შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მესმის თვითმკვლელი ქალების...

9-01-2016, 00:04
ავტორი Anna)))
ნანახია 2 347

არ ვიცი ამ ნაწერს ვინმე თუ წაიკითხავთ ბოლომდე , არც ის ვიცი რა შთაბეჭდილებას დატოვებს ეს ნაწერი თქვენზე, უბრალოდ მე ამაზე ვფიქრობდი მთელი დღე და ეს უნდა მეთქვა, რადგან ვერ შევინახავდი ამ სათქმელს მხოლოდ ფიქრებში. ვეცადოთ უფრო ჰუმანურები ვიყოთ და არ განვდევნოთ ის ადამიანები ვისაც ჩვენი გვერდით დგომა ჰაერივით სჭირდება.
P.S გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ ნაწერის შესახებ.

მე მესმის თვითმკვლელი ქალების ..
**
მე მესმის თვითმკვლელი გოგონების, ყულფს რომ მოირგებენ და თხელ, ფარფატა სხეულს ჩითის კაბასავით დაკიდებენ გასამზეურებლად. მე მესმის თვითმკვლელი გოგონების , რომლებშიც არსებული მთელი სიყვარული ჩაკლეს უმოწყალოდ, რომლებშიც ამოსული წრფელი გრძნობები გადათელეს მინდვრის უწყინარი ყვავილებივით, ვისი თვალების უფსკრულებიც ცრემლებით ამოავსეს და მთელი სიცოცხლის წყურვილი დამარხეს მათში, მე მესმის მათი ვისაც ფრთები დააცალეს, ვისაც გაფრენა სურდა და მიწაზე მიაჯაჭვეს, მე მესმის იმ გოგონების რომლებიც ღამ-ღამობით სახეზე ბალიშაფარებულნი ტიროდნენ, რათა დედას არ გაეგო მათი ტირილი. მე მესმის იმ გოგონების ვენებს რომ იხსნიდნენ და თბილი სისხლით ითბობდნენ ხალხისაგან უარყოფილ, გაყინულ გულს. მათი ვინც სიყვარულს უანგრაოდ გასცემდა და სანაცვლოდ სულში ჩაფურთხებას იღებდა, ვინც გულს უხსნიდა ყველას და სამაგიეროდ ტალახიანი ფეხებით გადათელილ გულს იღებდა. მე მესმის მათი ვინც დღესა და ღამეს ტირილით ასწორებდა და წერდა, წერდა დაუღალავად, კალიგრაფიაშეცვლილი , რომ საკუთარი სიგიჟე წერით გაენეიტრალებინა, ვინც დადიოდა ქალაქში სამი ზომით დიდ სვიტრში გახვეული, სახეზე ღიმილიანი ნიღბით და ყურსასმენებში იმ სიმღერას უსმენდა რომელიც ყველა ტკივილს ახსენებდა. მე მესმის მათი ვინც მეთექვსმეტე სართულიდან ეზიარა თავისუფლებას , ვინც ვერ გაკვალა საკუთარი გზა, ვინც გაჩუმდა და გადაუარეს, ხმა ამოიღო და დასაჯეს, ვინც -შეიყვარა და უღალატეს , ვინც ენდობოდა და უორგულეს. მე მესმის თვითმკვლელი გოგონების , მათ სიცოცხლე უნდოდათ , მათ სიყვარული უნდოდათ და ეს არ აპატიეს. ჰო და , გაფრინდნენ .
