შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დამსხვრეული იმედები


17-03-2016, 17:42
ავტორი giorgi avetsvashvili
ნანახია 1 948

დასაძლევად რთული ცხოვრებისთვის გვეხმარება გავლებული იმედის ზღვარი!
იმედია ხსნა! ცხოვრება თვით იმედია.
ადამიანთა იმ კატეგორიას რომელიც ცხოვრებისეული ტკივილის ტალღებით კლდის პიკზე იმყოფებიან აცოცხლებთ მხოლოდ იმედი, იმედის საშუალებითაა, რომ ყოველი ჩვნეგანი მიისწრაფის სულიერი, ზეციური ამაღლებისაკენ, მხოლოდ იმიტომ რომ მან დაიმკვიდროს ცათასასუფეველში ადგილი, რადგან აქვს იმედი ღირსეული ცხოვრებით დაიკავებს სამუდამო სიმშვიდეს!
მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ
ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან
ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი.ვფიქრობ ადამიან იმედი ცხოვრების პირველი ნათელი წვეთის დანახვისთანავე უჩნდება.
უიმედობის ზღვაზე აღომოჩენილნი ყოველთვის განწირულნი არიან, მათ არ აქვთ მიზანი, ცხოვრებაში რაც ფარხმალს აყრევინებს და ბრძოლიუუნარობას უყალიბებს, ცხოვრება თამაშია რომელიც უამრავი გამოცდებითაა სავსე, მთავარი კი ისაა თუ ვინ შეძლებს გაართვას მათ თავი, ისე რომ არ გადაუხვიოს ცხოვრებიოს სწორი ნათელი გზიდან.
ჩვენ არ შეგვიძლია ვიფიქროთ, ვიგრძნოთ, ვიყოთ ან ვიმოქმედოთ მიზნის გარეშე, რათა მიზანია დასაწყისი იმედის! ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ რაიმე არ მიდის კარგად და გაურკვეველია თუ როგორ შეიცვლება ვითარება, თუმცა იმედი ზუსტად ხსნის მას, შლის შიშსა და სასოწარკეთილებას, იმედი საშუალებას გვაძლევს
გავხდეთ შემოქმედები და გვარწუნებს, რომ მომავალი უკეთესი იქნება.
ადამიანთა წრეში ყოველთვის ვამყარებთ რომელიმე ჩვენს იდეალზე იმედს, თუმცა არავინაა დარწმუნებული თუ როგორ გაამართლებს იმ ერთადერთს რაც გვაქვს იმედი. როდესაც მიდიხარ მზისგან განსხივოსნებულ გზაზე სადაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია მოფენილი ძნელია იქ არ გქონდეს იმედი, რომ ამ გზის დასარულში გველოდება ბედნიერი ცხოვრება
და დაიწყება ის ხანა სადაც უბრალოდ ყველა ბედნიერი და არავინ კვდება, თუმცა ადამიანთა აზროვნების პიკმა იქამდე ვერ მიახწია, რომ მათ სიკვდილისგან და ბნელით მოცვილი ცხოვრებისგან სწორედ იმედი იხსნით, "იმედია ხსნა თანჯვისგან" არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრების ბილიკები ამაღლებისკენ მიექანება თუ დაღმავლობისკენ მას მაინც არ აქვს უფლება რომ არ ქონდეს იმედი!
ვიხედები გვერძე და ვხედავ იმედ წართმეულ საზოგადოებას, ხალხს რომელსაც დაუკარგავთ იმედი მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრებაში ერთხელ წაიქცნენ, ერთხელ გაიგეს მიწის გემო, და რთხელ წააგეს ბრძოლა ცხოვრებასთან, მოდის მოხუცი მხრებ ცამოყრილი, ამდენი დარდისგან გატეხილი, დატანჯული, ნიღბით შემოსილი და იმედ წართმეული, მაგარამ უბრალოდ
ზოგს ვერც გაამტყუნებ მხლოდ იმიტომ რომ მათ არ აქვთ იმედი სამოთხის არსებობის, როდესაც ადამიანი გამოივლი ამდენ დამცირებას, რალატს, ტკივილს რთული გჯეროდეს რომ სადღაც არსებობს სამოთხე და გქონდეს იმედი უკეთესი მომავლის, თუმცა ვფიქრობ იმედი ამაღლებს ჩვენს სწრაფვას სულიერი სიმშვიდისკენ.
ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი დარტყმაა როდესაც გემსხვრევა იმედი, ის ერთადერთი რაც აქამდე სულგიდგავდა და შენს ცხოვრებას უფრო ლაღსა და ლამაზს ხდიდა, ამ იმედებს კი ისევ ჩვენ ვამსხვრევთ ხალხთა სეუბრალებელი, სასტიკი, დაუნდობელი ბრბო, ალბათ იმიტომ რომ არც მათ ქონიათ იმედი!
ადამიანი ჩასწვდე ამ სიტყვის -იმედის ნამდვილ ჭეშმარიტებას არ არის მარტივი, თუმცა უნდა გწამდეს მისი,არ ვიცი რატომ, თუმცა ცხოვრება ბევრად წინაა წასული როდესა ადამიანს გაგაჩნია რწმენაც და იმედიც. რწმენა ხომ გვეხმარება ადამიანებს გავავლოთ ზღვარი კარგსა და ცუდს შორის, რათა არ გავხდეს სისაძაგის ნაწილნი, შემდეგ კი მოვიხედოთ მომავლის
ბილიკებიდან და ვტქვათ, რომ მე უიმედოდ ვცხოვრობდიო, მაშინ როდესაც უბრეალოდ შეეძლო ეწამა იმედის ქონის, როდესაც ტყდება შენს სულიერ-შინაგან სამყაროში იმედი შეიძლება იგრძნო უდიდესი ტკივილი, გეგონოს თავი მარტოსული, ცხოვრება გახუნებული ერთფეროვანი მოსაწყენი, და უბრალოდ არაფრის მომცემი მოგეჩვენოს შავთეთრ ფერებში, თუმცა
კაცობრიობის პრობლემა ზუსტაად ისაა რომ ვერ ხვდებიან ესაა მათი გამოცდაა, რათა დამსხვრეული იმედის შემდეგ შეიქმნან თავიაანთ ქვეცნობიერში ახალი მყარი, შემდგარი იმედი.შეიძლება ბევრი ვერც გაამტყუნო რადგან არ იცი რა გადაიტანეს მათ, და მათ დარდს ვერ ჩაუღრმავდე თუმცა თუ არა იმედი აბა რაღა გვაცოცხლებს ჩვენ კაცთა მოდგმას ამ ქვეყნად სადაც მუდამ მდინარეობს
ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის, ვინაიდან იმედია ხსნა, მაშინ ისააა ნაწილი ბოროტებაზე გაბატონებული სიკეთისა,
უიმედო ადამიანი ვერ ხედავ იმას რაც მას ბედმა არგუნა, თუ რამდენი რამ გააჩნი ბედნიერების კოლოფის შესავსებად, რადგან მას თვალთა ხედვაში ნისლი აქვს ჩამოწოლილი და სულ მთლად გადაებურა შიში იმისა, რომ ის ახლომომავალში დაეცემა და ვერ დადგემა მტკიცედ ნიადაგზე, თუმცა ადამიანს რომელსაც გააჩნია იმედი ის არ უშინდება არავის არაფერს და ცხოვრების
არცერთ ეტაპზე უკან არ იხევს, მისი ცხოვრება კი ფერადი, აზრიანი, მრავალფეროვანი და ღირსეულია, ვფიქრობ როდესაც ღმერთმა გააჩინა ადამიანი მას მაშინვე ჩაუნერგა იმედი რათა რაც შეიძლებ უფრო დიდ ხანს გაეძლო ამ ცოდვილ მიწაზე, ამიტომ გვქონდეს იმედი რათა ვიყოთ ამაღლებული სულისა და დიადი თვისებების კაცთა მოდგმა! იმედი ეს არის
ერთადერთი ნათელი წერთილი სიბნელეში.....



№1  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent