შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ბიჭი სიზმრიდან" (თავი პირველი.)


23-02-2016, 18:15
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 2 517

მე გაუნძრევლად ვიდექი შუა გზაზე. უკუნითი ღამე იყო ჩამოწოლოლი. წინ ვიყურებოდი ქუჩის ბოლოში. თითქოს სიბნელეში მაინც ვარჩევდი სილუეტს, რომელიც ჯერ არც კი მოძრაობდა მერე კი ნელ-ნელა ამოძრავდა და ჩემსკენ წამოვიდა. პატარა სილუეტი იზრდებოდა და მიახლოვდებოდა. მე კი უჩვეულო გრძნობები მეუფლებოდა. მეშინოდა, გული ამიჩქარდა და ძარღვებში სისხლის ტალღების მოძრაობა ვიგრძენი.ავღელდი მაგრამ ამ აღელვებასთან ერთად თითქოს რაღაც სასიამოვნოც იკვეთებოდა. მერე უცებ მოულოდნელობამ ამაფორიაქა. ვიგრძენი როგორ მინდოდა მისი მოახლოება. ვგრძობდი როგორ ჩამესახა გაყინულ გულში იმედი. ის მომიახლოვდა. მე თვალები გამიფართოვდა. ვგრძნობდი მის სიახლოვეს მაგრამ ვერ ვხედავდი მის სახეს. იმედი გამიცრუვდა. მიბდოდა ხელი გამეწია და შევხებოდი მაგრამ არ შემეძლო...
თვალები გავახილე. გამომეღვიძა. ჩემი გულის ცემის ხმა მესმოდა. ვეღარ მოვისვენე და საწოლზე წამოვჯექი. ჩემი ფიქრები ამ სიზმრისკენ იყო მიმართული. თითქმის ყოველთვის როცა ჩამეძინებოდა ერთიდაიგივე სიზმარს ვნახულობდი. სიზმარში ბიჭის სილუეტი შორიდან მიახლოვდებოდა. და როცა ჩემთან ახლოს მოვიდოდა სიზმარი მთავრდებოდა და მეღვიძებოდა. არ ვიცოდი რაიყო ეს სიზმარი. ვფიქრობდი შეიძლება რაღაც კარგიც მოხდეს მომავალშითქო. გაღვიძებულს სასიამოვნო გრძნობა მეუფლებოდა თითქოს ისევ სიზმარში მინდოდა დაბრუნება რომ ის უფრო ახლოს მოსულიყო ჩემთან. წამიერად იმედი მეძლეოდა, რაღაცის იმედი მაგრამ არც კი ვიცოდი რისი. ისევ გადავწყვიტე დამეძინა მაგრამ ვერაფრით ვერ შევძელი. წამდაუწუმ ვწრიალებდი საწოლში.
განთიადს ისევ თვალებ დაჭყეტილი ვხვდებოდი. ჩემი სიზმრის შემდეგ ვერასდროს ვეღარ ვიძინებდი. ნელა ვსუნთქავდი, ხელი თავქვეშ მქონდა ამოდებული და ფანჯარაში ვიყურებოდი საწოლზე წამოწოლილი. თენდებოდა დღე და ვიცოდი რომ ისიც სხვა დღეების მსგავსად რთული გადასაგორებელი იქნებოდა. მე ხომ უკვე მარტო დავიარებოდი ამ დედამიწაზე. ყველამ ერთდროულად ჩამცხო ზურგში დანა. მივხვდი რომ მტრები მეგობრებში უნდა ეძებოს კაცმა. სწორედ ის გიღალატებს ვისგანაც საერთოდ არ მოელი. ადამიანებთან ერთად სიყვარულმაც მიღალატა ჩემი მეოცნებე გული გაცივდა. ის შემიყვარდა ვინც არუნდა შემყვარებოდა, ვინც ჩემს თვალებში ანთებული სიყვარული ვერ დაინახა. მძულდა ჩემი თავი, რადგან მეც იმ დეპრესიულ თინეიჯერებს დავემსგავსე, რომლებიც სულაც არ მომწონდა.
სახლში ყველამ შეამჩნია ჩემი ცვლილება და ამის გამო ხშირად ვკამათობდით. ვფიქრობდი რომ საერთოდ არავის არ ესმოდა ჩემი. ოთახი უფრო და უფრო ნათდებოდა. საათს დავხედე და ადგომა გადავწყვიტე.
ძალიან არ მინდოდა სკოლაში წასვლა ბევრი ადამიანის გამო მაგრამ სხვა გზა არც მქონდა. ამიტომ ავდექი და მომზადება დავიწყე. სააბაზანოში შევედი და სარკეში ჩემ თავს დავაკვირდი. გაწეწილი ქერა თმა, ჩაწითლებული ცისფერი თვალები, აპრეხილი ცხვირი და დამსკდარი დიდი ტუჩები დავინახე. უემოციო და უღიმღამო სახე მქონდა. თითქოს მთელი გულის ტკივილი სახეზე მეწერა. ხელ-პირი დავიბანე და კბილები გამოვიხეხე, ზანტად ვმოძრაობდი. უსიცოცხლოდ.
შავი შარვალი, ნაცრიფერი კაპიუშონიანი ზედა და კეტები ჩავიცვი. თმები დავივარცხნე და საწოლზე ჩამოვჯექი. ჯერ ადრე იყო. გემრიელად ამოვიხვნეშე და საწოლზე გადავწექი. უნებურად ფიქრები ამერია თავში. მაშინ ვიცოდი რომ ის სიყვარული რომელმაც ჩემი ტანჯვა გამოიწვია განელებულიყო,არა საერთოდ აღარც მიყვარდა. რწმენა და იმედი დავკარგული მქონდა. სიყვარულის აღარ მჯეროდა. იმ სიყვარულის რომელიც დიდი ხანი მტანჯავდა.
თაყვანისმცემლები მყავდა მაგრამ ჩემთან ახლოს არავის ვუშვებდი. ჩემთვის უკვე ყველაფერი სისულელე იყო. მეგონა ყველა გულს მატკენდა. არც არავინ არ მომწონდა. მძულდა ყველა ის ადამიანი რომელიც სიყვარულს და ვნებებს ერთმანეთში ურევდა. ის ბიჭები, რომლებიც გოგოებით ერთობოდნენ და ის გოგოები, რომლებიც იმდენად სულელები იყვნენ რომ სხვისი სათამაშო ხდებოდნენ.
ფიქრებიდან როცა გამოვერკვიე უკვე ცხრის ნახევარი იყო ამიტომ ჩანთა ავიღე და სამზარეულოში შევედი. არავინ არ იყო მშობლები უკვე სამსახურში წასულიყვნენ. ცოტა იოგურტი შევჭამე და სკოლისკენ გავემართე. ნელა მივაბიჯებდი ავტობუსის გაჩერებამდე. თითქოს მშვიდ მუსიკას ფეხს ვუწყობდი. ავტობუსი მალე მოვიდა. თითქმის სულ მოსწავლეები იყვნენ. შევამჩნიე ერთი კარებთან მდგარი ბიჭი თვალს არ მაცილებდა. მე ეს სულაც არ მესიამოვნა და უხერხულად შევიშმუშნე. ტელეფონი ამოვიღე და სიმღერის მოძებნა დავიწყე. უეცრად გული ამიჩქარდა და ავფოქრიაქდი. არ ვიცოდი რა დამემართა და ხელების ტკაცუნი დავიწყე. თითქოს რაღაცს ვუახლოვდრბოდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა. თვალები მოვისრისე და სკამის სახელურს ხელი მაგრად მოვუჭირე. ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩავიდე და დაბნეულად ვიყურებოდი აქეთ-იქით. შემეშინდა. მაგრამ რაღაც სასიამოვნო გრძნობაც გამიჩნდა გულში. ფიქრები ამერია და აჩქარებით დავიწყე სუნთქვა. რა დამემართა მაშინ წესიერად ეხლაც ვერ ვხსნი. ავტობუსი გაჩერდა და მეც ფანჯარაში გავიხედე. ჩემი მზერა გაშეშდა. ჩემს პირდაპირ გაჩერებაზე ბიჭი იდგა და მე მომშტერებოდა. გული უფრო ამიჩქარდა. თვალი ვერ მოვწყვიტე. ორივე ერთმანეთს შევყრებდით, თითქოს თვალსაც კი არ ვახამხამებდით. მეგონა ვიცნობდი. მისი მზერა მესიამოვნა. ავტობუსი ფრთხილად დაიძრა და ჩემი მზერა ისევ ბიჭისკენ იყო მიპყრობილი. ბიჭი ისევ მე მიყურებდა და გაშეშებული იდგა. ვგრძნობდი რაღაცას იქამდე უცხოს თითქოს ძაფი წყდებოდა, ხიდი ინგრეოდა, ჟანგბადი მერთმეოდა. ავტობუსი აჩქარდა და დავინახე ის გამოიქცა. მორბოდა მორბოდა და პატარავდებოდა. შემეშინდა. მაინც ვხედავდი მის სილუეტს ვეღარ ვარჩევდი ვერც მის ქერა თმას, ვერც თვალებს და ვერც მის მზერას. მაგრამ თითქოს ისევ მე მიყურებდა. ისევ მორბოდა. გაჩერებიდან გაჩერრბამდე სულაც არიყო დიდი მანძილი მაგრამ მაინც შემეშინდა. ის მიახლოვდებოდა და მიახლოვდებოდა. მე გულში თითქოს რაღაც გამენსკვა მეგონა სიზმარში ვიყავი და რომ ის ვერც ეხლა ვერ მოვიდოდა. ვერ მომიახლოვდებოდა. მისი სილუეტი იზრდებოდა და მე ის კარგად დავინახე. ავტობუსმა ნელ-ნელა სიჩქარეს მოუკლო და მერე სულ გაჩერდა. მე ისევ გაფაცივებით შევყურებდი მას. სადაცაა ავტობუსი ისევ დაიძვრებოდა რომ ის ავტობუსის კიბეზე ამოხტა და გაშეშდა. ჩვენ შორის ხალხი იყო. მაგრამ ჩვენი თვალები არ მოცილებიან ერთმანეთს არცერთი წამით. გონებაში ამას მივხვდი და გულმა გამჭვალა. მან ხალხში გამოიკვლია გზა და გვერდით ამომიდგა აი მაშინ კი თვალები მოვაცილე მას და ქვევით დავიხედე. ვიგრძენი მისი სიახლოვე. მესმოდა მისი აჩქარებული სუნთქა და თითქოს აჩქარებული გულის ხმაც მოდიოდა შორიდან. მისი ხელი ოდნავ შემეხო ხელზე და მე დენის დარტყმა ვიგრძენი მთელ სხეულში. ვიგრძენი თითქოს გაყინული გული გათბა. გაურკვევლოვამ შემიპყრო. ასეთი რეაქციები არასდროს არავის მიმართ არ მქონია და ამ უცხო ბიჭზე კი ძალიან მიკვირდა. თითქოს ის არც იყო უცხო და ვიცნობდი. არა მე მას ველოდი. ის ხომ ბიჭი იყო ჩემი სიზმრიდან რომელიც როგორც იქნა მომიახლოვდა.
მივხვდი დაჟინებით მიყურებდა. მარჯვენა მხარე მეწვოდა. მეც მინდოდა მისთვის შემეხედა. თავიდან ვერ ვბედავდი მაგრამ მერე შევძელი თავი ავწიე და გვერდზე გავიხედე. პირდაპირ მისი ნაცრიფერი თვალები შემეჩეხა. მისი მზერის სითბო გულში ჩამეღვენთა. ის ჩუმად იყო და მრავლისმეტყველი თვალებით მიყურებდა. ავტობუსი გაჩერდა და მე შევტრიალდი ძლივსძლიობით. კიბეებზე ჩავედი და ვიგრძენი ისიც უკან მომყვებოდა. გავჩერდი და უკან მივტრიალდი. ის ისევ მიყურებდა. იმ წამსვე შემოვტრიალდი და სკოლის ეზოში კიბით ჩავედი. გავბრაზდი რომ არაფერი უთქვამს. სკოლისკენ ჩქარი ნაბიჯებით მივდიოდი. სკოლაში შესვლისას უკან მივიხედე, ის აღარ იდგა. უკვე წასულიყო.



№1 სტუმარი ana

Sainteresoa gaagrdzele

 


№2  offline წევრი sopo xecuriani

ana
Sainteresoa gaagrdzele

დღეს დავდებ მეორე თავს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent