და მაინც ივნისის ცამეტია...
"და მაინც ივნისის ცამეტია" მე და შენ ისევ ზღვის პირას ვსხედვართ, ისევ გავყურებთ კამკამა წყალზე არეკლილ ღამეს. შენ ისევ ჩემი გქვია და მე ისევ შენი, როგორც სამარადისოდ დაწერილი კანონი, რომ 'დღეს ივნისის ცამეტია, ვიდრე ადამიანთა ცრუ რწმენა რომ მე და შენ "ჩვენ" ვართ.' ისევ მახსენდება შენი მეტყველი თვალები და ვგრძნობ, რომ შტორმი ხარ დაუცხრომელი, მოუდრეკელი, ძლიერი და მერე თითქოს იფანტები, ღამის ბურუსს მიყვები, მაგრამ არ გიშვებ, არ გიშვებ ხელს ისე გიჭერ, რომ შენს პულსაციასაც კი ვგრძნობ. ისიც დაუნდობელია შენსავით, მძაბავს, მბოჭავს და მერე ყველაფერს ანათებს. ჩვენში დაუკითხავად შემოჭრილი სიყვარულით აღსავსე ბედნიერების წუთები, მერე ისევ სიო ცოტათი გრილიც და თბილიც აი, ისეთი შენს შეხებას რომ გავს. ზაფხულის პირველი თვე, რიცხვი ცამეტი და ჟრუანტელი. წვიმიან დღეს ზღვის ნაპირას ნაცეკვი ცეცხლოვანი ტანგო, მოპარული პირველი კოცნა, ჩვენი ცეკვისგან დამონებული თვალები, შენი ღიმილი და მიწის სურნელი. ვხვდები, ჩემში როგორ იჭრება გრძნობების ეიფორია და ვცხელდები. მერე, ნელ-ნელა მივიწევ ზღვისკენ და ვგრძნობ როგორ იფარება ჩემი ტანი წყლით. სიცივისგან მაკანკალებს... ჩემი თმები კი ისევ გრძნობენ შენი თითების სითბოს . ჩვენ შორის დრო ჩერდება , წამი წამს აღარ გავს და 'მე' მე-ს და მაინც სიცივეა უმოძრაო, უმოქმედო. მინდა ვიტირო და ვიგრძნო როგორ სველდება ჩემი ლოყა და ათრთოლებული ტუჩები ცრემლით. ჩვენს შორის დრო ჩერდება. " წელიწადის დროაზაფხული. წელიწადის დრო, როცა სხვანაირი სურვილები ხდება. სურვილი წახვიდე, გაქრე, გაიფანტო. სურვილი ერთად წახვიდეთ, გაქრეთ." ახლა ისევ ივნისის ცამეტია, ისევ წყნარი ღამე, ისევ ზღვაში ვარ როგორც, მაშინ ცამეტი წლის წინ იმ განსხვავებით, რომ მე უკვე შენსკენ მოვცურავ და აღარ გიშვებ ხელს, ისე როგორც მაშინ... სიცოცხლის ბოლო წუთები და წამიერად განვლილი მთელი ცხოვრების უკიდეგანო ფერები , რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვასთან ერთად გაიშალა ჩემს თვალთახედვაში . და მაინც ივნისის ცამეტია, მგრძნობიარე ღამე, ჩუმი სიო და სამი სიტყვა: "მე შენ მიყვარხარ" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.