შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მახინჯი ვარ


7-03-2016, 19:47
ავტორი ელლ
ნანახია 2 167

ვდგავარ ჩატეხილი სარკის წინ, რომელიც ორი წუთით ადრე ჩემგან ნასროლმა ჭიქამ ჩაამსხვრია. თუმცა სარკის ნაწილებში მაინც იკვეთება სიმახინჯე. სახეს ამჩვნევია წყლულები, რომლებიც დაგროვილ სისხლსა და ჩირქს კიდევ უფრო გაუმსხვილებია და რბილი კანი მიუჩქმალავს. ვცდილობ, გავიხსენო როგორი ვიყავი დამწვრობამდე , მაგრამ სტრესული მდგომარეობა ხელს უშლის მეხსიერებას წარსულის აღდგენაში. მშობლები მთავაზობენ, ჩემი ძველი ფოტოების დათვალიერებას , რათა მომხდარი აღიდგინოს გონებამ. მე უარს ვამბობ და ყოველ გამოწვდილ ფოტოს ვკუჭავ, მთელი ძალით, რადგან ვიცი , რომ ტკივილი გამიასმაგდება თუ ფოტოზე ლამაზ „მეს“ ვნახავ.
ალბათ, ადრე ფიზიკურობას გამორჩეულ ყურადღებას არ ვაქცევდი. მაგრამ, ღმერთო ჩემო, ახლა რა ვუყო ჩემს წინ არსებულ მონსტრს, რომლის შემხედვარე გული მერევა. არც იდიოტური გამამხნევებელი ფრაზების მოსმენა მამშვიდებს , „თითქოს სული სხეულზე ძვირფასია, მთავარია შინაგანი ღირსება გქონდეს და ფიზიკურობას სულაც არ აქვს მნიშვნელობა“. კარგით რა, რა ზღაპრებს მიყვებით. რეალობა ერთია, თუ მახინჯი ხარ, ყველას ფეხებზე ჰკიდია შენი შინაგანი სამყარო. აუტანელია შენკენ წამოსული ზიზღით აღსავსე მზერები, რომელთა გონებაში მხოლოდ ერთი აზრი ტრიალებს -„ ღმერთო რას ჰგავს“.
იმის იმედი მქონდეს , რომ ნამდვილი სიყვარული მიხსნის? რომ ვიღაც ბარათაშვილისეული სიყვარულით შემიყვარებს, რომელიც არა სილამაზეს , არამედ სულთა კავშირს ეყრდნობა? არ მჯერა, ამ ყველაფრის არ მჯერა, და ტატომაც კარგად იცოდა , რომ ასეთი სიყვარული მხოლოდ ოცნებასა და წარმოსახვაში არსებობდა, ის ჩემზე უბედური იყო, რადგან სწორედ სილამაზემ , მატერიალიზმმა განსაზღვრა მისი სიყვარულის ცალმხრივობა, და ამ ცალმხრივობით მთელი სიცოცხლე იტანჯებოდა. მეც იგივე მელის, თუ მექნება იმედი იმისა, რომ ჩემკენ ვინმე გამოიხედავს თბილი , სიყვარულით აღსავსე თვალებით.
ამიტომაც ჩემს გულგრილობას სიყვარულის მიმართ ბოლომდე შევინარჩუნებ. არ დავიიწყებ ბანალურ ფრაზებს , რომ სიყვარული მიჩვევაა და ბლა, ბლა ბლა....
არა!!! ადამიანთა სიყვარული მხოლოდ ეგოიზმზეა დამყარებული და ეს ეგოიზმი ნებისმიერ სწორად შერჩეულ სიტუაციაში გამოიჩენს თავს. ჩემი მშობლებისგან ეს უკვე ვიგრძენი, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, მაგრამ მე ვხედავ რომ დედაჩემის გული ჩემს ჩახუტებაზე სხვანაირად ძგერს, მამა კი ერიდება , რომ შუბლზე კოცნით დამემშვიდობოს სახლიდან გასვლის წინ.
სარკეში ვხედავ, ამ ფიქრებისას ცრემლები როგორ ეცემა ღაწვებს და ვგრძნობ ჩემს სასოწარკვეთილებას, ჩემს ტკივილს , რომელიც მანდომებს ვიღრიალო და ვიბღავლო ერთად . საკუთარი უძლურების შემხედვარე, მკერდის მარცხენა მხარეს მფეთქავი ორგანო შუაზე მეხლიჩება. სარკის ნატეხს ვიღებ და ვენებთან მიმაქვს. ვხვდები , რომ ჩემი ცხოვრება მხოლოდ სიძულვილითა და ამრეზით იქნება გაჟღენთილი, ამიტომ მინდა , რომ მოვკვდე, მაგრამ ისევ და ისევ სისუსტე..... ნატეხი ხელიდან მივარდება და იქვე კედელზე მიყრდნობილი ვიჩოქები. სახეს ხელებში ვრგავ და გულამოსკვნილი ვტირი. ოღონდაც არ მითხრათ , რომ ცხოვრება მშვენიერია



№1  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ახლა კი აი რატომ მხოლოდ ერთი ვარსკვლავი, არ მიყვარს წუწუნა, პათეტიკოსი გოგონები.
"ვიღაც ბარათაშვილისეული..." ფუ, angry ნუთუ სიყვარულშიც მკვდარს უნდა მიბაძონ? განა ცოცხალთაგან ღირსეული არავინ დარჩა? ჰო, მართლა მახინჯი ხარ, მაგრამ აზროვნება გამახინჯებს და არა დამწვარი სახე და კიდევ ნუ სტყუი, ჩემთვის ნამდვილად არ გაკარგდები( ბოლო და კავშირის შემდეგ იუმორი იყო) wink

 


№2  offline წევრი ელლ

რას ვსტყუი? მკვდრის მიბაძვა არაფერ შუაშია, მე ფაქტს აღვნიშნავ, ეს ჩემი აზრია. წუწუნი სად შეამჩნიე? მე უბრალოდ ჩემი დამოკიდებულება გამოვხატე. რა არის შენთვის ღირსება? რაც ჩემთვისაა, მას ვერავიში ვამჩნევ. და ის რომ ადამიანთა სიყვარული დიდი ეგოიზმია, ამას მკაფიოდ ვხედავ და აღვიქვამ.

 


№3  offline მოდერი წითური გოგონა

უბრალოდ ჩემი ბელა ასეთი სათაურისტვის როგორ გაიმეტე? მეწყინა recourse
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№4  offline წევრი ელლ

წითური გოგონა
უბრალოდ ჩემი ბელა ასეთი სათაურისტვის როგორ გაიმეტე? მეწყინა recourse

ბელა?

 


№5  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ჩემთვის ღირსებაა არ მქონდეს ზედმეტის იმედი. მივიღო ის, რაც მიბოძა ღმერთმა და არასდროს ვეძიო წარსულში ის, რისი პოვნაც აწმყოში შეიძლება. არავითარი ფაქტები, ერთადერთი ჭეშმარიტი ფაქტი ჩემ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი და მიღებული გადაწყვეტილებაა. არ მაინტერესებს წარსულში ვინ რითი იყო მისაბაძი, მე აწმყოში ვეძებ მისაბაძთ და კიდეც ვიპოვი. ჩემი ღირსება ჩემ მიერ აწმყოში ნაპოვნი თითოეული იმედის ნაპერწკალია. რომ დაინახო, უნდა გსურდეს, შენ გსურს დაინახო სხვაში ღირსება?! აი აქ ეძებე პასუხი

 


№6  offline წევრი ელლ

აი ზუსტად მასე ვაზროვნებდი რამდენიმე თვის წინ, და ახლაც მომინდა რომ ასე ვაზროვნებდე, ვინ იცის იქნებ დავიბრუნო და შევისისხლხორცო მსგავსი იდეები ოდესღაც

 


№7  offline მოდერი წითური გოგონა

.... ...
წითური გოგონა
უბრალოდ ჩემი ბელა ასეთი სათაურისტვის როგორ გაიმეტე? მეწყინა recourse

ბელა?

ფოტოზე კრისტენ სტიუარტი არის გამოსახული და მისი ერთ-ერთი ცნობილი ფილმიდან 'ბინდი' მას ჰქვია ბელა. ალბათ მიმიხვდი და თუ ვერა დაგუგლე მისი სახელი და გვარი...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№8  offline წევრი ელლ

ახლა გასაგებია , ისე ჩანახატზე რას ფიქრობ წითურო გოგონა, შენი აზრი მაინტერესებს ძალიან

 


№9  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

აბა რა გითხრა, ახლოს რომ იყო შემოგილაწუნებდი, მაგრამ აქ მხოლოდ ის შემიძლია გითხრა რომ მშიშარა ხარ, სირთულე შეგხვდა და უკან დაიხიე, გაიქეცი და აბდაუბდას მიედმოედები.
მე გამოგიწვდი ხელს და ამოგიყვან შენი შიშის სამყაროდან, ჩამკიდებ ხელს?

 


№10 სტუმარი ...............

yvela ver ibrdzolebs,tu amas ibdzloda hqvia saertot -.-

 


№11  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ბრძოლა ყველას შეუძლია. აი ყველა რომ არ ისურვებსო რომ გეთქვათ დაგეთანხმებოდით.

 


№12  offline წევრი ელლ

Chagkideb xels, magram utuod unda amomiyvano am chaobidan

ello1997
Srulyofili veravin ver iqneba. Srulyofilebis adgili muzeumshia da ara yoveldgiurobashi. Swored amashia cxovrebis simshveniere... Rom tkivili bednierebis ganmsazgvreli cnebaa...

srulyopileba ragastan dakavshirebit, vin axsena saertod srulyopileba?

 


№13 სტუმარი ...........

da tu daigale ra unda qna lazare 13?

 


№14  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

მე არ დავიღლები, არც მოვკვდები, არც გავქრები სანამ იარსებებს ვიღაც, ვინც ხელ ჩამკიდებს, ვინც მენდობა. რატომ?! იმიტომ რომ არასდროს მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან, იმიტომ რომ ასეთია ჩემი ცხოვრების გზა, მე არ გავიქცევი, არ შემეშინდება, არავის მივატოვებ რადგან ასეთი ვარ მე და ასეთი ვიქნები გარდაცვალებამდე. bully ანიმესაც შეუძლია გასწავლოს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი, მეგობრობის, ერთობის და სიყვარულის ძალა უძლეველია! და მე ამ ძალებით ვიბრძოლებ თუნდაც მარტო. უგანგებოდ ვერას მიზმენ, შეცამებან ხმელთა სპანი. ჩემ განგებას კი მე განვაგებ

 


№15  offline წევრი ელლ

Aba shen ici, vnaxot ris shecvlas moaxerxeb

 


№16 სტუმარი ..............

albat es kargia••

albat es kargia ""

 


№17  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ყველაფერს შევცვლი რის შეცვლასაც შენ მოინდომებ smile

 


№18  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent