შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მ ე ე რ თ ა დ ე რ თ ე ბ ი!

24-01-2016, 02:11
ავტორი Be_the_ONE
ნანახია 1 865

ღამეა... ცივი და თბილიც...აი, ზუსტად ისეთი, როგორც ახლა ვგრძნობ თავს... ხანდახან, მგონია, რომ შენც ისევე იკარგები ჩემს თვალებში, როგორც მე... შენც მხედავ მე და არა მხოლოდ მე.... ხანდახან კი ისეთი სიცივეა, რომ ყველაფერს ჩემს ფანტაზიის უნარს ვაწერ.... იქნებ, ასეცაააა..... და მაინც ამ წუთას ყველაზე და ყველაფერზე მეტად მენატრები.... იცი, როგორ მინდა უფლება მქონდეს ჩაგეხუტო და აი ასე უსასრულობაში ჩავიძირო.... ალბათ, დღეს შენი მონატრება ყველაზე რთულია, თითქოს ამ წამს, ამ წუთას ვიაზრებ რომ შენ,ჩემთვის, ყველა შორეული ხარ, მაგრამ მე ჩემკენ გექაჩები, მეახლობლები... სისულელეა არა?!...იცი, მიზიდულობის კანონი როცა გავიარეთ, უბრალოდ ფიზიკის წესი იყო, რომელზეც მსმენოდა, მაგრამ ვერ ვიაზრებდი.... ახლა, ახლა კი მგონია რომ შევისსხლოხრცე ეს განცდა, ხანდახან მინდა რომ სულ პირველი წამიდან ამოგშალო ჩემი გულიდან, გონებიდან, ჩემი „მე“-დან, ის ღამეც, როცა პირველად მოგკარი თვალი და სულ სულ ყველაფერი.... მაგრამ .... ეს აზრი გაფიქრებულიც არ მაქვს რომ უკვე კვდება, უკვე ვიფიტები მე... იცი, რა ძნელია გხედავე და არ შემეძლოს ჩაგეკრა, შენს თვალებში ჩავიძირო, გაგანდო ყველა ჩემი განცდა სულ სულ პირველი წამიდან... ძნელია, როცა რაღაც სამუდამოდ გულში გაქვს და ვერაფერს ვერ აკეთებ.... იცი, როგორ მშურს შენი? .... იცი, რა? ის რომ ბიჭი ხარ... სასაცილო არა უცხო თვალიდან?.... სულ რამდენიმე წამით წარმოიდგინე რა რთულია, გეძვირფასებოდეს ვინმე და იცოდე, თითოეული შენი მისკენ გადადგმული გარკვეულწილად შენ დაგამცირებს, უთავმოყვარეო ადამიანად წარმოგაჩენს... აი, ბიჭმა კი რომ თავისი სიყვარულისთვის ბოლომდე იბრძოლოს, ყველაფერი გააკეთოს, მისგან პირიქით გმირულ საქციელად აღიქმება და უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულებად. უცნაურია არაა ? თითქოს ორივე გრძნობებს შეუპყრია და ერთის საქციელი საამაყოა, მეორის სასირცხვილო.... ხანდახან ისიც მინდა, რომ სულ ყველაფერი, სიამაყეც და სწორი მოქცევაც დავივიწყო და ვიბრძოლო შენთვის.... ალბათ, ამაზე გამბდაობა არასდროს მეყოფა....იცი, კიდევ რას ვერ ვხვდები, მე რატომ მეერთადერთები, ჩემი სულის ნახევრად გხედავ, თუკი ჩვენი ერთმანეთისთვის არ ვართ გაჩენილი.... თუ კი შენი მეორე მე სხვაა და ჩემი სხვაა, მაშინ რატომ, რატომ მგონია სულის ტკივილამდე რომ შენს გარდა უბრალოდ ვერავის ვერ შევხედავ, სულ სულ ვერავის ვერ შევიყვარებ იმის მეათასედი ნაწილითაც კი, როგორც შენ.... რატომაა ამდენი გაუგებარი, არეული რამ ჩემს გარშემო?... და მაინც, შემოგხედავ თუ არა, სულ ყველა აზრი მიფრინდება და მარტო შენ გხედავ.... იცი, როგორ მინდა ჩემი გულის წაკითხვა შეგეძლოს, რომ იგრძნო თუ რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის.... შეიგრძნო, ჩემი გრძნობა შენდამი.... დღევანდელმა დღემ უკვე მერამდენჯერ გაიელვა ჩემს გონებაში და მაინც ვერ ვხვდები, რა იყო რეალური, შენი მზერა მონაკვეთებში, რომლებშიც თითქოს სითხო იკითხებოდა თუ სულ ბოლო წამები, როდესაც მე შენკენ მოვდიოდი, შენ კი ვერც მხედავდი.... და მაინც, შენი ერთი თბილი(თუ ჩემი მოგონილი?!) მზერა იმ ტანჯვად ღირს, რასაც სულ მუდამ ვგრძნობ.... ოთხი თუ ხუთი წელი გავიდა შენი პირველად გაცნობიდან და რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვგრძნობ შენდამი უსაზღვრო გრძნობას..... ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ ვერავის ვერასდროს ვერსად ვერ ეყვარები ჩემსავით..... სულ ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემს გულში დარჩები...იცოდე, რომ ჩემი იმედი სულ სულ მუდამ გქონდეს.... ღმერთმა დაგიფაროს და ოდესმე, განსაცდელში მარტო რომ აღმოჩნდე, თუნდაც დამნაშავე იყო და სულ ყველამ დაგტოვოს, იცოდე, რომ მე შენთან ვიქნები, შენთან ერთად გავივლი შენს სირთულეებს თუნდაც ამ გზას უფრსკრულამდე მივყავდე შენ და შენთან ერთად მეც... მე შენ არ მიყვარხარ, გიკვირს არაა, ჯერ გეფიცე, ახლა კი გადავფიცე?.... იცი, ეს სიტყვა უბრალოდ ზედმეტად უბრალოა ჩემი შენდამი გრძნობების გამოსახატავად.... შენ უბრალოდ ჩ ე მ ი ს უ ლ ი ს ნ ა წ ი ლ ი ხ ა რ, ე რ თ ა დ ე რ თ ი! გსმენია, მაჭავარიანის ლექსი „ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ“?..... ყველაფრის მიუხედავად, მე მიხარია, რომ გიპოვნე... შორს ხარ, მაგრამ ჩემთვის სულ ყველაზე ახლოს.....

№1  offline მოდერი sopiko

შენ?! მარიამ, ახლა კი მართლა გასატყეპი ხარ! სად დაიკარგე? როგორ ველოდი შენ ისტორიებს... და არამარტო მე! გთხოვ, გირჩევ, მოვითხოვ! აუცილებლად გააგრძელე!
ახლა რაც შეეხება ჩანახატს! მე ბევრჯერ მითქვამს, რომ შენ ხარ უ-ნი-ჭი-ე-რე-სი! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით... მე ვგრძნობ შენი გულიდან წამოსულ სიტყვებს... შენი სულიდან გადმონაშთ ფრაზებს! და თითოეულ ამ ნამუშევარში ჩაქსოვილ ტკივილს ვითავისებ!
შენ ამ ნიჭს ფრთების გაშლის, გაფართოების საშუალება უნდა მისცე! ეს გრძნობები ქვეყანას უნდა მოადო!
წარმატებები ჩემო გოგო, ტკბილო და საყვარელო ♥

№2  offline წევრი Be_the_ONE

sopiko

სოფიკო სიმართლე გითხრა ვეღარც ვიფიქრებდი, რომ გახსოვდი :( "მი სი მალატ"-ის მუზა თუ განწყობა, სამწუხაროდ, ისე გამიფრინდა, რომ რამე რომ დავწერო იძულებით, ზუსტად ვიცი ის ემოცია ვერ იქნება, რისი გადმოცემაც იმ ისტორიით მინდოდა :( :( :(
მადლობა ჩანახატთან მიმართებაში, გუშინ ისე ვგრძნობდი თავს რომ მხოლოდ ეს, წერა და განცდების ნაწილობრივი გადმოცემა თუ მიშველიდა ♥
გაგახარებ და გეტყვი რომ როგორც კი არდადეგები დამეწყება უნიში, ერთ ისტორიას, რომლის იდეაც დიდი ხანია მაქვს ფურცელზე გადმოვიტან და სრულად ავტვირთავ ;)
მი სი მალატ სოფიკო ♥

№3  offline მოდერი sopiko

Be_the_ONE

მესმის შენი, რადგან მეც გამომიცდია ''უმუზობა'', ''უდროობა'' და მსგავსი საშინელებები... ძალიან მეწყინა, რომ ვეღარ აგრძელებ... ველოდები მაგ ''სრულადსაც'' და კიდევ ერთ რომანს თავებად love მი სი მალატ! ხო, თუ საიდუმლო არ არის პირადში ან აქ შენი ასაკი მომწერე და კიდევ თუ შემეძლება შენი სოციალურ ქსელში მოძებნა...

№4  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent