შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ნათელისთვის.


3-04-2016, 18:48
ავტორი elenka
ნანახია 1 437

ხანდახან ვფიქრობ, რა მაგარია სიბნელე, როცა ვერაფერს ხედავ, სადა ხარ, რას აკეთებ, რა ხდება შენს ირგვლივ... სად მიდიხარ, რა გინდა, რას ეძებ, რატომ ეძებ... როცა შენი თვალსაწიერი შავი ფერით ივსება, თითქოს ეს სიშავე შენშიც აღწევს და უკუნეთი სიბნელე იჟღენთება შენს სხეულში, ისევე როგორც სხეულის გარეთ. თითქოს სამყაროს უეცრად ცეცხლი წაეკიდა და შენ, უკვე ჩამქრალი ცეცხლის ნაკვერჩხალში დგახარ... ხედავ, საიდანღაც მაინც ბჟუტავს სინათლის ნაპერწკალი და თვალს გჭრის. თაიდან გინდა, ეს ნაპერწკალიც ნაცრად აქვიო, ფეხით გასრისო, გადაუარო და საბოლოოდ ჩაიწვა კუპრივით შავ ფერფლში!.. მაგრამ, რატომღაც ამას არ აკეთებ! რატომღაც გონება სხვას გკარნახობს, ფეხებიც აღარ გემორჩილებიან და ჯიუტად მიიკვლევენ გზას სინათლისაკენ! მიდიხრ, მაგრამ არ იცი სად! არ იცი როგორ! არც ის იცი მიაღწევ თუ არა იმ ბჟუტავ ალამდე, მაგრამ მაინც ისწრაფვი!.. ეს იგივეა, ბრმა ჯოხის გარეშე გაიქცეს ტყეში... დიახ, ამ დროს შენც ვერფერს ხედავ, მხოლოდ საიდანღაც ისევ გამოკრთის ის მაცთუნებელი ნათელი. თანაც არც იცი, ახლოსაა იგი, თუ ქვეყნის დასალიერში. ბრმაც ასე ხედავს პატარა შუქს მთელი ცხოვრების განმავლობაში და ცდილობს ეს ნაპერწკალი დიდ ცეცხლად აქციოს, გააბრდღვიალოს და მერე ამ სინათლით და სითბოთი დატკბეს... დიახ, ამისთვის იბრძვი შენც!.. უკუნეთ სიბნელეში ვერფერს ხედავ - ვერც კენჭს, ვერ ქვას, ვერც ლოდს და ვერც უზარმაზარ, საზარელ კლდეს, რომელიც შეიძლება, სინამდვილეში, შენს ცხვირწინაა, ან შეიძლება ცოტათი შორს, ან სულაც ჰორიზონტს მიღმა, გზის დასასრულს და სწორედ მაშინ გადაგეღობება, როცა გეგონება, რომ როგორც იქნა მიხვედი იმ ერთიციცქნა შუქურამდე, რომელიც აქამდე გზას გიკვალავდა, ოღონდ, არა სინათლით, არამედ, იმედით! იმედით, რომ შეძლებდი თითქმის უკვე მიმქრალი ალის გაღვივებას, აგიზგიზებას და ყველაფერს დაინახავდი!.. დაინახავდი შენს ტანჯვით გამოვლილ , ნაცრიან გზასაც და მიხვდებოდი, რომ ღირდა ცხელ ნაკვერჩხალზე ბობღვა... ხოხვა... ღირდა უკუნთან ჭიდილი, რომ მერე ერთბაშად შეგეგრძნო სინათლის სიამე! და აი, უცბად ეს ვერაგი კლდე ცდილობს ამ ყველაფრისაკენ მიმავალი გზა ჩაგიხერგოს! გაგაშეშოს! მუხლებზე დაგამხოს და ასე მარტივად გათქმევინოთ უარი სიცოცხლის ახლიდან დაწყებაზე! სამყაროს სხვა თვალით აღქმაზე! მაგრამ შენ!..შენ... ვინც აქამდე მოხვედი... მობობღდი.. მოხოხდი... ამას არ იზამ! არა, არც ერთ შემთხვევაში არ იზამ! არ დანებდები და იმ მბჟუტავ ალს იმედგაცრუების ცრემლით არ ჩააქრობ!.. ისიც ხომ შენსავით იცდის, ებრძვის დაუნდობელ ჰაერს და გელოდება შენ! ისევე როგორც, შენ ელოდები მას! ჰოდა შენც უბრალოდ ადექი, თავი ასწიე, და როცა იგრძნობ იმ საშინელი კლდოვანი წვეტის ჩხვლეტას, უბრალოდ მოამტვრიე!.. ან მოაგლიჯე!.. ან თუნდაც აიტანე ტკივილი ტკივილი, რადგან ეს იმედგაცრუების ტკვილი კი არა, მოახლოებული სიხარულის, ბედნიერების ტკივილია! რომელიც აუცილებლად გაივლის!..



№1  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent