ორი ერთში
„მე უკეთ ვიცი!“ ზუსტად მაშინ იყო ხელი რომ ავარტყი და სახლიდან წამოვედი. გაგიჟდა ჩემი დედამთილი, რატომო, რისთვისო, რა დაგიშავაო. მეც ჩვეულებრივად ვუპასუხე, რომ ჩემთან ერთად Prodigy-ს კონცერტზე წამოსვლა არ უნდოდა და დილითაც ტუჩების ნაცვლად შუბლზე მკოცნიდა. კინაღამ გიჟის ხალათი გადამაცვეს ჩემებმა, ასეთი ოჯახიო, აწყობილიო, უზრუნველყოფილიო, ინტელიგენტიო. ბინაზე და მანქანაზე რომ გადავიდნენ იქიდანაც წამოვედი. ხელი არავისთვის ამირტყამს, რატომ - არ ვიცი. მერე ყველაფერი გავყიდე და ეს პატარა კუნძული ვიპოვნე. ფასდაკლება იყო, თორემ რას ვიყიდდი. ხოდა, მომწონს რა. ჩემს დედამთილს პატარა პალმა გავუგზავნე, დედაჩემს - ერთი ბოთლი ოკეანის წყალი, ჩემს ქმარს - ჩემი ტოპ-ლეს სურათი Prodigy-ს კონცერტიდან. მერე ჩემი საყვარლის კატერით მთელი ოკეანე მოვიარე და ყველა კუნძულის პლაჟზე გვქონდა სექსი. ერთგან, „დაჟე“, ორჯერაც. იმხელა ქირა გადაგვახდევინეს კატერის სადგომზე, ნეტავ, სამჯერ რატომ არ გვქონდა?! მერე სტრიპტიზის ცეკვაც მასწავლა და საერთოდ ძალიან ელასტიკური გავხდი. აღმოჩნდა, რომ ვარ დომინანტი, ექსპერიმენტატორი და ზოგადად, ყველაფერი ძველის მიმართ საშინელი აგრესია მაქვს. მოკლედ, კარგი ტიპი აღმოვჩნდი რა. იმ დღესაც, მესამე კლიენტის მაგიდაზე ავდიოდი საცეკვაოდ ჩემმა ქმარმა, რომ დამიძახა: - მოწესრიგდი, ოპერაში მივდივართ! ვგიჟდები ოპერაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.