მე მესმის აბორტგაკეთებული ქალების (ყველასი არა), ვინც თავისი პირმშო დაბადებამდე მიაბარა უფალს , ვისაც უხაროდა საკუთარ სხეულში სხვა გულისცემაც მაგრამ ვერ მიადეს თავი გულისცემის მოსასმენად შვილის პაწაწინა მკერდს, მე მესმის მათი სოციუმის აზრის გამო ‘’შვილმკვდარ’’ ‘’დედებად’’ რომ იქცნენ, რომ ბრბოს მისთვის ტალახი არ ეცხო, რომ სულიერად არ გაენადგურებინა. მე მესმის მათი, რომლებმაც მუცელშივე ჩაიკლეს უამრავი ღიმილის მიზეზი და მერე მთელი ცხოვრება აჩრდილად დასდევდა საკუთარი ვერ(არ)დაბადებული შვილის ტირილის ხმა, ვინც ვერ დაარწია შვილის რძისფერი აკვანი მხოლოდ იმიტომ რომ სიკვდილამდე ეშინოდა ადამიანების რომლებიც მისი გამობერილი მუცლის შემხედვარე ბო*ად შერაცხავდნენ, მის შვილს კი მომავალში აბუჩად აიგდებდნენ. მე მესმის იმ ქალების რომლებიც უქმროდ დარჩენილნი ორსულნი ხტებოდნენ ხიდებიდან მდინარეებში, ვისაც უნდოდა შვილის მოფერება, ბედნიერება , სიცოცხლე და ეს არ აპატიეს.
მე მესმის აბაზანაში სისხლისგან დაცლილი მეძავეების, რომლებსაც სურდათ რომ მათში ღირსეული ქალი ეპოვა ვინმეს, რომლებიც ჩვეულებრივი ქალებიდან იქცნენ სხეულით მოვაჭრეებად, ვის სხეულიც თავიდან არ იკარებდა მამაკაცის ხელს , შემდეგ კი მათ უხეშ ხელებში დნებოდა. მე მესმის იმ ქალების ვინც სამართებელი აილესა ცოდვებით დაბერილ ვენებზე, ვისი ვენებიდან მჟონავი სისხლიც მთელს ოთახს მოედო. ვინც ვერ ისწავლა სწორედ ცხოვრება და ვისაც არავინ დაუდგა გვერდით , ვინც დაკარგა ყველა და ყველაფერი , ვერ შეძლო განათლების მიღება და დაადგა არასწორ გზას, ვისაც სოციუმი ზიზღით უყურებდა მხოლოდ იმიტომ რომ მეძავი იყო , ვისაც აფურთხებდნენ, ყველაფერს კადრებდნენ და არ მიიჩნდევდნენ ქალად. ვისაც ისევე როგორც ბეწვის ქურქებში გახვეულ, კეკლუც ქალებს სურდათ ცხოვრება უზრუნველად, მაგრამ არ გამოუვიდათ, ვინც აცდა ჭეშმარიტებას და დაეცა, ვისი უფლებებიც ბოლომდე დაარღვიეს, ვისაც სურდა რომ მისთვისაც ეკითხათ ‘’როგორ ხარ?’’ , ‘’ხომ არ გცივა’’ , ‘’მომიყევი შენს შესახებ’’, ვისაც სურდა რომ კაცი მასთან ლოშინით კი არა, საუბრით დაღლილიყო, ეამბნა მისთვის თუ რაოდენ კარგი იყო ცხოვრება სხეულით ვაჭრობის გარეშე, ვისაც სურდა რომ მასში ის უმანკო ქალი ენახათ როგორიც წლების წინ იყო, როდესაც გააჩნდა ყველა და ყველაფერი. მათ ეს ვერ მიიღეს და მათი სისხლით შეღებილი წყალიც შეუერთდა მოხმარებისთვის გამოუსადეგარ წ....ბს. მათ სურდათ სიცოცხლე, მათ უნდოდათ ეცხოვრათ ადამიანურად , მათაც სურდათ ბედნიერება და ეს არ აპატიეს.
მე მესმის მოწყალებისმთხოვნელი თვითმკვლელი ქალების, რომელთა სულიც ერთვის სამხრეთის თბილ ქარებს. მათი ვინც ხურდა ფულისთვის მთელი დღე დადიოდა მეტროსადგურებსა და ქუჩებში, რათა თავისი შვილები ერჩინა, ვისაც სურდა ემუშავა მაგრამ უმუშევარ ქვეყანაში არა თუ სამსახური იშოვა , არამედ ის მცირეოდენიც დაკარგა რაც გააჩნდა, ვინც სოციუმმა მხოლოდ იმიტომ შეიზიზღა რომ დახეული, უსიფთაო ტანისამოსი ეცვა და მათ მსგავსად არ ეპკურა შანელის ხუთი ნომერი სუნამო, მე მესმის მათი ვინც უსახლკაროდ დარჩენილი ღამეს გვირაბებში ათევს, ვინც წაიქცა და ფეხით გადათელეს, ვინც პურს ითხოვდა და სცემეს , ვინც კვდებოდა და ექიმის დახმარების იმედიც არ ჰქონდა, რადგან კაპიკი ფული არ ეყარა გახეულ ჯიბეებში. მე მესმის მათი ვისმა სულებმაც დატოვეს ყინვისგან დაშაშრული სხეული, ვინც ტიროდა და გვერდით ერთი მშველელიც არ ედგა. ვინც არ მოიპარა მაგრამ შეიზიზღეს, ვინც მუხლებზე იდგა და წააქციეს , ვინც მოკვდა უადამიანოდ და საფლავის ქვაც არ აღირსეს. მათაც სურდათ სიცოცხლე, ბედნიერება , ისე ცხოვრება როგორც სოციუმის თითოეული წევრი ცხოვრობს, მაგრამ არ აპატიეს.
მე მესმის თვითმკლელი პატიმარი ქალების, ვინც ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდა რომ სხვისი დანაშაული დაბრალდა ან წვრილი დანაშაულის გამო წლობით აღეკვეთა თავისუფლება, ვინც ბო*ად იმიტომ აღიარეს რომ საპატიმროში გაატარა თუნდაც რამოდენიმე თვე, ვინც სოციუმმა გარიყა მხოლოდ იმიტომ რომ მათგან განსხვავებით ისე ვერ იცხოვრა როგორც უნდოდა, ვინც თავი მხოლოდ იმიტომ მოიკლა რომ არ გამოსდიოდა საზოგადოებაში ინტეგრირება და მარტოობისთვის იყო განწირული. მათაც სურდათ სიცოცხლე, მათაც უნდოდათ ბედნიერება და ეს ვერ აპატიეს.
მე მესმის თვითმკვლელი ქალების, ანდაც ვცრუობ და ვერ მესმის ბოლომდე, რადგან მეც ვეკუთვნი იმ სოციუმს ცხელი ყავით ხელში მოწყალებისმთხოვნელის წინ რომ გამივლია და ჯიბეც არ მომიფხეკია ხურდის საძებნად, მეც ვეკუთვნი იმ ადამიანებს მეძავეების შემხედვარეს რომ გულიანად გადამიკისკისებია, ვისაც არ სწამდა რომ გოგონები სიყვარულისთვისაც იკლავდნენ თავს, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს ეს... მეც შემიხედავს პატიმრისთვის ცივად და გვერდი ამივლია მისთვის. არ ვიცი რატომ , მაგრამ ჩემი ეს საქციელები ყველაზე ამაზრზენია , ვგონებ. წყალსაც წაუღია აზრი :’’ რას იფიქრებს ხალხი’’, წყალსაც წაუღია ის საზოგადოება სადაც მათივე წევრებს ანათემა მხოლოდ იმიტომ მოუწყეს რომ ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ მათ კრიტერიუმებს. წყალსაც წაუღია ყველაფერი რაც გვაშრებს ადამიანობას.
მე მესმის თვითმკვლელი ქალების...
ანა ზეიკიძე

