შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თვითრეალიზაცია


25-05-2016, 09:50
ავტორი lost_girl
ნანახია 1 910

“ბრუნდები შინ, იმზადებ ყავას, ჯდები სავარძელში და გარშემო სიჩუმეა… მერე? მერე თავად წყვეტ ეს მარტოობაა თუ თავისუფლება?!"

„თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ორივეს გვეგონა რომ ძალიან გაგვიმართლა, რადგან ერთმანეთს შევხვდით… ვფიქრობდით რომ ორივემ ვიპოვეთ ის რასაც ვეძებდით, თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდით, რომ ეს ტყუილი იყო, ვატყუებდით გარშემომყოფთ, და რაც ყველაზე ცუდი იყო ვატყუებდით საკუთარ თავს… უბრალოდ ამ ყველაფრის აღიარება არ შეგვეძლო, თუმცა დაიწყო პრობლემები, მერე? მერე ის წავიდა და ყველაფერი დამთავრდა.!

სიცრუეზე- ხანგძლივ და მყარ ურთიერთობას ვერ ააწყობ, მაგრამ ადამიანები მაინც იტყუებენ თავს, რადგან ეშინიათ, ისინი შეპყრობილნი არიან „ბედნიერად ყოფნის“ სურვილით… მათ ეშინიათ: მარტოობის, უსიყვარულობის, აღიარების, სიმართლეზე თვალებში ჩახედვის….

როდესაც „ის“ გტოვებთ, რაოდენაც დიდი არ იყო ამის მოლოდინი, მაინც ქაოსი ისადგურებს თქვენს ცხოვრებაში.. ერთდროულად გრძნობთ: შიშს, ზიზღს, შოკს, ტკივილს, წყენას, ბრაზდს, შეურაწყოფას, იმედგაცრუებას, შურისძიების სურვილს, სიცარიელეს… ამ დროს ფიქრობთ რომ „ფეხქვეშ მიწა გამოგეცალათ“, „სიცოცხლემ აზრი დაკარგა“, „მის გარეშე სუნთქვაც კი გიჭირთ“… ეს გრძნობები არა ყოველღიური განცდებია არამედ ყოველწამიერი… კარგავთ შინაგან წონასწორობას და დარწმუნებული უკვე აღარაფერში ხართ, პირიქით სულ გეშინიათ ადამიანების… ამ ყველაფერს ყველა სხვანაირად გადმოცემს: ზოგი ტირის, ზოგი ყურადღების გადატანას ცრდილობს……….

როდესაც „საყვარელი ადამიანი“ გტოვებს ხშირად მცდარ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ვანაცვლებთ მას ახალი ურთიერთობებით, სხვა პიროვნებაში კი ძველ ადამინს ვეძებთ, ვადარებთ მას… ან კიდევ ვაჩვენებთ იმ ადამიანს რომ მის გარეშეც მშვენივრად ვგრნობთ თავს, ეს კიდევ თავის მოტყუებას უფრო გავს…

ზოგჯერ გვაქვს იმედი რომ ის დაბრუნდება, და მიხვდება რომ მან შეცდომა დაუშვა, გვგონია რომ მიხვდება „ჩვენს ფასს“ და მალე დაბრუნდება… ვიმშვიდებთ თავს რომ „ჩვენნაირს“ ვეღარ იპოვის… ვფიქრობთ რომ მისი ყოველი ურთიერთობა წარუმატებელი იქნება და მაინც ჩვენთან დაბრუნდება… თუმცა ეს ილუზიააა….

როდესაც „საყვარელი“ ადამიანი გვტოვებს ჯერ მიზეზებს ვეძებთ სხვებში, ბოლოს კი როდესაც ეს გრძნობები გადაივლის ვიწყებთ ამ მიზეზების საკუთარ თავში ძიებას… მერე ვხდებით რომ ჩვენ დავუშვით შეცდომები… მერე გვგონია რომ ჩვენ დავუშვით შეცდომები და ამ დროს ჩნდება ეჭვი საკუთარი თავის მიმართ, უკვე გვგონია რომ ჩვენ ვართ მიზეზი ყველაფრის, არ ვიჩენდით საკმარის ყურადღებას, რაღაცეებს ვერ ვუგებდით ბოლომდე, უინტერესონი ვიყავით ან მოსაწყენი… არ ვიყავით საკმარისად „ლამაზი“ მისთვის, თუმცა ეს დიდი შეცდომაა… მონუკა ბელუჩიც მიუტოვებიათ, ბრედ პიტიც და მერლინ მონროს კი არასოდეს უმართლებდა პირადში… და საბოლოოდ კი რა თქმა უნდა ვხვდებით უფრო გამოცდილები, და ვხვდებით რომ სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება, ხოლო ბედნიერებას რაღაც წესები არ სჭირდება…

მიტოვებულ ადამიანს იპყრობს სხვადასხვა სახის კომპლექსები, ეძებენ მიზეზებს საკუთარ თავში როდესაც იციან რომ ეს მათი ბრალი სულაც არ იყო, მათ ეშინიათ ახალი ურთიერობის დაწყება, ეშინიათ რომ ისტორია ისევ განმეორდება… ეს კი ზედმეტი ტვირთია რომლისგანაც უნდა განვთავისუფლდეთ!
ამ ყველაფრის შემდეგ კი ვხვდებით ყველაფრის მიმართ ცინიკური, დავცინით და ვაქილიკებთ რომანტიკოსებს, მეოცნებეებს, შეყვარებულ ადამიანებს… ხშირად ვამბობთ რომ სიყვარული ეს ილუზიაა, რომ ეს ყველაფერი არ არსებობს და მხოლოდ ფილმებში თუ ზღაპრებშია, მივდივართ იმ დასკვნამდე რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ყველაფერი წარმავალია… თუმცა სადღაც გულის სიღრმეში თავად არ გვჯერა ამის…

ამბობენ რომ ომს მხოლოდ ოპტიმისტები იგებენ. პესიმისტებს ჭიქა ყოველთვის ნახევრად ცარიელი აქვთ, ოპტიმისტებს კი ყოველთვის ნახევრად სავსე…

ბოლოს კი დგება დღე როდესაც ვხვდებით რომ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო და სხვაგვარად არაა. ხვდებით რომ ცხოვრებაში სხვა ბევრი რამ შეიძლება იყოს ბედნიერების მიზეზი, ვამჩნევთ იმ წვრილმანებს რომლებიც აქამდე შეუმჩნეველი იყო… საკუთარ თავს ვეკითხებით- რა გვჭირდება ბედნიერებისთვის ან ვინ გვჭირდება ან კიდევ გვჭირდება კი ვინმე J ვიწყებთ საქმეების კეთებას რომლებიც გვსიამოვნებს…. რაც კარგად გამოგვდის, ვახდენთ ამ სფეროში საკუთარი თავის რეალიზებას, და გვიბრუნდება საკუთარი თავის რწმენა, ვიბრუნებთ თავდაჯერებულობას, და ვხვდებით რომ მეორენახევარი საკუთარი თავის რეალიზაციის ერთ-ერთი ნაწილია და აარა ერთადერთი. ვხვდებით რომ ეხლა სხვა რამე და სხვა ვინმე გვჭირდება… ვისაც არ ჭირდებით ნიღბით, და ვისთანაც ის იქნებით ვინც ხართ… ხვდებით რომ საინტერესო ადამიანი ხართ, უფრო ძლიერი, ვიდრე იყავით… ქრება საკუთარი თავის სიბრალული და ამას კი ანაცვლებს იმ „წასულის“ მადლიერების გრძნობა… თქვენ მას პატიობთ… უშვებთ… თავისუფლდებით…. მერე? მერე მოდის სხვა…. მერე?...ეს უკვე ჩვენი საქმე აღარ არის



№1  offline წევრი lost_girl

კიბო
საინტერესოა და საკმაოდ კარგად აღწერილი, მონოტონურობა ნაკლები რომ იყოს პერფექტო <3


მადლობა

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent