შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული წამები


7-03-2016, 19:00
ავტორი gogincha
ნანახია 1 709

ვიღებ კალამს და ვფიქრონ როგორ დავწერო, როგორ დავიწყო? როგორ გამოვხატო ან გადმოვიტანო ჩემი გრძნობები და ემოციები ფურცელზე? თითქოს აზრი მიწყდება, თითქოს ფიქრები გარბიან, ისე როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი მიილტვის თავისუფლებისკენ, ასე მივსდევ ფიქრებს თუმცა ვერ ვეწევი. ყველა ემოციაც მასთან ერთად ქრება, მე კიდევ ისე გაწბილებული ვრჩები, მრჩება ერთმანეთში არეული ფიქრები, რომლებიც ჩემს გონებას ეუფლებიან და იწვევენ მძაფრ ემოციას. ისევ, ისევ იგივე მეორდება თითქოს მინდა ისევ დავწერო, მაგრამ არაფერი გამოდის. ჯანდაბა, ჯანდაბა, ვუმეორებ ჩემს თავს, მაგიდაზე ვაგდებ კალამს ან უარეს შემთხვევაში ხელში მხვდება ფურცელი, რომელზეც ორი სტროფი იკითხება, ისიც იმავე ბედს განიცდის და ვცდილობ მის მოშორება, გახსნილი ფანჯრიდან ძირს ვარდება, რომლიდანაც ხასხასა მწვანე ფერები ჩანს, თბილი, სიყვარულით გაჟღენთილი ჰაერი ტრიალებს და ნელ-ნელა ჩემი ოთახიც ამ სისუფთავით ივსება, თუმცა მე ამას ვერ ვამჩნევ ან რას შევამჩნევ როდესაც ოთახიც და მათშორიც მეც გაჟღენთილი ვარ სიგარეტის სუნით. კვამლი რომელიც ოთახში დგას ნელ-ნელა წელზე მეხება, ჩემში ნაცნობ სითბოს ვგრძნობ, თითქოს ნაცნობი ხელებია და უნებურათ მეხუჭება თვალები, ნელ-ნელა ვარდები წარსულ ფიქრებში, მძაფრად ვგრძნობ ისევ იმ ბედნიერ წუთებას. ისევ სიმწვანეა ჩემს გარშემო, საკუთარ ხმას ვცნობ, რომელშიც ბენდიერების ნოტები ჟღერს. სწორედ ეს ბედნირების ნოტები ჩანს ნაცნობ თვალებში. ჩემთვის წმინდა და სუფთა თვალები მიყურებენ და ისევ სიმწვანეა ჩემს გულში, რადგან მწვანე სითხე ჩქეფს ჩემს ძარღვებში. მთელი ძალით ვცდილობ ნაცნობი სურნელისკენ მიღწევას, არ მინდა განაცრისფდეს, არ მინდა ბურუსში იკარდებოდეს და გზას ვერ ვაგნებდე. თუმცა ყურებში ჩამესმის თბილი და მონატრებული ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები „მიყვარხარ“ და მეც ვერკვევი ბურანიდან, ნელ-ნელა კვამლი ქრება და სუფთა ჰაერით იწმინდება ოთახი, თანდათან თვალებს ვახელ და საკუთარ ანარეკლს ვხედავ ღია ფანჯარაში, ის თვალები რომელიც ბედნიერებით ანათებდნენ გაუფერულდნენ. კვლავ ვიღებ სიგარეტის ღერს და ვუკიდებ, ისევ ნაცნობი სურნელი, ისევ მონატრებული სითბო, ახლა კი ვაკვირდები ნამწვს და ვხდები ნაცნობ სიგარეტს, რომელიც მას ეკუთნოდა, ღია ფანჯრიდან ძირს ვაგდებ და გადავყურებ სიმწვანეს, ნათელს და გამჭვირვალეს, ისეთს როგორიც ჩემი თვალები იყო, უნებურად მეღიმება, საკუთარ ბედზე მეღიმება, ეს ხომ ის სისუფთავე იყო რომელიც ეგოსტურად მარტო მე მეკუთვნოდა და ჩემი აღარ არის. უკან, უკან ვბრუნდები, ალისფერ კვამლიან ოთახში, ისევ მე და ჩემი ნაწერები. თუმცა განუწყვეტლივ ჩამესმის თბილი და მონატრებული ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვები „მიყვარხარ“ და მე კვლავ კითხვა მიჩნდება ღირს კი რაიმეს დაწერა და გადმოტანა ფურცელზე, იქნებ ჯობს ყველაფრის ასე დატოვება?



ჩემი მწვანეებო მოკლედ ეს ჩემი ნაჯღაბნია არვიცი რა გამოვიდა პირველად მომინდა დამეწერა ჩანახატი ან რავიცი რას დაარქმევთ და მომესინჯა ძალები ძალინ გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ თუ არ ვარგა და ჩემგან ამ მიმართულებით არაფერი გამოვაა აღარ შევეცდები ამ სტილით დაწერას. მადლობა



№1  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 


№2  offline წევრი gogincha

kakulia
კაარგიააააააააა heart_eyes

მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent