შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არარაობებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!..


20-03-2016, 20:31
ავტორი ელლ
ნანახია 1 632

ისევ იმ სევდიან მუსიკას ვრთავ, დასანახავად რომ ვერ ვიტან, მაგრამ ამ წყეულ სულს უნდა მელოდიამ მაინც მოჰგვაროს შვება და შინაგანი ტკივილი ნოტებში გაჟღერდეს.
ის დიდი იმედი, რომილიც ელვარებდა და ძალას მაძლევდა გაქრა. ჯერ კიდევ დილით ვანუგეშებდი, მხნეობას ვმატებდი ჩემს თავს და სიმწრის ღიმილით ვაცხადებდი , შენი გონება შენვე უნდა მართო მეთქი. სულ ასე მემართება, რამდენიმე საათიც კმარა ჩემი სულისკვეთება რომ ჩაიფერფლოს და მელანქოლიის მძიმე განცდა ტვირთად დამაწვეს.
ისევ სიყვარულზე მეფიქრება. და ჩემს აზრებს ამრეზით ვათვალიერებ. ყველა სხვადასხვა ტონალობაზე გაჰყვირის : ღირსი არ ხარ.
მართლებიც არიან, ვერ გავამტყუნებ, ეს გრძნობა არაა ჩემთვის შექმნილი და ეს სულ რამდენიმე თვის წინ გავიგე. როცა მეგობარმა კითხვა დამისვა შევიყვარებდი თუ არა მახინჯს ან მეტისმეტად ღარიბ ადამიანს. როცა ეს კითხვა ჩემი გონების სიღრმეს ჩაწვდა , ოცნებები და წარმოდგენები, რომ მექნებოდა ზღაპრული სიყვარულის ისტორია მდიდარ , სიმპატიურ ბიჭთან დაიმსხვრა.
რომ დაფიქრდე, ადამიანისნაირ ამაზრზენ არსებას ვერსად ნახავ. ჩვენ გული გვერევა გველებზე, მატლებზე, ჭიაყელებზე და არა ერთმანეთზე. აი ესაა მსოფლიოში ყველაზე დიდი პარადოქსი. სულ , სულ ოდნავ მაინც რომ ფიქრობდეთ აზროვნებდეთ, საკუთარ სულებში ხელებს რომ აფათურებდეთ, ცხოვრება, მართლაც, მშვენიერი იქნებოდა და, ალბათ, მეც ვიპოვიდი ჩემს მონათესავე სულს.
ხო კიდევ, დილით გენიალური აზრი მომივიდა. თქვენს გაგიზიარებთ, უფასო რჩევის სახით. თავი დაანებეთ მათ, ვისაც თქვენი არ ესმით. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ხანია იცნობთ და რამდენი ტკბილი წუთები გაქვთ მასთან გატარებული. უბრალოდ თავი დაანებეთ, ნუ ეცდებით და ნუ გაქვთ იმედი იმისა, რომ ის ოდესმე შეძლებს გექცეთ თანამოაზრედ. რადგან , როცა ბოლოს მიხვდებით , რომ იმედი ვერ გაგიმართლათ დაგეწყებათ დეპრესია და მსგავსი უბედურებები, ხოდა აუტკივარ თავს ნუ აიტკივებთ.
ვიცი, ახლა იდიოტობების წერას დავიწყებ, მაგრამ მაცადეთ რა, ჩემს მარტოობას ამით ცოტათი მაინც დავთრგუნავ.
მთელი დღეა ტელივიზორს ვაწვალებ და წესიერი გადაცემა ვერ ვნახე რომ ვუყურო, არადა დილით საკუთარ თავს პირობა მივეცი , რომ ბევრს ვიმეცადინებდი, თან ბეჯითად. მაგრამ , როცა დავაკვირდი წიგნს, რომელიც უნდა წამეკითხა და მისი გვერდების რაოდენობი არა სახარბიელო აღმოჩნდა , ხასიათი წამიხდა და ჯანდაბამდე გზა ჰქონია ყველაფერს მეთქი.
მაინც ვერ ხვდები ადამიანები განათლებას რატომ ესწრაფვიან. ნუ პირველი მიზეზი , ჩემი აზრით, ფულია, მაგრამ რით ვერ შეედის ჩვენს თავებში , რომ სულს ბედნიერებისთვის მატერიალიზმი არ სჭირდება, მას რაღაც ფასეული , ამაღლებული სწყურია , რასაც მე და ჩემი სული ვეძებთ და სამწუხაროდ ვერ ვპოულობთ. ზოგი ცოდნას იმისთვის ეწაფება , რომ საზოგადოებაში ლაყბობა დაიწყოს ვითომდა საკაცობრიო თემებზე და ადამიანთა შექება თუ კეთილგანწყობა დაიმსახუროს.
მაგრამ მე გეტყვით, რომ „ჯაყოს ხიზნები“ მაქვს წაკითხული და თქვენაირები თეიმურას მაგონებთ. კიდევ გეტყვით , ოღონდ ჯაყოს, და არა ჩემი ტონით - „გჩორტუ განათლება, გჩორტუ“.
კიდევ იცით რა მაკვირვებს, ამ მცოდნე ხალხს რომ ვაკვირდები სიღრმისეული აზროვნების ჩირქიც არ სცხიათ. მიედ-მოედებიან რაღაცებს. რა უბედურება და პრანჭიაობაა მათი ტვინის წამღები ბლა ,ბლა, ბლა. უკიდურესად საშინლად დაძაბულად საუბრობენ , ამით კი ყურებს მიგუბებენ და ტვინს მატკიებენ.
ხო მიდით, დაააბრალეთ ჩემი აზრები ჩემს უცოდინრობასა და გაუნათლებლობას.
ეჰ არარაობებო ყველა ქვეყნისა შეერთდით და ხრამში გადაიჩეხეთ. რა მნიშვნელობა აქვს დედამიწა თქვენი სულებით თუ თქვენი გვამებით აყროლდება.
ახლა მომეშვა, დაილოცოს დამწერლობის მომგონი



№1 სტუმარი Mehidos achrdili

Pirvel rigsi momewona 'bla bla bla',ar miyvars sityva 'melanqoliki' radgan 'flegmatiki' var,tkvivili tkivili da isev tkvili mgoni siberemac ki gagaswro..siyvaruli,es xom saertod ar arsebobs da idealuri siyvaruli?es saertod rogor moipiqres,idealuri xom araperia?!mag araraobebidan cota chemi nacnobia amitom sheuracxyopa momayene..xo..

 


№2  offline წევრი kakulia

კაარგიააააააააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent