მინდა გავიქცე, სადღაც შორს...
წვიმისგან დასველებულ ქვაფენილს მხოლოდ ჩემი ნაბიჯები აპობს... მივდივარ და არ ვიცი სად, რისთვის ან თუნდაც ვისთან... გაუაზრებლად მივდივარ და ვაკვირდები გარემოს. ხალხი მოჟამული სახით დაიარება. მიკვირს, თუ არ გიხარია ცხოვრება უკმაყოფილო მაინც რატომ დადიხარ... რაც ღმერთმა გიწყალობა იმას უნდა დაკმაყოფილდე... მაგრამ ჰო! სულ დამავიწყდა რომ ახლა მე ადამიანზე ვლაპარაკობ, მტაცებელზე შეუბრალებელ და ყველაზე გაუმაძღარ არსებაზე მსოფლიოში... ერთადერთი რაც ყოველთვის გულით მსურდა ჩემი ოცნების ოთახი იყო. ოთახი სხვენში... სასაცილოა, მაგრამ ჩემთვის სანატრელი. წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი სახლი, რომელსაც შენი ხელით მოწყობილი სხვენი ამშვენებს. ადიხარ კიბეებზე, თითქოს საიდუმლოებით მოცულ სამყაროში მიაბიჯებ. სხნი კარებს და ძველი წიგნების და ხის სუნი ისე გეცემა, როგორც ჩასაფრებული არწივი მსხვერპლს... შემდეგ შედიხარ ოთახში და ამ სუნსაც ეგუები და შენეული ხდება სულ რაღაც წამის მეასედში. ათვალიერებ გარემოს... სამკუთხედი ჭერი, რომელიც ხისაა, როგორც იატაკი. ,,კედელში“ არც თუ დიდი სარკმელი შემჯდარა ღრმად და ოთახში გაფანტული სუსტი სინათლეც სწორედ აქედან იფანტება. სარკმლის გვერდზე საშუალო ზომის მოწესრიგებული საწოლი დგას, რომელიც ერთი ადამიანისთვის ცოტა დიდიც კია. მასზე გადაფარებულია უზარმაზარი შავი გადასაფარებელი, რომელიც თავად ჩემი გაფორმებულია... კუთხეებში პატარა ბუები ამშვენებს დანარჩენ ადგილებში ლამაზი ოქროსფერი ორნამენტები ამშვენებს, მისი ფოჩები კი იატაკს ეფერება. საწოლის თავთან პატარა ადგილი უკავია ტუმბოს, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე უბრალოა უბრალოთა შორის, მაგრამ ის რომ აიღოს ვინმემ შეიძლება ამ ოთახში ვეღარც შემოვიდე, რადგან თვალს მნიშვნელოვნად მოაკლდება. საწოლის თავთან სასიამოვნო განათების ბრაა, რომლის წვერსაც საწოლიდანვე იოლად მიწვდები. ეს ჩემთვის ასმაგად კომფორტულია, ვიდრე ყველაზე ძვირადღირებული ჭაღი ფუფუნებისთვის... სარკმლის მეორე მხარეს ფიცრებისგან არაპროპორციულად შეკრული თაროა. მხოლოდ ერთ განყოფილებას ამშვენებს ჩემთვის ძვირფასი ადამიანების და ჩემი ბავშვობის სურათები, ისინი ხომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ეპიზოდებიდანაა... დანარჩენი არც თუ ისე პატარა სივრცე წიგნებს უკავია, რომლებიც ჩემთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანნი არიან, ვიდრე ზოგი ადამიანი. თითო წიგნი მინიმუმ ორჯერ მაინც მაქვს წაკითხული, მაგრამ მსიამოვნებს მათ სამყაროში თითოეული მოგზაურობა, რადგან მათი სამყაროდან ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ემოციებით ვბრუნდები. ოდნავ გაცრეცილ იატაკს დაახლოებით საწოლს ზომის ძალიან ფუმფულა ხალიჩა ფარავს, სადაც მგონი საწოლზე დიდხანს ვწევარ და ჭერს ვუყურებ, ხანაც ახალ სამყაროში დავაბიჯებ და ხან ჩემი სულის მკურნალ ჰანგებს ვუსმენ. ჩემს ირგვლივ მუდმივი ყველაზე ხმაურიანი სიწყნარე და ყველაზე მოწესრიგებული ქაოსია... ჩემი სხვენი კიდევ იმიტომაც მიყვარს რომ როცა წვიმს ყველაზე სასიამოვნოა იქ ყოფნა... როცა თბილა, არაფერზე ან თუნდაც ყველაფერზე ფიქრობ და ამ დროს ციდან მთელი ძალით გამოსროლილი თითოეული წვეთი ეცემა სახურავს და არაჩვეულებრივად ურითმო და ამავდროულად რითმიანი მელოდია იქმნება, თითქოს შენს სულთან ყველაზე ახლო... ამ დროს აღებ ფანჯარას და ზედმეტად სუფთა და ცივი ჰაერი სხვენში იმკვიდრებს ადგილს. სიცივის და სიამოვნების ტაო მაყრის. ავდივარ სარკმელზე და ვჯდები, ისე რომ ფეხები გარეთ მაქვს გაყოფილი და ვაქანავებ. არ ვიცი რამდენი ხანი ვარ ასე, მაგრამ როცა ვხვდები რომ ასე ჯდომა უკვე მაზოხისტობაში გადამდის ჩამოვდივარ და ვხურავ ფანჯარას. გვარიანად დასველებულა აქაურობა. ჩემს ჟაკეტში ვეხვევი, ისევე როგორც ფიქრებში და თვალებს ვხუჭავ, ვცილობ კიდეც რომ აღარ გავახილო, არ მინდა ეს ყველაფერი დასრულდეს. ყველაფერი ისეთი რეალური და იდუმალია, მიჭირს აქედან წასვლა. ვხვდები როგორ მეცლება ჩემივე ოცნება ფიქრებიდან და როგორ ვუბრუნდები რეალობას. ცრემლები მაწვება თვალებზე და დაგროვილი ტკივილი ყელზე ბორკილივით შემომეჭდო და განძრევის საშუალებას მართმევს. ვხვდები კვლავ დასრულდა და დროა თვალები გავახილო. პირს ვაღებ და ისე ვისუნთქავ წვიმისგან გაწმენდილ მსუბუქ ჰაერს. თვალებს ვახელ და კვლავ ვუყურებ წვიმისგან დასველებულ ქვაფენილს, რომელსაც მხოლოდ ჩემი ნაბიჯები აპობს... მივდივარ და არ ვიცი სად, რისთვის ან თუნდაც ვისთან... გაუაზრებლად მივდივარ და ვაკვირდები გარემოს. ხალხი მოჟამული სახით დაიარება. მიკვირს, თუ არ გიხარია ცხოვრება უკმაყოფილო მაინც რატომ დადიხარ... რაც ღმერთმა გიწყალობა იმას უნდა დაკმაყოფილდე... მაგრამ ჰო! სულ დამავიწყდა რომ ახლა მე ადამიანზე ვლაპარაკობ, მტაცებელზე შეუბრალებელ და ყველაზე გაუმაძღარ არსებაზე მსოფლიოში... კიდევ ერთი არეული ბოდვა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.