შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბიჭი ავტობუსიდან...


6-03-2016, 21:17
ავტორი Hickie
ნანახია 1 915

ალბათ ყველას ცხოვრებაშია მომენტი. როცა რაღაც ისეთი ამახსოვრდება რაც არ უნდა ამახსოვრდებოდეს..
აი ის მომენტი მქონდა დაღლილ დაქანცული პირველივე ავტობუსსში რომ სულდალეული ავარდები. ბავშვური გამოხტომით შემაღლებულ სკამზე შევჯექი და თავიც ასევე ბავშვურად მივადე მინას.
ძრავა ხმაურიანად ამუშავდა. თუმცა ვის აინტერესებდა ის ხმაური

ნახევრად დაძრულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაახლოებით ჩემხელა ბიჭი 'ამოხტა'. მიუხედავად იმისა რომ ავტობუსი ნახევრად ცარიელი იყო, მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით დადგა და ხელის მოასკიდს მიეყრდნო. თვალებს ფანჯრისკენ აპარებდა, მე კი დებილივით მივშტერებოდი და ვერც ვაანალიზებდი. მოშინდისფრო თხელი ჟაკეთი ეცვა. ლურჯი ქუდი ეფარა და ყურებს ბოლომდე უფარავდა. პატარა აპრეხილი ცხვირი, სავსე და ლამაზი ტუჩები, დიდრონი მოცისფრო თვალები და შრამი ლოყაზე, რომელიც 'აკვდებოდა'.
აშკარად ჩემი მზერა იგრნო და შემომხედა. თავი შერცხვენილად ვიგრძენი, თავი უხერხულად მივაბრუნე და ფანჯარაში გავიხედე. ასე ველოდებოდი, თუმცა ვგრძნობდი ისევ მიყურებდა. შევხედე, მეგონა ახლა თითონ იგრძნობდა თავს შერცხვენილად მაგრამ არაფერიც. არც შეხებულა. თვალებს ბავშვურად ახამხამებდა. მზის სხივები მის სახეზე თამაშობდნენ და თვალებს ჭუტავდა. 'დაჯღანვაც' უხდებოდა.
ისევ ვაშტერდები, ისევ ვაშტერდები!! შემოვუძახე თავს და თავი ჩავხარე. როგორცვე ვიგრძენი რომ გაიხედა ისევ გავაპარე თვალები. როგორც ჩანს დაიღალა. ჩამოჯდა და წამით თავი ხელებში ჩარგო. მისი ხელები.. ვენები დასკდომამდე ჰქონდა. ხელის გულები ასწითლებოდა ქუდი მოიხადა და თმა ცალით ხელით აიჩეჩა. მუქი ჩალისფერი თმა ჰქონია.. მარა ტკბობა ვინ მაცადა, ისევ დაიფარა ლურჯი ქუდი. ისევ გამომხედა, ისევ და ისევ..
და მაინც რაარის. მთელი გზაარის ვაკვირდები და ტუჩების წვალებას არ ეშვება. განსაკუთრებით ქვედა ტუჩს თავს ანებებდა. აიწითლა..
თვლას არ მაშორებდა. ღია ფანჯრიდან ჰაერი პირდაპირ სახეზე მეცემოდა და თმას მიწეწავდა. ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ იყო, ან პირიქით. მეღიმებოდა კიდეც. მას კი სერიოზული სახე არანაირ მიმიკაში არ ეცვლებოდა. ცოტა გულიც მწყდებოდა თითქოს. უაზრო, ზედაპირული და ამავდროულად 'ღრმა" ჩანდა .
ავტობუსმა დაამუხრუჭა. წამოვდექი და კარებს მივუახლოვდი.
- თქვენი ბილეთი, გოგონა.. - ნაზი და ხავერდოვანი ხმა. ოდნავ მშრალი და ამავდროულად ხრინწიანი. ქვემოდან მიყურებდა სრული სერიოზულობით და ბილეთს მაწვდიდა.ალბათ ჯიბიდან ამომივარდა. ვერაფერი ვუთხარი. მხოლოდ გავუღიმე პასუხის ნიშნად და გამოვართვი. ვგრძნობდი თავიდან ბოლომდე როგორ ჩამათვალიერა. ბოლოჯერ ღმად ამოვისუნთქე და გავხედე. მაშინ გაიღიმა. თავი ჩახარა. მე კი ტრანსპორტი დავტოვე.
ახლა კი სახლში უაზროდ ვზივარ და ვფიქრობ. მაინც რაარის რომ იცი ადამიანს ცხოვრებაში პირველად ხედავ და ამავდროულად უკანასკნელად. საინტერესოა არა?


რეალური ჩანახატი



№1  offline წევრი მოლურჯო

მე მქონდა იგივე შემთხვევა რამოდენიმე თვის წინ
დღესაც ვერ ვივიწყებ იმ ბიჭს
როგორ არ მინდოდა რომ წასულიყო
რომ ვიაზრებდი ვეღარ ვნახავდი ცუდად ვხდებოდი
დღესაც მახსოვს როგორი იყო რა ეცვა
და ჩემებურად მომეწონა belay
რთულია მართლა რთულია
როცა ადამიანს ხედავ მოგწონს და იცი რომ ვეღარასდროს ნახავ
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი Hickie

სევდიანი გიჟი
მე მქონდა იგივე შემთხვევა რამოდენიმე თვის წინ
დღესაც ვერ ვივიწყებ იმ ბიჭს
როგორ არ მინდოდა რომ წასულიყო
რომ ვიაზრებდი ვეღარ ვნახავდი ცუდად ვხდებოდი
დღესაც მახსოვს როგორი იყო რა ეცვა
და ჩემებურად მომეწონა belay
რთულია მართლა რთულია
როცა ადამიანს ხედავ მოგწონს და იცი რომ ვეღარასდროს ნახავ


მიხარია ვიღაცას ჩემი რომ ესმის :/

 


№3  offline წევრი darjania

Egre damemarta mec dges zusad

 


№4  offline წევრი შოკი მოკი

აუ რა ძნელია ადამიანს რომ ნახავ მართლაც და იცი რომ ვეღარ შეგხვდება :/ (კარგი რაღაცეები სულ შემთხვევით ხდება)

 


№5  offline წევრი Hickie

შოკი მოკი
აუ რა ძნელია ადამიანს რომ ნახავ მართლაც და იცი რომ ვეღარ შეგხვდება :/ (კარგი რაღაცეები სულ შემთხვევით ხდება)

სრულებით გეთანხმები...

 


№6  offline მოდერი Amalthea

და თავს მხოლოდ იმით ინუგეშებ, რომ ეს სამყარო პატარაა და ოდესმე მეორედაც შეხვდები მას. მაგრამ ისევ წავა.
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№7  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent