ამ მატარებელმაც უმალ ჩაიქროლა!
დიახ!მისთვის სწორედ რომ ეს იყო მნიშვნელოვანი.მხოლოდ მასთან შეეძლო საუბარი უკიდეგანოდ,დაუფიქრებლად და რაც მთავარია ყველაზე გულწრფელად. ის ერთი დღეც ჩვეულებრივი იყო,არაფრით გამორჩეული დანარჩენებისაგან. ჩვეულებრივზე ცოტა ადრე გაეღვიძა,თუმცა ჩვეული მისთვის არაფერი იყო.იმ დღეს განა განსაკუთრებული ნაღველი შემოწოლოდა?არა. უბრალოდ სული უფორიაქებდა,ვერ ისვენებდა,გული ჩვეულებრივზე მეტად უცემდა და თვითონაც ვერ მიმხვდარიყო რა იყო ამის მიზეზი. იჯდა, უნდოდა ისეთი რამ შეექმნა,რასაც ფასი არ დაედებოდა.უნდოდა,მთელი გულით უნდოდა დაეწერა ის, რასაც გრძნობდა,რასაც განიცდიდა,მაგრამ ერთმანეთში გაფანტული ბგერები სიტყვებს ვერ ქმნიდა და აზრს ვერ გადმოცემდა.მთელი დღის განმავლობაში კალმით ხელში იჯდა,ისეთ სახეს ღებულობდა თითქოს აი ერთიც და დაწერდა,მაგრამ არა..მან ეს ვერ შეძლო. სიტყვები მისთვის ძალიან ცოტა,თითქმის არაფრის მთქმელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა,რომ ის ცივილიზაციისაგან მოწყვეტილი ცხოვრობდა და არ ჰქონდა ხალხთან ურთიერთობა,გამოიყურებოდა როგორც ორმოცი წლის ახალგაზრდა.ის უკვე ათი წელია რაც აქ ცხოვრობდა და ამ ათი წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩაუხედავს სარკეში. უფროსწორედ რომ ვთქვათ,მან დაბინავებისთანავე მოიშორა ეს ნივთი და ყველა მაგდაგვარი საშუალება,სადაც კი შეეძლო საკუთარი თავის ხილვა.ის ერთი უჩვეულო ჭარმაგი მოხუცი გახლდათ,რომელსაც დამლაპარაკები არავინ ჰყავდა.მისთვის იჯდა და წერდა თუკი შეძლებდა,და თუ რამე,თუნდაც უმნიშვნელო გამოუვიდოდა მასზე ბედნიერი არავინ იყო მთელს დედამიწაზე.ის არ ცდილობდა მისი ნაშრომი ვინმესთვის ეჩვენებებინა ან განტევების ჟამს ვინმეს ხელში ჩავარდნოდა და სიკვდილის შემდეგ გამხდარიყო ცნობილი. არა! მიუხედავად ასაკისა,არც სიკვდილზე ფიქრობდა.ის უბრალოდ წერდა და ეს იყო მისთვის ყველაფერი,ეს იყო თავად სიცოცხლე.ხანდახან როგორი რთულია იყო ის,ვინც ხარ. მარტოობაში უფრო რთული ყოფილა საკუთარ თავთან დარჩენა და ფიქრი ამაოებაზე, რომელშიც დიდი ხანია ცხოვრობ.დედამიწაზე ერთ-ერთი მაცხოვრებელთაგანი ვარ,მაგრამ რითიმე დავიმსახურე ეს? ვგრძნობ რომ მოსიარულე გვამი ვარ და ფიქრი ამაზე მიწასთან მასწორებს.მხოლოდ სერვანტესის „დონ კიხოტი’’ თუ მიშველის,გაიფიქრა მოხუცმა და დიდი ინტერესით დაიწყო კითხვა,თითქოს მეასედ წაკითხულს პირველად კითხულობდა.არც ისე საკვირველია რომ ეს მისი საყვარელი წიგნი იყო.იქნებ მას სწორედ ის ხიბლავდა რაც რეალობას იყო მოკლებული. ფანატიკოსობა და პიროვნების გაიდიალება, არარსებული გზით მისთვის ბრძოლა და თავის გმირად გამოცხადება,ბრძოლა არაფრისათვის!.წიგნები და ცხოვრება მთლიანად მის სამყაროში. ჭიდილი ამაო ბედისწერასთან და დაკარგვა ოცნებების სამყაროში.იცი ხანდახან ეს ყველაფერი გარკვეული დოზით საჭიროა,რადგან, როგორც პაულო კოელიო იტყოდა:“ჩვენ ვერასოდეს ვხვდებით თუ რა განძი გვიჭირავს ხელში,იმიტომ,რომ ადამიანებს საერთოდ არ სჯერათ სასწაულის’’. ხანდახან უნდა გვწამდეს, უნდა გვჯეროდეს რომ ამ რწმენამ გაგვიკვალოს გზა ჭეშმარიტებისაკენ. ასე თუ ისე ეს ბუნდოვანი ღამეც მიიწურა და ახალი დღე დადგა.ის ჩვეულებრივ რვა საათზე ადგა.ცხრა საათისთვის ეზოში დაიწყო ტრიალი.რათქმაუნდა,კაკტუსზე დახედვა, თვეში ერთხელ მორწყვა და მზის სხივებისგან მორიდებაც არასდროს ავიწყდებოდა.ჩვენს მოხუცს,მიუხედავად იმისა რომ გამკონტროლებელი არავინ ჰყავდა და თავის ნებაზე ცხოვრობდა მუდამ დიდი პუნქტუალურობით გამოარჩევდი.მას საკუთარი თავის მიერ დადგენილი წესებისათვის ჯერაც არ ეღალატა.როდესაც ეზოში საქმეებს მორჩებოდა სახლში შევიდოდა და ოდნავ წაიხემსებდა. ანაზდად იგრძნო რომ გული ისევ აწუხებდა,თუმცა დიდი ყურადღება ამაზე არ გაუმახვილებია.ის უბრალოდ იმ ადამიანის სურათს უცქერდა,უცქერდა და იმ წუთას მისთვის სამყარო არსებობას წყვეტდა.ის თვითონვე ქმნიდა მათთვის არაამქვეყნიურ რეალობას,რომელიც თან ახლოს და თან ძალიან შორს იყო.მდუმარების დიადი წუთები ჭექა-ქუხილის წიოკმა ჩაახშო.კალამი ხელში აიღო იმ იმედით რომ დღეს მაინც შეძლებდა საკუთარი სულის გადმოტანას ქაღალდის ფურცლებზე,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელი იყო, ეს წარმოუდგენელიც კი იყო,თუმცა მისთვის ერთადერთი იმედის სხივი სწორედ ეს გახლდათ. არ დანებებულა ჩვენი მოხუცი,მან უბრალოდ კალამი გააგდო..დიახ..ის არ დანებებულა... თუმცა ეს ხომ დამარცხების ტოლფასი იყო,მაგრამ ის ამას არ აღიარებდა ან აღიარებდა კიდეც,მაგრამ ამის გაფიქრებაც კი მისთვის წარმოუდგენელი იყო,რადგან ამის გაცნობიერება სულაც არ იყო მისთვის ადვილი. მხოლოდ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება სიამოვნებდა ალექსანდერეს.უყურებდა და კვლავ ებმებოდა ფიქრთა კორიანტელში.ის ყოველთვის ერთ ვარსკვლავს ირჩევდა და დიდი გატაცებით უმზერდა მას,როგორც ერთადერთ ნათელ წერტილს მის გარედან ნათელ და შიგნიდან ბნელ სამყაროში. გადიოდა წამები,წუთები,საათები,დღეები,წლები და დროის სიდუხჭირის გაგება მისთვის სულ უფროდაუფრო ძნელდებოდა.ხვდებოდა რომ ცხოვრებამ ჩაუარა.თავდებოდა და მის გვერდით აღარავინ იყო.გულით ლამობდა რომ გამხსენებელი მაინც ჰყოლოდა,მაგრამ ამაზე ფიქრი გრძნობდა რომ უკვე გვიანი იყო.წუთისოფელი ამ წუთას ისე შეზიზღდა,როგორც არასდროს. ირონიაც ამას ჰქვია.. თორმეტი წელი მოგონებებით ცხოვრობდა და მომავალზე ერთხელაც კი არ ეფიქრა.ახლა მას სიცოცხლე ისე წყუროდა,როგორც არასდროს.ჰაერი არ ყოფნიდა, ღრმად ჩასუნთქვასაც ამაოდ ცდილობდა.გული აღარ აწუხებდა,მაგრამ ვეღარ ისვენებდა.გადაწყვიტა საკუთარი თავი თვითონვე დაემშვიდებიდა, მაგრამ ამაოდ.ამჯერად დიდი ფილოსოფოსის იმანუელ კანტის სიტყვები აგონდებოდა:’’საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია,რომ თუ ერთ-ერთ გზას არ ადგახარ,ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო’’.ალექსანდრე თვითონაც ვერ ხვდებოდა რომელი გზისკენ იცქირებოდა.თავში უამრავი აზრი უტრიალებდა,თუმცა ბოლოს მაინც ერთ პასუხამდე მიდიოდა.პასუხამდე,რომლისაც ასე ეშინოდა.მოხუცმა გადაწყვიტა რომ უნდა დასძინებოდა და მხოლოდ დღეს დაწვა განსაკუთრებით ადრე,თუმცა საათისთვის ამჯერად არ შეუხედავს.გაგიკვირდებათ, მაგრამ მას მალევე ჩაეძინა.. ალექსანდრე ეზოში კაკტუსს თავს ევლებოდა და ამ დროს უცებ მისმა ეკალმა თითი გაუჭრა. საკვირველი იცით რა არის?კაცს,რომელსაც ცხოვრების თანამგზავრის დაკარგვაზეც კი არ უტირია, უბრალო ნაკაწრმა ბალღივით აატირა.მალე აირბინა კიბეები,კარი მიაჯახუნა და თითი ცივ წყალს შეუშვირა.არადაარ წყდებოდა სისხლის ნაკადი და ჩვენი მოხუციც სულ ეფროდაუფრო უმატებდა ქვითინს.უცებ გაჩერდა და თითებს დააკვირდა.გაგიკვირდებათ, მაგრამ ვერ იცნო. ვერ მიხვდა ნამდვილად ტკიოდა თუ სანახაობას აეჩუყებინა გული.წყალი შეწყდა და აღარც სისხლი დიოდა თითიდან.გაოგნებული ჩამოჯდა სკამზე დასასვენებლად და უეცრად სოფიო დაინახა.ქალის,რომლის გარეშე სიცოცხლეც კი არ შეეძლო, ქალის, რომელიც მისი მეხსიერებიდან ერთი წამითაც კი არ წაშლილა,ქალის,რომელთან შეხვედრასაც ამდენი ხანს მოელოდა შეაშინა,გაირინდა და თვითონაც არ იცის რატომ,მაგრამ თავი დახარა. თავდახრილი იჯდა,მაგრამ სოფიოს მეტყველ მზერას მთელი გულით გრძნობდა.თავი ასწია,უეცრად თვალი მოკრა თუ როგორ გადასწერა მან პირჯვარი და წავიდა.მან გადევნება დააპირა მაგრამ სარკემ შეაჩერა,რომლისთვისაც დიდი ხანია არ უცქერია.ჩაიხედა და პიროვნების ნაცვლად მხოლოდ ცარიელი ჩონჩი დაინახა.სწორედ ამ დროს გამოეღვიძა. თვალები გაახილა და ამდენი ხნის მანძინზე პირველად ცარიელ კედელს დაუწყო ცქერა და არა სურათს.გრძნობდა რომ რაღაც არასასიამოვნო მოელოდა.დიდი ხანი არც ლოგინიდან არ ამდგარა.დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჩაიცვა და უმალვე ეზოში გავიდა. აიღო ბარი და მიწის გათხრა დაიწყო მშვიდად.როცა დაამთავრა გათხრა არც კი დაფიქრებულა ისე ჩააგდო ის მშვენიერი კაკტუსი.არც კი გამოეთხოვა,ის ხომ მისი ერთადერთი მეგობარი იყო ამ დაწყევლილი თორმეტი წლის განმავლობაში.ჩააგდო და მიწას დაუფიქრებლად აყრიდა, თითქოს კაკტუსს კიარა დაკარგულ წლებს აყრიდა მიწას.აყრიდა და თან მწარედ იღიმოდა.უმალვე გაეცალა იქაურობას.სახლის ერთ კუნჭულში სარკე ეგულებოდა და მის სანახავად გაექანა.მირბოდა,მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა.მიუახლოვდა თუარა იმ ადგილს საშინელი სიცარიელე იგრძნო,ვერ გაებედა ჩახედვა,მაგრამ გულმა მაინც არ მოუთმინა. გაოცდა,ასეთ სანახაობას არ მოელოდა.იყურებოდა და ასე ეგონა სხვის დაგლახავებულ პორტრეტს უცქერდა.ჩამომჭკნარი სახე,მოღუშული თვალები და გაჭაღარავებული თმა. იყურებოდა და გრძნობდა როგორ ჩაუარა მთელმა ცხოვრებამ და როგორ ჩაიქროლა მისმა მატარებელმა.უნდოდა ესუნთქა,მთელი გულით უნდოდა ეს. უნდოდა თავიდან დაბადებულიყო და ცხოვრების სიდუხჭირეს თავისი თანამგზავრის გარეშეც გამკლავებოდა. აგონდებოდა მღელვარე ზღვის ტალღები როგორ ეხეთქებოდა ნაპირს,როგორ ათბობდა მზის სხივები,როგორ სეირნობდა ხალხით სავსე ქუჩებში, დაძაბული გრაფიკის მერე როგორ სიამოვნებდა წერა და როგორ დუღდა მის გარეშე ეს ცხოვრება. გაბრაზდა,მოცილდა სარკეს,დაიხარა,ჩაავლო ქვას ხელი და რაც მთელი ძალი და ღონე ქონდა ესროლა სარკეს.ასე ეგონა მისი თითოეული ნამსხვერი გულზე ელაგა. იცოდა რომ უკვე დრო იყო და ამაზე ფიქრს ჭკუიდან შეეშალა.. წავიდა,დაწვა,საბანი თბილად გადაიხურა და უკვე აღარავინ იცის იმის შემდეგ კიდევ გაეღვიძა თუ არა ჩვენს მოხუცს ან კი რა აზრი ექნებოდა ახლა მის გაღვიძებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.