შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Origins


5-02-2016, 02:57
ავტორი Archive
ნანახია 2 945

თავი სხვებზე ჭკვიანი მგონია.
ამიტომაც თავად დავგლეჯ, შევჭამ და გადავამუშავებ საკუთარ თავს, უფრო ინტელექტუალურად.
ადრე ბევრს ვფიქრობდი და ცოტას ვწერდი.
ახლა ცოტას ვფიქრობ და ბევრს ვწერ.
შედეგი ერთი იქნება, ორივეს შევწყვეტ, მალე..
გუშინ გადავწყვიტე ოთხით მევლო, უკეთ რომ შემეგრძნო ევოლუციის მადლი და საკუთარ თავში ავმაღლებულიყავი. მერე მივხვდი, ოთხზე მდგომი უფრ მეტი უჯრედით ვეხებოდი მზით დამსკდარ მიწას, ანუ წარსულს, ანუ მომავალს, ანუ საკუთარ თავს.
და როცა წელის ტკივილმა ადგომა მაიძულა დავიბოღმე.
რადგანაც ჯერ ისევ ან ახლა უკვე ორ ფეხზე ვდგავარ, მაღაზიაშიც თავად უნდა წავიდე და საჭმელი ვიყიდო. მხოლოდ „organic”, ყველაფერი ნატურალური, ნამდვილ მიწაზე მოყვანილი, იმ მიწაზე ჩემნაირების ძვლებით, ტვინით და კანით რომ არის გაჟღენთილი.
რა ირონიაა, რომ თუ 50 წლის შემდეგ პომიდორს შეჭამთ, ჩემი ერთი უჯრედის გადაყლაპვაც მოგიწევთ. ან ლიმონთან ერთად ჩამიწურავთ ჭიქაში.
ხატვა არ ვიცი.
ხატვა რომ ვიცოდე ჩემს შიშველ მეზობელს დავხატავდი, ყოველ დილით აივანზე გადმომდგარი, მარტო ტორსით რომ ათავებინებს ნახევარი უბნის ქალიშვილებს. მეც ყოველ დილით ვუყურებ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ სხვებზე ჭკვიანი ვარ, რადგან მისი დანახვისას ხელი მარტო ფუნჯისკენ გამირბის.
და როდესაც ამდენ უაზრობაზე ვფიქრობ, ვერ ვხვდები როდის მოვასწარი საკუთარ თავში ამდენი მიწის შეგროვება. იმასაც კი ვერ ვხვდები ამ მიწამ განწმენდა მომიტანა თუ დაბინძურება.
და არ მინდა კრემაცია.
მე მინდა ყველაფრის გარეშე, უმაკიაჟოდ, ჩემი შიშველი გვამი ჩაასვენონ უსასუქო მიწაში, რომ ვიგრძნო, შევისისხლსორცო და მაშინ მაინც აღმოვაჩინო რამდენია ჩემში მიწა. შევუერთდე იმას რაც ჩემი საწყისიცაა და ბოლოც, შესაბამისად ყველაფერია.
მე არ მინდა მჯეროდეს რომ ჯოჯოხეთი მიწისქვეშეთშია, რადგან მაშინ ჯოჯოხეთიც ისევე ყოფილა ჩემში როგორც მიწა, როგოც ყველაფერი. უფრო სწორად, ყველზე მეტი ჯოჯოხეთი ყოფილა და მე აღარ ვიცი რისი უნდა მეშინოდეს თუკი სამყაროს ყველა უბედურება ჩემშია თავმოყრილი.
ხოდა ამიტომაც...
მე თავად დავგლეჯ, შევჭამ და გადავამუშავებ საკუთარ თავს. შეიძლება მეზობელიც მოვიპატიჟო.
რა იცი რა ხდება....



№1  offline წევრი ფორთოხალი

ვაჰ...
(ეს ტექსტი მოკლეაო და არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციასო, არადა არ მაქვს სხვა არაფერი სათქმელი :))

 


№2  offline წევრი Archive

ფორთოხალი
ვაჰ...
(ეს ტექსტი მოკლეაო და არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციასო, არადა არ მაქვს სხვა არაფერი სათქმელი :))
:))) mec mishlis xolme nervebs. Mixaria :))

 


№3  offline წევრი შოკი მოკი

საინტერესო იყო ^^

 


№4  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent