ცხოვრებისეულ სპექტაკლებს შორის
ცხოვრებისეულ სპექტაკლებს შორის ჩემმა ცხოვრებამ გამოანათა და უსასრულოდ ჩაკარგულ როლში ვცილობდი რაღაც სიმართლის პოვნას.... უიმედობით გადაღლილი ცხოვრების ლაბირინთში უგზოუკლოდ ჩაკარგული დავიარებოდი და თან ვფიქრობდი.. რაზე ან ვისზე? არვიცი ცხოვრებაზე, სიყვარულზე ან და იქნებ სიკვდილის აჩრდილზე ჩემს ნაკვალევს რომ ეფარება და გონია ვერ ვამჩვნევ მის სიახლოვესს.. არა გეთაყვა ცდებით, მწარედ ცდებით მე შენს სუნთქვას ვგრძნობ შენი უხმო ლაპარაკიც კი მესმის.. გაგიჟდაო ამბობენ.. ვინ იცის იქნებ თუმცა სიგიჟე ჯობს სიყალბეს.. ამბობენ გიჟი თავისუფალიოა. რა ჯობია თავისუფლებას.. არა ისევ ცდები ვიცი სხეულით თავისუფალი ვერვიქნები აბა როგორ როცა ყოველ ნაბიჯზე ხაფანგებს მიგებ.. იცი? ! სულით ვარ თავისუფალი, ფიქრებით და აზრებით ვარ თავისუფალი... ვიცი ვერ გამიგებთ სასაცილოა არა მეც არმესმის თქვენი. გუშინ ფანჯრიდან გავყურებდი ნაცრისფერ ქუჩას და ამ ერთფეროვნებაში მოხუცი კაცი მოაბიჯებდა.. ტანსაცმელზე ეტყობოდა კარგიცხოვრება არუნდა ქონოდა.. ნაოჭებსაც არდაზარებიათ მის სახეზე ადგილის პოვნა, სციოდა, კანკალებდა და მეც შემცივდა სულში დამიბერა ნაცნობმა ქარმა.. ისე ნელა მიუყვებოდა გზას ალბათ არავინ ელოდა, იქნებ არრც არავინ ყავდა, რომ დალოდებოდა. მაგრამ არა ახლა უკვე მე შევცდი მას გვერდით პატარა ეზოს ძაღლი მისდევდა.. ეზოსი არა ამ კაცის იყო და აი ეს კაციც ამ ძაღლის იყო .. ერთმანეთის მეტი არავინ ყავდათ.. ძაღლი კოჭლობდა ფეხი ქონდა ნატკენი, კაციც კოჭლობდა სული სტკიოდა, დრომ არდაინდო, არც ადამიანმა დაინდო არა სულ არავინ.. თვალები დავხუჭე მაგრამ ცრემლები მაინც ვერ შევაკავე მაინც გამომეპარნენ აღარ ქონდა მათ შეჩერებას აზრი და თვალებიც გავახილე მაგრამ აღარც კაცი და აღარც ის ძაღლი ჩანდა, გამეცინა ოღონდ ეს უკვე ტკივილის სიცილი იყო.. ახლა მათ ხშირად ვხედავ.. სულ ერთად დადიან ადამიანი და ძაღლი. ხშირად ცხოველში უფრო მეტი ადამიანობაა.. ახლა მეგობარო ისევ გეცინება, ისევ გგონია ვერ გამჩვნევ შენ ისიც არიცი ყველგან, რომ ხარ და მაინც ცხოვრება მშვენიერია, არა გატყუებთ დამპლურია მაგრამ ამ სიდამპლეშიც რაღაც მაინც მშვენიერია...
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.