№1  offline წევრი kantelashvili

sruliadgetanxmebi((((

№2  offline წევრი brooklynbaby

გამარჯობა,წავიკითხე შენი ნაწერი და აღფრთოვაბენული ვარ შენი წერის სტილზე, მარამ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა ბევრი რაღაცის მიმართ. მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ სუიციდზე,აბორტზე, გაუბედურებულ ადამიანებზე, რომლებიც ხსნად მხოლოდ თვითმკვლელობას მიიჩნევენ, იმ "მათხოვრებზე",რომლებიც ახლაც გარეთ არიან და დღედაღამ ხელი აქვთ გამოწვდილი არარსებულის მისაღებად. მე არმესმის არცერთი მათგანის და ვერც ვერასდროს გავიგებ ერთი უბრალო მიზეზის გამო მე არ ვარ მათ ადგილას, მე არმაქვს ის გამოცდილი რაც მათ გამოიარეს. მე ვერასოდეს გავუგებ ვერცერთ მომავალ მშობელს,რომელიც თავის მუცელშივე ჩაკლავს ახალ სიცოცხლეს, თავის შვილს. არაქვს მნიშვნელობა რა მიზეზიც არ უნდა ქონდეს, ეს არის ის ერთადერთი რამ რის გამოც განკით, ხვა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მასაც არ ვითაკილებ.

მე არ მესმის მათი, მაგრამ ყველა ადამიანია და არავინაა შეუცდომელი, ყველას გვეშლება და კიდეც ბევრი შეგვეშლება, მარამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატიება, სიყვარული, სითბო. დავივიწყოთ ამპარტავნება, სიძულვილი და ერთმანეთშ დახმარების ხელი გავუწოდოთ. რეალობაში ყველა დაბრავებულია და მემინდა რომ ისეთ საქართველოში და ისეთ მსოფლიოში ვიცხოვროთ სადაც ის პრობლემები არ იქნება რაზეც ვილაპარაკეთ. ამისთვის კი მხოლოდ ღმერთის რწმენაა საჭირო. ირწმუნებ მას და თავისთავად შემოვა შენში სიყვარული, არ დაბრმავდება, არ ჩავარდები სასოწარკვეთაში და ყოველთვის გეცოდინება, რომ ღმერთი არასოდეს დაგტოვებს მარტო. მერე კიდე არმგონია რამე სისულელე გააკეთო.

პ.ს ამის თქმა არმინდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის "არ გეწყინოს". რამდენი წლის ხარ მაინტერესებს :)))

№3  offline წევრი Anna)))

brooklynbaby

პირველ რიგში მადლობა რომ წერის მანერა მოგეწონა.
რა თქმა უნდა. ყველაფერში არ უნდა მეთანხმებოდე და ეს ბუნებრივიცაა, მე არ ვემხრობი სუიციდს, აბორტს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამ ნაწერით იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ ,სოციუმი ვკლავთ სიცოცხლეს როცა ვრიყავთ მათ ვინც არ არის ჩვენიანი ჩვენგან,როცა არ ვუწვდით ხელს. სანამ დავწერდი ავღნიშნე რომ მეტი ჰუმანურობა გვმართებს, უფლის რწმენაც უმთავრესია რომ შევძლოთ ბევრი რამის გათვითცნობიერება, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, თუ რატომ არ უნდა ვუწოდოთ უხამსი სიტყვა ქალს რომელსა არ ყავს ქმარი მაგრამ ორსულადაა , ქალი რომელმაც დაკარგა ყველაფერი და მეძავობას "მიჰყო ხელი" და ა.შ. აქ ქალებზე ვთქვი რადგან მენტალიტეტი ისეთი გვაქვს მაინც ქალი იჩაგრება ხშირად.
ასაკს რაც შეეხება 18 წლის ვარ, და ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? :))<3

kantelashvili
sruliadgetanxmebi((((

მიხარია, თუ მეთანხმები ))
--------------------
ა.ზეიკიძე

№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ,,დავიკიდოთ" საზოგადოება და ისე გავაკეთოდ რაღაც რაც ჩვენ გვინდა.. რატომ არ ესმით რომ ქალი ძლიერი არსებაა, მაგრამ მას საზოგადოება ჩაგრავს, საზოგადოების მსხვერპლი ხდება... მე მესმის თვითმკვლელი ქალების...

№5  offline წევრი Anna)))

terooo
ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ,,დავიკიდოთ" საზოგადოება და ისე გავაკეთოდ რაღაც რაც ჩვენ გვინდა.. რატომ არ ესმით რომ ქალი ძლიერი არსებაა, მაგრამ მას საზოგადოება ჩაგრავს, საზოგადოების მსხვერპლი ხდება... მე მესმის თვითმკვლელი ქალების...

შეიძლება , ერთხელ მაინც არა, ბევრჯერ შეიძლება ,სულ შეიძლება.. რამდენი მსხვერპლი ჰყავს ხალხის აზრს ვინ იცის, რამდენს მოუსწრაფეს მორალური თუ ფიზიკური სიკვდილი. სამწუხაროდ )) მეც მესმის
--------------------
ა.ზეიკიძე

№6  offline წევრი ელლ

პირველ რიგში , მინდა აღვნიშნო , რომ ძალიან კარგად გეწერება. მესიამოვნა , რომ ლექსების გარდა , პროზასაც არაჩვეულებრივად წერ. რაც შეეხება წამოჭრილ თემას, მთავარი პრობლემა საზოგადოებასა და ინდივიდს შორის ხიდჩატეხილობაა. საქმე ისაა , რომ თანაგრძნობის უნარი აღარ შეგვრჩა უმეტესობას და გაგებას, განკითხვას ვამჯობინებთ. ისიც გვავიწყდება , რომ ადამიანი, უკლებლივ ყველა უფლისწულია, ამიტომ განსაკუთრებულია თავისი არსით. თუმცა ჩვენ ზედმეტი ამპარტავნობისა და ქედმაღლობის გამო თავი სხვებზე უკეთესებად წარმოგვიდგენია, მაგრამ კაცმა არ იცის თვითმკვლელი ქალების ადგილას ჩვენ როგორ მოვიქცეოდით. გმადლობ ამ თემას რომ შეეხე და ასე კარგად გადმოეცი შენი შეხედულება, განსაკუთრებით ბოლო ნაწილს ვუერთდები, მეც ბევრჯერ შემინიშნავს საკუთარ თავში მსგავსი დამოკიდებულებები მათ მიმართ.

№7  offline წევრი Anna)))

.... ...

დიდი მადლობა ) მიხარია თუ მოგეწონა. მეც მაგას ვამბობ, რომ ადამიანებმა ადამიანის სახე დავკარგეთ, გავავრცელეთ ზიზღი, დავივიწყეთ ურთიერთპატივისცემა,თანადგომა, სიყვარული. მე არ ვლაპარაკობ ზოგადად , მე ჩემს თავსაც ვგულისხმობ რაღაც დოზით და რადგან ამაზე დავფიქრდი შესაბამისად ვეცდები საკუთარი თავისა და დამოკიდებულების გამოსწორებას...
ჩვენ? ალბათ, ჩვენც მარტივ ან ზედმეტად რთულ გზას,თვითმკვლელობას მივმართავდით, რადგან რამდენიც არ უნდა ვიძახოთ რომ ხალხის აზრი არ გვანაღვლებს,მაინც გულზე ეკლად გვესობა ხალხის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ და არა მხოლოდ ჩვენს მიმართ ))
--------------------
ა.ზეიკიძე

№8  offline წევრი ელლ

მომწონს მე შენი აზროვნება და მიხარია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებს გვიჩნდება სურვილი ბევრი რამის შეცვლისა. მგონი დროა მართვის სადავეები ავიღოთ ხელში და განვაახლოთ დედამიწა :-) :-)

№9  offline წევრი Anna)))

.... ...
მომწონს მე შენი აზროვნება და მიხარია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებს გვიჩნდება სურვილი ბევრი რამის შეცვლისა. მგონი დროა მართვის სადავეები ავიღოთ ხელში და განვაახლოთ დედამიწა :-) :-)

მთავარია მოვინდომოთ და გადავასხვაფერებთ ყველაფერს , მთავარია ჩავკლათ ჩვენში ყოველივე არაადამიანური და შევცვალოთ საკუთარი თავი ..
პ.ს დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ნაწერებს :*
--------------------
ა.ზეიკიძე

№10  offline წევრი brooklynbaby

[quote=Anna)))][quote=brooklynbaby]გამარჯობა,წავიკითხე შენი ნაწერი და აღფრთოვაბენული ვარ შენი წერის სტილზე, მარამ გამიჩნდა პროტესტის გრძნობა ბევრი რაღაცის მიმართ. მეც ძალიან ხშირად ვფიქრობ სუიციდზე,აბორტზე, გაუბედურებულ ადამიანებზე, რომლებიც ხსნად მხოლოდ თვითმკვლელობას მიიჩნევენ, იმ "მათხოვრებზე",რომლებიც ახლაც გარეთ არიან და დღედაღამ ხელი აქვთ გამოწვდილი არარსებულის მისაღებად. მე არმესმის არცერთი მათგანის და ვერც ვერასდროს გავიგებ ერთი უბრალო მიზეზის გამო მე არ ვარ მათ ადგილას, მე არმაქვს ის გამოცდილი რაც მათ გამოიარეს. მე ვერასოდეს გავუგებ ვერცერთ მომავალ მშობელს,რომელიც თავის მუცელშივე ჩაკლავს ახალ სიცოცხლეს, თავის შვილს. არაქვს მნიშვნელობა რა მიზეზიც არ უნდა ქონდეს, ეს არის ის ერთადერთი რამ რის გამოც განკით, ხვა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მასაც არ ვითაკილებ.

მე არ მესმის მათი, მაგრამ ყველა ადამიანია და არავინაა შეუცდომელი, ყველას გვეშლება და კიდეც ბევრი შეგვეშლება, მარამ ჩვენ უნდა ვისწავლოთ პატიება, სიყვარული, სითბო. დავივიწყოთ ამპარტავნება, სიძულვილი და ერთმანეთშ დახმარების ხელი გავუწოდოთ. რეალობაში ყველა დაბრავებულია და მემინდა რომ ისეთ საქართველოში და ისეთ მსოფლიოში ვიცხოვროთ სადაც ის პრობლემები არ იქნება რაზეც ვილაპარაკეთ. ამისთვის კი მხოლოდ ღმერთის რწმენაა საჭირო. ირწმუნებ მას და თავისთავად შემოვა შენში სიყვარული, არ დაბრმავდება, არ ჩავარდები სასოწარკვეთაში და ყოველთვის გეცოდინება, რომ ღმერთი არასოდეს დაგტოვებს მარტო. მერე კიდე არმგონია რამე სისულელე გააკეთო.

პ.ს ამის თქმა არმინდა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის "არ გეწყინოს". რამდენი წლის ხარ მაინტერესებს :)))[/quote]
პირველ რიგში მადლობა რომ წერის მანერა მოგეწონა.
რა თქმა უნდა. ყველაფერში არ უნდა მეთანხმებოდე და ეს ბუნებრივიცაა, მე არ ვემხრობი სუიციდს, აბორტს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამ ნაწერით იმის თქმა მინდოდა რომ ჩვენ ,სოციუმი ვკლავთ სიცოცხლეს როცა ვრიყავთ მათ ვინც არ არის ჩვენიანი ჩვენგან,როცა არ ვუწვდით ხელს. სანამ დავწერდი ავღნიშნე რომ მეტი ჰუმანურობა გვმართებს, უფლის რწმენაც უმთავრესია რომ შევძლოთ ბევრი რამის გათვითცნობიერება, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, თუ რატომ არ უნდა ვუწოდოთ უხამსი სიტყვა ქალს რომელსა არ ყავს ქმარი მაგრამ ორსულადაა , ქალი რომელმაც დაკარგა ყველაფერი და მეძავობას "მიჰყო ხელი" და ა.შ. აქ ქალებზე ვთქვი რადგან მენტალიტეტი ისეთი გვაქვს მაინც ქალი იჩაგრება ხშირად.
ასაკს რაც შეეხება 18 წლის ვარ, და ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა? :))

ძალიან კარგი.. უბრალოდ დამაინტერესედა რადგან შენი ნააზრევი კარგად გქონდა დაწერილი <3

№11  offline წევრი Anna)))

გასაგებიაა <3 მადლობა
--------------------
ა.ზეიკიძე

№12  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent