შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი


29-01-2016, 10:02
ავტორი mako-makako
ნანახია 13 140

როდესმე სული გტკიებიათ?ისე რომ ყვირილი გდომებიათ მაგრამ არ შეგძლებიათ. როდესმე ისე გტკიებიათ სული რომ ყველანაირი ტკივილი გადაეფარა?ეს სულ სხვა ტკივილია,არცერთი ფიზიკური ტკივილი მას არ შეედრება,ახლოსაც კი არ მოვა საერთოდ.ეს არის ენით აუღწერელი ტკივილი,რომელსაც განიცდი და ეს სამუდამოა, შეიძლება მივიწყებას მიეცეს დროთა განმავლობაში მაგრამ სამუდამოდ შენს სულს დაღად დააჩნდება და არასოდეს გაქრება იქიდან.ყველაზე მტკივნეული იცი რა არის როდესაც ეს სულის ტკივილი,ეს ჭრილობა შენი საყვარელი ადამიანის მიერ არის მოყენებული რომლის შეხორცება ძალიან ძნელია.ძნელი კი არა შეუძლებელია.ეს მუდამ შეგახსენებს თავს და თავიდან დაიწყებს ჭრილობაც გახსნას.გტკივა სულის შეძვრამდე.ტკივილამდე,ყვირილამდე და ვაი რომ ამის გამგონი არავინა,ვაი რომ არავის შეუძლია ტკივილის შემსუბუქება.ეს აუტანელია,საუსაძლისია,გგონია რომ ამას ვერ გაუძლებ,ამას ვერ გადაიტან და ამით ცხოვრება დასრულდა,მაგრამ ყველაზე უარესი წინ გელოდება,ყველაზე საშინელება ჯერ ეხლა იწყება.გიწევს ამ ტკივილით ცხოვრება და იმის გაცნობიერება რომ ცხოვრება გრძელდება იმის და მიუხედავად შენ გტკივა თუ გიხარია.თან უნდა იცხოვრო ისე რომ თავი არავის შეაოდებინო და თავაწეულმა მხიარულად განვლო ცხოვრება.არ უნდა აგრძნობინო რომ შენ სული მოგიკლეს,გაგანადგურეს,გადაგიარეს,გაყინული ხელები აფათურეს შენს სულში და იმდენად მწარედ მოუჭირეს რომ ლამისაა ხელებში შემოეფშვნათ.მაგრამ ეს მისთვის არაფერს არ ნიშნავს შენ ხომ არ აგრძნობინებ რომ გეტკინა,რომ გაგანადგურა,რომ გადაგიარა და შენში ის ადამიანობა,ის სიყვარული ჩაკლა რომელიც გამოძრავებდა, რომელიც გაცოცხლებდა,რომელიც სიცოცხლს გიხალისებდა და ლაღ ადამიანად გაქცევდა.მაგრამ არა დამთავრდა ყველაფერი და ყველაზე მტკიუვნეული თვალთმაქცობაა,მოტყუებაა თითქოს არაფერი მომხდარა თითქოს ყველაფერი ძველებურადაა,არც სიყვარულში და არც ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა,მაგრამ შენ ხომ გრძნობ რომ ისევ ისე აღარაფერია,გიყვარს მაგრამ ეს სიყვარული უდიდეს ტკივილს გაყენებს.გტკივა არა გული არამედ სული.ნათქვანია სიტყვით მიყენებული ჭრილობა ფიზიკურ ჭრილობაზე უარესიაო.ენით დაკოდილ ადამიანს გული არადსოდეს გაუმთელდება.ეს ენაა რომ გვაშორებს ადამიანებს,ეს ენაა რომ არ გვაძლევს მშვიდად ცხოვრების უფლებას,ეს ენაა სწრორედ ის დამღუპველი რომელიც ადამიანებს სულს უმწარებს.ერთხელ ნასროლ სიტყვას უკან ვეღარასოდეს დააბრუნებ,მაგრამ შემთხვევით და ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვას კიდევ მოეძებნება გამართლება მაგრამ გამიზნულად ნასროლი სიტყვა ეს უკვე გულიდან ამოსული სიტყვაა რომელიც სამუდამოდ დაღს ასვამს შენს სულს,შენს გულს,შენს ცხოვრებას. მაგრამ უკვე ძველებურად აღარაფერი იქნება,უკვე ძველებურად ვეღარ იქნები ის ვინც იყავი და ვინც სამომავლოდ უნდა ყოფილიყავი.სულის ტკივილი აუტანელია, გინდა რომ იყვირო,იწივლო გული მოიოხო მაგრამ ვაი, რომ არ შეგიძლია ან რომ შეგეძლოს კიდეც მაინც არაფერი შეიცვლება წამიერი სიმსუბუქის გარდა.ფაქტი ისევ ფაქტად დარჩება.ისევ გააცნობიერებ რომ შენ სული გატკინეს,რომ შენზე არ იფიქრეს იმ დროს როცა ამ სიტყვებს ამბობდნენ,როცა ამას აკეთებდნენ როცა ასე განადგურებდნენ.მტკივა სული მტკივა,ცხოვრებაში ასეთი განცდა არასოდეს მქონია, არასოდეს მიგრძვნია თავი ასე დამცირებულად,უსარგებლო ნივთივიტ ნაგავში გადაგდებულივით ვგრძნობ თავს რომლის ბედიც არავის აინტერესებს.რომელიც მხოლოდ უსულო საგანია და ის ასეთ მოპყრობას იმსახურებს.შეიძლება მოვიდეს დრო,მიხვდეს თავის დანაშაულს და იგრძნოს კიდეც თავი დამნაშავედ მაგრამ დარწმუნებული ვარ არასოდეს აღიარებს,სიამაყე არ მისცემს ამის უფლებას.სიამაყეს და სიჯიუტეს მისცემს უფლებას რომ სიყვარულზე გაიმარჯვოს და არ ათქმევინოს ის სიტყვები რაც საჭიროა.მაგრამ მაინც არაფერი შეიცვლება მისი სიტყვებით,ვერანაიი ბოდიში და ვერნაირი პატიების თხოვნა ვერ უსველი სულის ტკივილს რომელიც სამუდამოდ აპირებს შენს სხეულში ცხოვრებას და ფესვების ღრმად გადგმას, ცრემლებს რა აზრი აქვს,უკვე აღარ მომდის,გაშრა გაქრა.ჩემს თვალზე ცრემლი აღარ კიაფობს და არც არასოდეს აკიაფდება ისე მძაფრად როგორც ეს იყო,როგორც ეხლა ვგრძნობდი არასდეს დამავიწყდება მაგრამ ეხლანდელი სულის ტკივილი მაინც განელდება მაგრამ დავიწყებას არასოდეს მიეცემა.ძნელია გტკიოდეს სული და თავი გეჭიროს ისე თითქოს ყველაფერი იგივეა,თითქოს არასოდეს უტკენიათ შენთვის.მტკივა ძალიან მტკივა და არ ვიცი რითი გავიყუჩე ეს ტკივილი...



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

მეგონა ჩემზე წერდი. ჩემი ტკივილი სააშკარაოზე გამოიტანე. იმდენად მტკიოდა შენი სიტყვები. არა გატყუებ არ მტკიოდა რადგან ტკივილზე უარესია ეს გრძნობა. როცა სიცარიელეს გრძნობ. ძლიერი იყავი. გაიღიმე ხვალ ახალი დღე იწყება

 


№2  offline წევრი mako-makako

terooo
მეგონა ჩემზე წერდი. ჩემი ტკივილი სააშკარაოზე გამოიტანე. იმდენად მტკიოდა შენი სიტყვები. არა გატყუებ არ მტკიოდა რადგან ტკივილზე უარესია ეს გრძნობა. როცა სიცარიელეს გრძნობ. ძლიერი იყავი. გაიღიმე ხვალ ახალი დღე იწყება

მხოლოდ ის გაიგებს ამ ტკივილს ვისაც გამოუცდია,ვისაც ეს უგრძვნია რადგნ ეს ყველაზე საშინელი გრძნობაა,საშინელი განცდაა.ყველას ვუსურვებ რომ ეს არასოდეს გამოეცადოს.მართალია ხვალ ახალი დღე იწყება და ჩემი სვილების,ჩემი ოჯახის გამო უნდა გავიღიმო უნდა ვიცხოვრო და ველოდო ყოველ ახალ დღეს ღიმილით.შენც იგივეს გეტყვი რომ გაიღიმე..მადლობა რომ გესმის ჩემი... love
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№3 სტუმარი ucnobi

martalia is visac ar stkenia verasodes gaigebs azrs tu ra sashinelebaa tkivili.tkivili ara gulis aramed tkivili sulis.tkivili cxovrebis.

 


№4  offline წევრი mako-makako

ucnobi
martalia is visac ar stkenia verasodes gaigebs azrs tu ra sashinelebaa tkivili.tkivili ara gulis aramed tkivili sulis.tkivili cxovrebis.

გეთანხმები,ეს ტკივილი ყველაზე საშინელი და ენით აუღწერელია.ეს არის დამანგრეველი ტკივილი რომელიც ადამიანს შიგნიდან ჭამს და ანადგურებს..
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№5 სტუმარი ruska

ძალიან მომეწონა <3 ძალიან ძნელია როცა სულში ხელებს გიფათურებენ და არ ფიქრობენ იმაზე შენ გტკივა თუ არა :(((მე დღეს ცრემლები მისველებს სახეს და თითქოს გული აღარ მიცემს

 


№6  offline წევრი mako-makako

ruska
ძალიან მომეწონა <3 ძალიან ძნელია როცა სულში ხელებს გიფათურებენ და არ ფიქრობენ იმაზე შენ გტკივა თუ არა :(((მე დღეს ცრემლები მისველებს სახეს და თითქოს გული აღარ მიცემს

ძნელია და ყველაზე აუტანელიც,რადგან ცდილობენ შენს სულში ჩაიხედონ და ის ჭრილობები არად ჩააგდონ.
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№7  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart disappointed

 


№8  offline წევრი mako-makako

kakulia
მომწოოოოოოონს kissing_heart disappointed

Madlobaaa
--------------------
,,ცხოვრება ტალღაა რომელსაც თუ არ ჩაჰყევი აუცილებლად ჩაგითრევს.''

 


№9 სტუმარი ინა

საშინელეება როდესაც გულს კი არა სულს გტკენენ,იმდენადბძლიერი ტკივილია ყველაფრის აზრს და მიზანს გაკარგვინებს.. გტკივა და ვერ იყუჩებ ამ ტკივილს..

 


№10 სტუმარი Nako nako

Dro kvelapers akuchebs da ise mdzapi agaraa rogorc tavidan,magram tkivili koveltvis gagaxsendeba.guls ki vin gvtkens ? Vinc gvikvars

 


№11  offline წევრი NI-NI

როგორ აიტანე?როგორ შეეგუე? მე სული მემსხვერვა....ვიფშვნები....ვცარიელდები...ვპატარავდები
მეტკივილება არსებობა მეტკივილება..

 


№12  offline წევრი Melusi

ვაი რომ ძალიან კარგად მესმის და ვაი რომ ეს ყველაფეი სულის გავლით გულამდე აღწევს

 


№13 სტუმარი სტუმარი abc

ძალიან მძიმეა ჩემთვის შეველიო ადამიანს, რომელთან ერთადაც წარმომედგინა მთელი ცხოვრება. თუმცა, ყველაფერი ამ გზით მიდის დღეს. ჩემი გადაწყვეტილება ჰაერიდან არ მოსულა, ბევრი იმედგაცრუება ახლავს თან, ბევრი გულისტკენა და ცრემლები...

სული და გული შეიძლება ყველაზე მეტად გატკინოს შენთვის სწორედ ძვირფასმა ადამიანმა, რომლისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი. იმდენად არ წარმოგიდგენია, რომ ეს დარტყმა ერთიანად გიტევს, განგრევს, გშლის ფაქტიურად. ყოველდღე ცდილობ ხელახლა წამოდგე, დფები, მაგრამ იგივე ვერ ხარ სამწუხაროდ. რაც მოხდა, ვერ წაშლი. ხელახლა მთელი გულით და სულით ვერასდროს შეძლებ ყოფნას, შეხედავ და გულის სიღრმეში გაგახსენდება, თუ რამხელა იმედგაცრუება გამოგავლევინა, ნერვები გეშლება ძალიან, იწყებ ფიქრს რამდენად კარგად შეიძლება ყველაფერი ყოფილიყო, მაგრამ არ იყო, ამაშია საქმე. თითქოს იმედს კარგავ ცხოვრების, ნამდვილ სიყვარულზე გეცვლება აზრი, უფასურდება თითქოს ყველაფერი გარშემო.

მტკივა ყველაფერი შიგნიდან, მაგრამ უკვე შევეგუე ამ განცდასთან ერთად ცხოვრებას, სხცა გამოსავალი არც მაქვს. ამხელა ჩემი ცხოვრების ისტორიის ნაწილს ვემშვიდობები. უკვდავი უნდა ყოფილიყო ეს სიყვარული, ბედნიერების საწინდარი, თუმცა არ ყოფილა ამ ცხოვრებაში ყველაფერი სამართლიანი. როგორ შეიძლება ადამიანს მიუძღვნა მთელი გული, სული, მთელი არსებიღ იყო მასთან და ამას აღიქვამდნენ თითქოს არც არაფერი მომხდარა განხაკუთრებული და ზურგი გაქციონ ერთხელ, ორჯერ, ბევრჯერ?! სრულიად გამოუსადეგარ გაფორმებად გაქციონ, რომელსაც ხმის ამოღების უფლებაც არ აქვს, მოგატყუონ, თვალებში ნაცარი შეგაყარონ. გაგიმეტონ ისე, რომ ამ დონემდე მიხვიდე და შემდეგ პატიება გთხოვონ. მანამდე თვითონ არ გითვალისწინებდა და ეხლა შენ ისევ ის უნდა გაითვალსწინო, მისცე მე-100-ე შანსი. ისევ შენ უნდა იბრძოლო, კიდევ ერთხელ მოკვდე, გაცოცხლდე. ესე არ შეიძლება!!!

მშვიდობით ოდესღაც ჩემთვის ყველაზე დიდო სიყვარულო!

 


№14 სტუმარი მკვდარი პოეტი

ყოველტკივილში თავად ხარ დამნაშავე, არასდროს მისცე ნება გატკინონ, გტკენს ისვისაც სულთან მიახლოვების საშუალებას აძლევ, არ მისცე ნება და არ გეტკინება!!!

 


№15 სტუმარი სტუმარი მერი

მტკივა რაა? სული!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent