში ისვრის. საბოლოოდ ლადოს ვერ გაუგია რისთვის იბრძვის... ან რავიცი, ალბათ იცის კიდეც, რომ სამშლობლოსთვის ისვრის დაჟანგულ კალაშნიკოვს. ამავდროულად მინდა შექვმნა ჩემთვის სრულყოფილი ადამიანი, რომელსაც ვარქმევ მეს. მე არარის პატრიოტი, რადგან ის ქრისტიანია. ჩამოყალიბებიდან საკუთარ თავს კითხვა დაუსსვა, იესომ რა გვასწავლაო და მალევე მიხვდა. მან ერთიანობა გვასწავლაო. ნუ... ხო, სულიერი ცხოვრება უფრო წინ დააყენა ვიდრე ხორციელი. მეს ყველა გლობალური დღესასწაული უყვარს, განსაკუთრებით ახალი წელი და ჰელოუინი... თუმცა სხვა არც ახსენდება. სადღეგრძელოები სძულს, რადგან ყოველთვის შეუძლია თქვას ის, რასაც ფიქრობს და ამაში ერთი ჭიქა ღვინო ან არაყი საერთოდ არ სჭირდება. არ უყვარს ღვინო. გლობალიზაციის მომხრეა. არცერთი ქართული ტრადიცია არ მოსწონს, განსაკუთრებით თამადის ადგილის დამკავებელი, მთელი რესტორნის ღვინის დამლევი კაცები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას სიამაყის თვალით უყურებენ. ომი რომ დაიწყოს წავა, მაგრამ არა სამშობლოს გამო, არამედ სიმართლისათვის, ადამიანისათვის. სამშობლოს სიყვარული, ეს იწვევს დაუნდობელ ომებს. დიახ, მე დედამიწელი ვარ, შესაბამისად დედამიწაზე მომხდარი ნებისმიერი ტრაგედია მტკივა. ჯანდაბას საქართველო, თუ ის სასტიკია. დიახ, ლამაზი ბუნება გვაქვს, სადაც ჩვენი წინაპრები სიყვარულის გამო ლინჩის წესით გვასამართლებდნენ. ასევე მოუსვლელში გაგვემგზავრებინა ეს არაფრის მომცემი ბუნება, თუ ჩვენ ისევ ისეთივეები დავრჩებით. „მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ და „გვინდა ხევსურს გავყვეთ ცოლადო.“ მერედა, წადით, გადაიკარგეთ, ტყუილად რომ აბინძურებთ ასე ვთქვათ განვითარებულ ადგილებს. ვან გოგის ერთ წარბიანი მუზა... რაც შეეხება ქართველ ხელოვანებზე მხოლოდ ერთს ვამბობ ხოლმე: ვან გოგის ერთ წარბიანი მუზა, სახატავი რვეული, ან ვირტუალური ფურცლები და... ხელოვნება მზადააა! შეგიძლიათ გამოიწმინდოთ. ქართველი პოეტების არ იყოს, მეც შევიშალე, მაგრამ მათგან განსხვავები მე პროზას ვქმნი სიტყვების რახარუხის გარეშე. ის როგორ იყო? ძვირფასო მარიამ... კარგი რა, კარგი. ისე, ტერენტი კი გვყვავდა, გრანელი... პური ჩვენი არსობისა, არ მოგვცე... სანამ ჩემი სახლ მუზაუმის თვალიერება არ მომბეზრებია, მინდა ქრისტეზეც ჩავაგდო ერთი ორი სიტყვა. რელიგიები მძულს, მაგრამ ამისდამიუხედავად მე ქრისტიან ვარ. ახლა ძალიან ვფრთხილობ, არ შევცდე–მეთქი, მაგრამ მაინც ვიტყვი რა მგონია მე ქრისტე და თვითონ ქრისტიანობა. მოდი, ქრისტიანობა გვერდზე გადავდოთ... გადავდოთ კი არა, მოვისროლოთ, რადგან თანამედროვეობამ და უფრო მეტად წარსულმა, ეს ჭეშმარიტება ისე დაასახიჩრა, ვერ გავიგებთ რა არის სიმართლე და რა არა, ამიტომ მხოლოდ ქრისტეთი შემოვიფარგლოთ. ქრისტე... ეს არ არის ღმერთი, ეს მეგობარია, ეს მეორე მეა. ქრისტე... ეს არ არის რელიგია, ეს ფილოსოფიაა, ეს სწავლებაა იმისა, თუ როგორ ვიცხოვროდ სწორად. ჩემი რამდენიმე სიტყვიანი ლოცვა: იესო, თუ არარსებობ, ჩემს გამო მაინც იარსებე. ანუ ქრისტე არის ის ერთადერთი ღმერთი, ვინც თავის ღმერთობას უარყოფს და ჩვენთან მეგობრობას ცდილობს. ამიტომაც მომწონს ის. ის არ გავს მინიშნებების მოყვარულ ზევსს. ის არ გავს მრავალ ხელიან კრშნასს. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ერთ ვიტყვი, არარსებობს ღმერთი, რომელსაც თქვენ იცნობთ, ანუ არარსებობს ვიკინგების, მაიას ტომელების, ქართველების, ამერიკელების, აფრიკელების ღმერთი. ღმერთი ერთია და მოგეხსენებათ ადამიაანის აღქმის უნარიანობა მრავალი. ხოდა აქ ვიკარგებით. ყველაფერი ჩვენ ვართ. ჩვენ ვქმნით იმას, რაც გვინდა. აბა ახლა შევხედოთ ქრისტიანებს... როგორ განსხვავდებიან ქრისტესგან, არა? ხატები, ანუ კერპები. რიტუალები. თავის შეზღუდვები. არადა ქრისტე ერთადერთი ღმერთია თუ არ ვცდები, რომელიც სრულ თავისუფლებას ქაგადაგებს... მაგრამ თავისუფლება არ ვიცით რა არის. სადღაც ამოვიკითხე, თავისუფლება საკუთარი თავის კონტროლიაო. ყველაზე მეტად „ქრისტიანულ ხრიკებს“ ვერ ვიტან, გახდომარხვა და ა.შ. მე ვხედავ... სულ შევიშალეთ. იმდენად შევიშალეთ, რომ ჩვეულებრივ სიგიჟეს ვნატრობთ, ეს ხომ თქვენც იცით, არა? ხომ გინდათ სიგიჟე, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობთ, თუ რატომ. აბა, ნორმალურმა ადამიანმა რატომ შეიძლება ინატროს შიზოფრენიით გამოწვეულ გრძობებზე? ჩვენ შევიშალეთ, უკვე დიდი ხანია. ახლა ჯობია დრო გავაჩერო და თითქმის ყველაფრის დანახვა შევძლო... მე ვხედავ... მზეს არა, უსახლკარო გაყინულ კაცს. მე ვხედავ, როგორ ირგებთ მელანქოლიკი ადამიანის ნიღბებს თქვენ, ბედნიერები. მე ვხედავ, მხოლოდ მოდის გამო როგორ გინდათ სადღაც... მაგრამ აქ ხართ. მე ვხედავ, როგორ ყიდის უჩინარი გამყიდველი, ასევე უჩინარ ნიღბებს. მე ვხედავ, ინდიგო ვარ. მე ვხედავ, მხოლოდ იმ პოეტებს, ვინც ჩემს მდგომარეობას აღწერენ. მე ვხედავ, უსასრულობა ჩემს ნეკა თითზე პატარაა. მე ვხედავ, მოღალატე ხალხს. მე ვხედავ, ყველას წვიმა გიყვართ, მაგრამ ამ წვიმიან ამინდში, არავინ არ არის გარეთ, ზაფხულის დღეებისგან განსხვავებით. მე ვხედავ, კლასიკაც შეგყვარებიათ. მე ვხედავ... მოდი იმას დავინახავ, რაც მე მინდა, ანუ მთები ინგრევა. მხოლოდ ევრაზია კი არა, გალაქტიკები ინგრევა. ჩვენ, არასასიამოვნო ორგანიზმებს სამყარო გვიშორებს. RUN, RUN, RUN, ანუ ღმერთი მოგვდგომია და გაიქეცი, უკან მოუხედავად, თორემ მარილის სვეტად გადაიქცევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.