ყოველდღიურობა
ის დღე, ღმერთო ის დღე იყო ისეთი მშვენიერი და სასწაულებით მოცული, არც მიკვირს რადგან ეს დღე ხომ მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ დგება. იცით სასწაულში არ იგულისხმება ბოროტი ჯადოქრები და ფერიები, სასწაული ეს არის ის სიტყვა რასაც ჩვენ ვეძახით ყველაფერს რაც გასაოცარი, მომაჯადოებელი და მშვენიერია. იცით ისევ შეცდით მკითხველო, გაიფიქრეთ ისეთი რაღაცა რასაც არ ვგულისხმობ. სასწაული არის ყველგან ჩვენ გარშემო. მზის ამოსვლა, გაღვიძება, დაძინება, სუნთქვა, ბავშვის გაჩენა, ეს ყველაფერი სასწაული არ არის? მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო თვითონ სიცოცხლეა სასწაული. ყველა დილა თითქმის ერთნაირად იწყება: მაღვიძარა, აბაზანა, ჩაცმა შემდეგ სკოლა ან სამსახური. ეს ყოველდღიურობა კი გვანადგურებს. ყველა ჩვენთაგანი ეძებს თავის ცხოვრებაში რამეს ან ვინმეს განსაკუთრებულს, რომ შეცვალოს მისი ყოველდღიურობა და საინტერესო გახადოს ის წუთისოფელი რომელშიც ყველა ერთად ვართ გაჭედილი. ხოდა მეც მოგიყვებით ერთ დღეზე რომელმაც ჩემი ყოველდღიურობა შეცვალა, და მერწმუნეთ ვერასოდეს ვერ იქნება ჩემი ცხოვრება ისეთი როგორიც ამ დღემდე იყო. და კვლავ გათენდა ერთი უაზრო და არაფრით განსაკუთრებული დილა ჩემს ცხოვრებაში, მაღვიძარას აუტანელი ხმა, „ადექი დროზე სკოლაში გაგვიანდება“ , როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი თქვენ ვერ წარმოიდგენთ. უბრალოდ მინდა ერთ დღეს გავიქცე ამ ყველაფრისგან და უკან აღარ მოვიხედო, მოვწყდე ამ ყოველდღიურობას და გავხადო ჩემი ცხოვრება თუნდაც ცოტა ხნით ლამაზი და მრავალფეროვანი. დადგა ის დღე 29 თებერვალი რომელიც მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ დგება, უბრალოდ ჩემ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია, რადგან დღემ რომელიც ფაქტიურად არ არსებობს შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამინდმა, რომელიც უბრალოდ იდეალური იყო და ჩემმა ხასიათმა გადამაწყვეტინა რომ გამეკეთებინა რაღაცა საინტერესო და დაუვიწყარი ჩემს ცხოვრებაში. არაფერი ისეთი, მთაწმინდაზე ავედი და თბილისს შევცქეროდი. რა ლამაზია ყველაფერი შორიდან, რა უბრალო და ჩუმი ჩანს, არადა მე ხომ ვიცი რომ ესე არ არის. ქალაქში ქაოსია და თითქმის არავინ არ იცის დალაგებულად სად მიდის, ან რა მიზანი აქ იმ რაღაცის გაკეთებას, უბრალოდ რობოტებივით დაპროგრამებული ხალხის მასა ასრულებს იმათ სურვილებს ვინც მართლა იცის რა უნდა ამ ცხოვრებისგან და გაუნათლებელ ხალხს საშენ მასალად იყენებს. ესეთ ფიქრებში ვარ როცა თმებზე პატარა თითებით ზეწოლა ვიგრძენი. გავხედე და ნამდვილი ანგელოზი მეგდა წინ. მიღიმოდა და ზევით ერთი პატარა კბილი უჩანდა. თითქოს რაღაცას მიყვებოდა მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერს მივხვდი. უბრალოდ შევყურებდი ამ ანგელოზს და წინასწარ შემეცოდა იმ ტანჯვისთვის რისი გავლაც მოუწევს ცხოვრების მანძილზე. მეც გავუღიმე და მივხვდი რომ სიტყვები არ არის საჭირო იმისთვის რომ ვიღაცას „სულში ჩაწვდე“. ამ დროს გამოვარდა ქალი და ჩემ ციდან მოვლენილ ანგელოზს თმებში წვდა და ყვირილი დაუწყო, შემდეგ მე მომიბრუნდა და ბოდიში მომიხადა თავისი შვილის ესეთი საქციელისთვის, რომ შემაწუხა, მე კი ვუხსნიდი რომ ეგრე არ იყო როგორც მას ეგონა, მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ქონდა ჩემი ანგელოზი ტიროდა, დედამისმა კი წაიყვანა და აი ესე მარტივად დამტოვა ანგელოზის გარეშე. ამის შემდეგ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ის აზრი რომ ხალხმა უბრალოდ „გარეკა“. არ ვიცი ამ სიტუაციას სხვანაირად რა უნდა ვუწოდო. ეს ადგილი შემძულდა, რადგან მიწა ჩემი ანგელოზის ცრემლებითაა დანამული, რომელიც ისევე როგორც ყველა ამ წუთისოფლის უსამართლობას ეწირება. პ.ს დააკომენტარეთ როგორია <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.