შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ღარიბი გოგოს მდიდრული ისტორია (13)


21-05-2015, 23:28
ავტორი mariam-mariam
ნანახია 5 644

საშინლად გაბრაზებული ვიყავი ლიზიკოზე, რომ ამ საკითხზე წამოიწყო ლაპარაკი.... გაფრთხილებული რომ არ მყოლოდა კიდე ვაპატიებდი... მაგრამ ეხლა....
-მარიტა გეხვეწები გამეცი რა ხმა.. რატომ გაბრაზდი, მე ხომ უბრალოდ გკითხე?! თან იცი რატომაც გეკითხები... დედაშენი ცუდ დღეშია... ყოველ დღე ტირის გინდ შენ გამი და გინდაც...
-მამაჩემის გამო....
-ჰო...
-ჩემი ბრალია ლიზიკო მერე? გეხვეწები მითხარი... მე ვაიძულე უკან დაბრუნება?! მე ვუთხარი გინდა თუ არა დაბრუნდი მამაჩემთან თქო?! მე ვაიძულე ისევ იმ ჯოჯოხეთში დაბრუნებულიყო საიდანაც ძლივს გამოვათრიე? გეხვეწები მითხარი თუ რამდე დავაშავე მივალ და ბოდიშს მოვუხდი.... ლიზიკო ამოიღე ხმა და გამაგებიე ტყუილს ვამბობ თუ მართალს.....
ლიზიკო!!!!!
ჩემი ხმა უბრალო ლაპარაკს არ გავდა... უფრო ყვირილი, ჩხუბი, ღრიალი და ამგვარი რაღაცეების მიქსი უფრო იყო....
-მართალი ხარ მარიტა, მაგრამ იქნებ მაინც ცადო...
-გაიაზრე ლიზიკო რაც ვთქვი და მერე დამირეკე... აზრი არ აქვს იმ ქალთან ლაპარაკს.
-ის ქალი დედაშენია!!!
მწყობრიდან გამოსულმა ბოლო ხმაზე იყვირა...
-დედა რომელიც უგუნურად მოიქცა... არ შეშვენის ქალს ეგეთი საქციელი... დედა რომელმაც საკუთარი ბედნიერებისთვის თუ უბედურებისთვის შვილები გაწირა...
მე მაგას დედას აღარ ვუწოდებ... დედაჩემი ჩემთვის მკვდარია.....
-ელენიკო?
-ელენიკოს იქ არ დავტოვებ... ცოტახანში ალექსანდრეს დაველაპარაკები და ჩემთან წავიყვან... ეხლა კი წავალ და ვნახავ ელენიკოს... დაგირეკავ საღამოთი....
-იქნებ მაინც..... კაი დაივიწყე არფერი! გამაგებიე რა მოხდება...
გარეთ გასვლა და ტელეფონზე ესემესი ერთი იყო... საათს რო დავხედე ცხრა სრულდებოდა, ამ დროს ალექსანდრეს გარდა სხვა არავინ იქნებოდა.. არც შევმცდარვარ ალექსანდრე იყო...
"სად ხარ??
ელენიკოსთან მივდივარ ეხლა... რა იყო?
არაფერი ეცადე ძაან გვიან არ წამოხვიდე და დამირეკე მოგაკითხავ... მიყვარხარ..."
ბოლო სიტყვაზე გამეღიმა და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე... ლიზიკო ჩემ ყოფილ სახლთან ახლოს ცხოვრობს და დიდი დრო არც დამჭირვებია მისასვლელად... კარებზე დავაკაკუნე და წამებში გაისმა ელენიკოს ტიტინი....
კარები ამჯერად მამაჩემმა გააღო რომელიც როგორც ყოველთვს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო..
-ოჰ ჩვენი დიდი გოგოც მოსულა.. როგორ ხარ მარიტა?
-კარგად... -მოკლედ მოვუჭერი და სახლში შევედი. - ელენიკო სადაა?
- სამზარეულოში... რამ განაპირობა შენი სახლში დაბრუნება?
-მე სახლში არ დავბრუნებულვარ... ელენიკო უნდა ვნახო და წავიყვანო სასეირნოდ...
-იქნებ ჯერ მშობლებს კითხო გაძლევენ თუ არა უფლებას, ამ პატარა ვირთხის წასაყვანად და მერე შემოიჭერი სახლში... ან საერთოდ ელენიკოს კითხე უნდა თუ არა შენთან ერთად წამოსვლა....
საშინლად გამაბრაზა მამაჩემის ამ სიტყვება, მაგრამ იმის დასამტკიცებლად, რომ მე მართალი ვიყავი და ელენიკოს წამოყვანას შევძლებდი ამაყად შევედი სამზარეულოში და წინ დავუჯექი...
-ელენიკო... ჩემი გოგო.. როგორ მომენატრე....
-მე არა!
გაკვირვებული დავრჩი მისი ამ პასუხით... ნამდვილად არ ველოდი თუ ისიც ზურგს შემაქცევდა.... გაბრაზებულმა გავხედე მთვრალ მამაჩემს რომელიც კმაყოფილი იღიმოდა.. აცრემლიანებული თვალებით მუვვარდი მამაჩემს და გულზე ხელების რტყმა დავუწყე
-არაკაცი ხარ.. საზიზღარი.. ეს როგორ გააკეთე... როგორ შეაძულე ელენიკოს ჩემი თავი... ეს როგორ გაბედეთ ან შენ ან კიდე შენმა ცოლმა... ორივე არარაობები ხართ...
ხელები გამიკავა და სახეში მწარედ გამარტყა, რომელსაც მალევე მეორე მოყვა...
-პირველი იმისთვის რომ შეურაცხყოფა მომაყენე..
მეორე კიდე იმისთვის რომ დედაშენის ჩადენილ საქმეს მე მაბრალებ...
ყვირილზე ოთახიდან დედაჩემი გამოლასლასდა, რომელიც მუცელზე ხელს ისმევდა... ელენიკო გაექანა და ჩაეხუტა.. კაბის მოჭერისთანავე მკაფიოდ გამოჩნდა დედაჩემის ოდნავ წამოზრდილი მუცელი...
გაკვირვებულმა გადავხედე ჯერ ერთს მერე მეორეს და ახსნა განმარტებას ველოდი....
ელენიკო უხეშად მოიშორა...
-იქნებ გამაგებიოთ რა ხდება?
ვეღარ დავმალე უკვე გაკვურვება და ხმამაღლა გამოვხატე....
-შენ ვინ მოგცა აქ მოსვლის უფლება?
ჩემი კითხვა დააიგნორა ფა სამზარეულოში შევიდა....
-რას ქვია ვინ მომცა... - ხმას უკვე ნელ ნელა ვუწევდი... - მე აქ ელენიკოს სანახავად მოვედი და არა თქვენთან სალაპარაკოდ და საჩხუბრად...
-მემგონი ელენიკომ საკმარისად გაგცა პასუხი იმით რომ არ მოენატრე და არ უნდა შენთან ერთად სადმე წასვლა....
ეს უკვე ჩემთვის ზედმეტი იყო, მეტი ვეღარ შევიკავე თავი და დედაჩემს გავარტყი...
-შენნაირ ქალს ბო*ი უნსა ერქვას და არა დედა.... გახსკვს რამდენიმე თვის წინ როფორ იტანჯებოდი მთვრალი მამაჩემის გვერდზე? ყოვს საღამოს დამსკდარი ტუჩები დ ჩაწითლებული თვალები რომ გქონდა ტირილისგან.. ყოველ ღამე ჩუმად ტიროდი, რომ მამას არ გაეგო და არ ეცემე ამის გამო..
ელენიკო?
რამდენჯერ გაიწია ელენიკოსკენ დასარტყმელად და რამდენჯერ გადავეფარე წინ რომ 5 წლის ბავშვისთვის რამე არ დაეშავებინა..
მე?!
ჩემ თავზე აღარ ვლაპარაკობ... უბრალოდ შეუძლებელი იყო ამ მდგომარეობაში ცხოვრება.. წაგიყვანე სახლიდან სხვაგან სადაც მშვიდად იქნებოდი, თუმცა ისევ ეს ჯოჯოხეთი არჩიე...
მე მეტს აღარ ჩავერევი.... იყავი აქ.... ისევ დაიტანჯე.... გაჩნდება ეგ ბავშვი და ისევ დაიწყებს მამა შენ ცემას.. აი მაშინ როცა მიხვდები რომ სრული იდიოტობა ჩაიდინე აქ დაბრუნებით ჩემთან არ მოხვიდე და პატიება არ მთხოვო რადგან არასდროს გალატიებ ამას....
-გაეთრიე...
მხოლოდ ეს სიტყვა თქვა თავჩაღუნულმა, რომელშიც აშკარად იქგრძნობოდა სინანულის მცირედი ნოტები, თუმცა უკვე არ მაინტერესებდა.. დედაჩემ ჩემთვის უკვე მკვდარი იყო... თუმცა არ მინდოდა ამ ყველაფრისთვის საბოლოო წერტილი დამესვა და ყოველ დღე თითო-თითო წერტილს ვუმატებდი.... მაგრამ დღეს ეს ყოველივე საბოლოო წერტილი იყო... კარები გამოვიხურე და სადატბაზოში კიბეზე ჩამოვჯექი...
პირიდან სშინლად შეწუხებული ხმა ამომივარდა.... ჯერ კიდევ ვერ წარმოვიდგენდი რომ ესეთი რამ მოხდა...
ვტიროდი თუმცა რის გამო არ ვიცი...
რა უნდა მექნა? ამ მდგომარეობაში ალექსანდრეს ვერ დავენახებოდი... ცრემლები მოვიწმინდე და გადავწყვიტე ცოტა ფეხით გამევლო... გარეთ გავედი და ვიგრძენი სუბთა ჰაერი ვიგრძენი, თუ ამას სუბთა ერქვა...
თბილისის ჰაერი სავსეა ბოღმით და შურისძიებით...
ფეხით ავუყევი აღმაშენებლის გამზირს... მივდიოდი და ვფიქრობდი ცხოვრებაზე.
ჩემ ადგილას ხალხი უტყოდა რომ ბედი არ აქვს. მშობლები არ გამოადგა, მეგობრები არ ყავს, ნუ ერთის გარდა...
თუმცა მე ოირიქით ვიტყვი...
ცხივრებაში მხოლოდ მშობლებში არ გამიმართლა...
მეგობრებში მართალია ერთი მყავს და ნაღდი...
და ბოლოს ყველაზე მეტად გამიმართლა ადამიანში, რომელიც სიცოცხლეს მირჩევნია...
ალექსანდე...
მხოლოდ მის გამო არ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში არ გამიმართლა...
ფიქრებიდან მანქანის მკვეთრმა დამუხრუჭებამ გამომიყვანა... მანქანიდან ნაცნობი სხეული სხეული გადმოვიდა თუ არა მისკენ გავიქეცი და მთელი ძალით ჩავეხუტე....



№1  offline წევრი masu

Male dade xolme da didebi <3 kargia

 


№2  offline წევრი შიკალატკა

Male dade da cota didi tavebi. Ise dzalian kargi istoriaa da dzalian sainteresoo ❤️

 


№3  offline წევრი lamazmani

ძაან კაია მარა მარიტას დედის საქციელი არ მომწონს

 


№4  offline წევრი ninee

male dade da ufro didi tavii..kaia dzaan

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent