სიყალბე ირგვლივ
დღე მშვიდი, ემოცია ცვრიანი, სიყალბე ირგვლივ. თითქოსდა არაფრით განსხვავებული საღამო იყო. ჩემი სოფლის გაცვეთილ ქუჩას მივუყვებოდი, სიო ნაზად ეხვეოდა ახლად აყვავებულ ხეებს. ჩემი ფიქრები სულ სხვაგან იყო, სადღაც უფრო შორს, ჰორიზონტს მიღმა გადაკარგული.სოფელი სხვანაირი სულ სხვანაირი მეჩვენებოდა თითქოს რაღაცის ეშინოდა.. ძალიან უდროოდ ან პირიქით ძალიან დროულად ქალის განწირული, ცრემლნარევი ხმა გავიგე, ბუნება გამოაფხიზლდა შიში სევდამ, ტკივილმა შეცვალა.. ოცამდე ახალგაზრდა ბიჭი გამეტებით ურტყავდა ერთმანეთს. ქალები ამაოდ ცდილობდნენ მათ გაშველებას. ჩხუბი არ წყდებოდა, ვხედავდი როგორ გადაიქცა რამდენიმე, ერთი შეხედვით უბოროტო ყმაწვილი უკონტოლებელ ბრბოდ. სულებს შორის ბრძოლა უკანასკნელმა, საბედისწერო ჩარტყმამ დაასრულა. ბრბო გაიშალა შუაში კი ახალგაზრდა ასე 27-28 წლის ტანმაღალი ბიჭი ჩაიკეცა და მიწას შეერწყა. წამი გაიყინა, ირგვლივ სიცოცხლე გაჩერდა აღარც ის სიო ქროდა მე რომ ასე მამშვიდებდა. მხოლოდ გაყინულ თვალებს ვხედავდი, მათში არაფერი იკითხებოდა. ამ დროს კუთხეში მიმალული ბოლო ამოსუნთქვა დამალვას ცდილობდა, ცდილობდა არ მიკარებოდა ახალგაზრდა ყმაწვილის ჯერაც თბილ სხეულს. მაგრამ ამაოდ, ადამიანმა არ დაინდო და აბა ამოსუნთქვას რაღა უნდა მოვთხოვო? საბოლოოდ მაინც დაეწაფა უმანკო სულს, მაინც გახდა მისი სულის განაჩენი.სოფელში სადაც ყოველთვის ბავშვების ჟრიამული ისმოდა, სადაც სტუმარი ღვთის იყო სტუმრად სიკვდილი შემოუშვეს.. როგორ შეეშალათ? როგორ დაუშვეს სიკვდილისთვის მიეყიდათ სული... „ ხალხო, აღარ აღარ სუნთქავს“ ბრბოდან ჩუმი ხმა გაისმა. ბიჭი დაიღუპა. მისი სხეული ასე ახლოს იყო, მაგრამ სული იყო უკვე ძალიან შორს... ამ ყველაფერს მანქანას ამოფარებული მისი პატარა შვილი ხედავდა, ხედავდა როგორ მოსპო ადამიანურმა გულგრილობამ მისი მამის სიცოცხლე. ბავშვი თავიდან ბოლომდე კანკალებდა , ცრემლიანი თვალები კი გულისკენ იძროდა, ტკივილით სავსე გულისკენ. იმ დღეს პირველად მივეცი ემოციას თავისუფლება, განა შემეძლო მისი შეკავება?! ცრემლი თავისით წყდებოდა თვალებს. თვალებს რომელმაც ნახა ის რაც არასდროს დაავიწყდებოდა. ჩავიკეცე, ისე ჩავიკეცე როგორც წუთების წინ აი ის ბიჭი და მხოლოდ მაშინ დაუბერა იმ სიომ, ოღონდ ძალიან ძლიერად.. თითქოს იგრძნო, განიცადა.. მეტი არაფერი მახსოვს ან იქნებ არც ამის გახსენება იყო საჭირო.. იქნებ მეც ისე უნდა გავჩუმებულიყავი როგორც დანარჩენები? გადავქცეულიყავი ყრუდ, მუნჯად, ბრმად და ყველაფერი უბედური შემთხვევისთვის მიმეწერა.. ვითომ? მე კი მგონია ეს იმ კაცის ნათქვამს გავს ყველაფრის რაღაცისთვინ ან ვიღაცისთვის გადაბრალება რომ სჩვევია... ვუყურებდი უძრავ სხეულს და ვფიქრობდი რომ სწორედ აი აქ გაწყდა ზღვარი სიკვდილ სიცოცხლეს შორის და განსხვავებად დარჩა მხოლოდ ის რომ ჩემი სხეული მიწის ზევით დაბორიალობს, მისას კი მიწის ქვეშ უპოვია სამყოფელი. და სული? ჩემი სული ჯერაც ცის ქვევიდან გაჰყურებს ჰორიზონტს.. დიახ ჰორიზონტს რომლის მიღმაც მისი სულია....
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.