ნუთუ გამომიყენე?
ახლა ზუსტად 21:39-ია. მე კი როგორც ყოველთვის შენზე ვფიქრობ. სასაცილოა არა? ამდენი ტკივილის, დამცირების შემდეგ მაინც მიყვარხარ. დღეს ყვრლაზე მეტად მომენატრე, არვიცი რატომ, მაგრამ დღეს ვიგრძენი, რომ ჩემს გვერდით აღარ ხარ, ჰოო ზუსტად 3 თვე და 23 დღე გავიდა იმ დაწყევლილი დღის შემდეგ. ჰაჰ, დაწყევლილი ჩემთვისაა, თორე ალბათ შენთვის ყველაზე ბედნიერი იყო. როგორ ვთქვა ოქტომბერი მძულსთქო, როცა ჩემი სიცოცხლის ნაწლი ამ თვეშია დაბადებული, როგორ ვთქვა ოქტომბრის 28 მეზიზღებათქო, როცა ამ დღეს ჩემი სისხლი და ხორცი მოევლინა ამ ქვრყანას.. როგორ ვთქვა შემოდგომას ვერ ვიტანთქო, როცა ერატი სულიმაქვს ვუყურო როგორ ცვივა ხეებს გამხმარი ფოთლები. იცი? ყველაფერში შრნს თავს ვეძებდი, ყველაში... ჰოო ზუსტად 28 ოქტომბერი იყო, ჩემი და სრულწლოვანი გახდა... მიყვარდა შემოდგომაც, ოქტიმბერიც და რიცხვი 28... მაგრამ ახლა? ახლა არვიცი, იმ დღეს, როცა მითხარი ყველაფერი მორჩაო, ყველაფერი დამთავრდაო, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება იცი რაიყო? მეგობრებად დავრჩეთო, კარგ მეგობრებადო. შენ კარგად იცოდი როგორ ძალიან მიყვარდი. მახსოვს სანამ ურთიერთობას დავიწყებდით, მე გითხარი "-ნუ მატკენ ისე, რომ გამთელება არ შეიძლებოდეს".. შენ გაიღიმე, არა უფრო ჩაიცინე, თავი გააქნიე და მითხარი, არა კიარ მითხარი, დამპირდი, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, მაგრამ პირობა დაარღვიე, ჰოო ზუსტად 28 ოქტომბერს 21:39 შენ ეს პირობა გაანადგურე... სასაცილოა, მაგრამ ახლაც მახსოვს როგორ გიხდებოდა მოშვებული წვერი, შავი მანტო, შავი შარვალი, და თავზე ქუდი, რომელიც საერტოდ არ ეხამებოდა შენი ჩაცმის იდილიას. ყველაზე სასაცილო კი ისაა, რომ მახსოვს ის სიმღერა, რომელიც მანქანაში გამეფებულიყო და ჰარმონიულქდ ერწყმოდა შენი ბოხი ხმა მისას, ოღონს ის სიყვარულს უმღეროდა, შენკი ყველაფერს ასრულებდი... ახლა ვზივარ, აგათა კრისტის "როჯერ ეკროიდის მკვლელობა"-ს ვკითხულობ და უფრო მომენატრე... "ვხედავ" როგორ ცდილობს ფლორა ეკროიდი დაამტკიცოს, რომ მის სიყვარულს, კაპიტან რალფს ბიძამისი როჯერი არ მოუკლავს. ესაა სიყვარული, როცა ყველამ ზურგი აქცია, მან არმიატოვა, მაგრამ როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი, მაშინ წახვედი... ვზივარ და მახსენდება, როცა მანქანის მართვა მასწავლე, თავიდან როგორ მეშინოდა, დაქოქვაც კი, მაგრამ შენ, ისევდა ისევ შე ჩაერიე ჩენს ფსიქიკაში, და დამარწმუნე, რომ არაფერი საშიში არიყო. იცი, რომ არ მიყვარს როდესაც ჩემს სახელს დამახინჯებულად წარმოთქვამრნ, შენ კი ერთადერთი იყავი ვისაც მოგეცი უფლება დაგეძახა "ლიკუნა"...იმ დღის შემდეგ არავის დაუძახია... ჰოო, და ვერც ვერავინ დამიძახებს, რადგან ეს სახელი ჩემს დიდ ტკივილთან ასოცირდება... რომ ჩამოხვედი და დაპირებული "ალპენ გოლდი" მაჩუქე, გახსოვს როგორ გამიხარდა? მაშინაც მანქანას მართავდი, გვერდით მე ვიჯექი და სიხარულისგან ლოყაზე ძლიერად გაკოცე... ის კიარ გამიხარდა, რომ ალპენი მაჩუქე, ის გამიხარდა, რომ შენთვის რაღაცას ვნიშნავდი ამ ჟესტით...მეგონა ცა მე მეკუთვნოდა, ის დღეც კარგად მახსოვს, წვიმა იყო, მანქანა კი ბიძაშვილს გაატანე დროებით, შენკუ მეხუტებოდი, რომ არ გავციებულიყავი და არ დავსველებულიყავი, ჩემს გრძელ თმებს შენს ხელზე იხვევდი, მეკი გატრუნული შენს მხარზრ მედო თავი... მეგონ ეს ბედნიერება სამუდამოდ გასტანდა, მავრამ იმ დღემ და შენმა სუტყვებმა ყველაფერი შეცვალა, მე ვერ შევძელი შენთვის კარგი ვყოფილიყავი... იმ მანქანაში დავტოვე ყველა ბედნიერი წუთი და ქუჩას აცრემლებული თვალებით გავუყევი... მაშინ დაიწყო უფერული დღეები. მერე იყო ტელეფონის გამორთვა, სოციალური ქსელის გაუქმება, მუქი ფერის ტანსაცმლის ტარება, ნაწყენი უფრო ვიყავი, როცა გავიგე რომ სხვა მოგწონდა, არა ისევ ის გიყვარდა თუ მოგწონდა ის გოგო, რომელსაც დიიდი ხნისწინ დაშორდი, მეკი აქედქნ მხოლოდ უს დასკვნა გამოვიტანე, რომ გამომიყენე. არვიცი გონებას დავუჯერო თუ გულს, ან იქნებ არცერთს... საშინლად ვიყავი გაბრაზებული და მინდოდა ჯავრი ვინმეზე მეყარა, ჰო და 31 ოქტომბერს კატეგორიულად მოვთხოვე დედას რომ თმები შემეჭრა... მახსოვ სანამ სალონში შევიდოდე მანამდე გნახე, თმაზე ხელი ჩამომისვი და მითხარი რომ სისულელე არ გამეკეთებინა, მაგრამ არ დაგიჯერე და ბედნიერ ვარ. მას შემდეგ მეგონა, რომ ყველაფერი ჩვეულ წესს დაუბრუნდა, სახლი სკოლა მეგობრები და ა.შ. თითქოს შენზე ფიქრისთვის დროც არმქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ დღე, რადგანთელი ღამე ისე წინ იყო... მეგონა, რომ დაგივიწყე, შემეძლო სხვა მომწონებოდა ან შემყვარებოდა, მაგრამ რატომღაც ყველა ბიჭში შენ გეძებდი, ვცდილობდი შენი მსგავსი მეპოვნდა. დიახ! მე ცხოვრება გავაგრძელე, შევძელი ვყოფილიყავი შენთვის კარგი მეგობარი და ეს ასეცაა... დღემდე არიცი როგორ გაორმაგებულად ცემს ჩემი გული, როცა მეხუტები(მეგობრულად), როგორ ფეტქავდა როცა შენს იუბილეზე მეცეკვე .. ეს ყველაფერი წარსულია. მაგრამ შენთან ყველაფერი მაკავშირებს, ყველა გზა შენთან მოდის, როცა მეგონა, რომ არმიყვარდი, სწორედ მაშინ აღმოვაჩინე რომ იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე წარმომედგინა. ამდენი ტკივილის შემდეგ გაპატიე და მიგიღე მეგობრად, მაგრამ დღემდე მჭამს ერთი კითხვა -ნუთუ გამომიყენე?? ...გამარჯობათ მეგიბრებოო.. ვინც ბბოდიშთ, რომ დაგასევდიანეთ... პ.ს ნამდვილი ამბავია, ჩემი ამბავი, |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.