შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენს წინ დავიჩოქებ...


12-03-2016, 13:06
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 2 120

დილით შემეჭიდა გრძნობა, ვერ მაჯობა,
მზის სხივს დაენანა ჩემთვის გამარჯობა,
მე არ მომბეზრდება ნათლის დარაჯობა,
ჩემთან ყოფნას ნუთუ, ჩემო, გაღმა ჯობდა...

ყოველ ალიონზე წყვდიადს გავუცინებ,
ვიცი, სადღაც, მაქეთ, შენ რომ მემალები,
იცი? მომენატრე, ოღონდ ნუ დამცინებ,
ბნელეთს შერევია ეგ შავი თვალები.

ზემზემის წყალს მოვსვავ და.. არ შემერგება,
ოდესმე ვერ გავძლებ და ღმერთს მივატოვებ,
გარიჟრაჟთან ერთად დღეს კვლავ შემეგება,
ობლად დარჩენილი შენი სიმარტოვე...

და ცხოვრებავ ჩემო, შენი ავგაროზი,
შენ რომ მომიძღვენი, დამიბრუნებია..
ჩემთვის ერთადერთი ხელი ანგელოზის,
შენი პაწაწინა თითის ნუნებია.

წადი.. მამა გელის.. მე არ დამელოდო..
ალბათ საუკუნით შემაგვიანდება,
მზის სხივებს გაჰყევი, წყვდიადს არ ელოდო,
დაისს როდი უყვარს შემოგვიანება.

აი, მზეც დამტოვებს, მორჭმით ჩამავალი,
მათ მე შევაკავებ, ჩემო სიხარულო,
აწი შენს ხელშია ბრძოლის მოავალი,
ხალხს გზა გაუნათე ღვთისკენ, სიყვარულო!

და როცა დაღლილი ბრძოლით დავნებდები,
მათ მონად ნუ გამხდი, თხოვნა მაპატიე,
სანამ ვქარცეცხლდები, სანამ დავბნელდები,
ისარი მშვილდიდან გულში დამაწიე.

ჩემ ფერფლს შეიწირავს მიწა მოსისხარი,
ცად ამაღლებულო სულო ნაომარო,
მუდამ უცთომელო ჩემო მოისარო
შენს წინ დავიჩოქებ ჩემო მეომარო.



№1  offline წევრი ელლ

რა მოვსვავ, ღმერთო ჩემო. ისე კარგი იყო, დაჟე ძალიან კარგი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent