შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქრონიკული სიკვდილი


27-05-2016, 20:51
ავტორი ფორთოხალი
ნანახია 2 844

ლამაზი ხარო მეუბნება და ფანჯარას აღებს. იცის, სიგარეტის სუნს რომ ვერ ვიტან. ჩაის სუნი დგას ოთახში. ჩაის და კიდევ რაღაც ამოუცნობის. სულ მეგონა, რომ ეს არომატი მეჩვენებოდა. ამიტომ არ მითქვამს არასდროს მისთვის ამაზე.
- გავსკდები ახლა! - ვეუბნები და თვალებს ვხუჭავ.
- გასკდი მერე.
- რა?
- ჰო, გასკდი. აფეთქდი.
- საფეთქლებზე მაწვება, სისხლძარღვებს მიხეთქავს. ვეღარ ვუძლებ!
- რას ვერ უძლებ? - ფანჯარაში უკანაკსნელად აბოლებს და ჩემკენ ტრიალდება.
- ვერაფერს.
- მაინც რას?
- კანში ვეღარ ვეტევი, ასე მგონია, უნდა დავხეთქო ყველაფერი. გესმის ეს რა არის?
- არ მესმის, - ძალიან მშვიდია. მე კი ლამისაა გავგიჟდე მის თვალწინ.
- საქმეც ესაა. რომ არ გესმის, აი ესაა საქმე.
ფრთხილად, ნელა მიახლოვდება და ხელზე მეხება თითებით.
- შემეშვი, რა! შემეშვი. ხომ შეიძლება, რომ ერთხელ დავმთავრდე?
- არ ვიცი. შეიძლება?
- შეიძლება. შეიძლება, როგორ არა. დავმთავრდები და მორჩება ყველაფერი.
- უნდა გამარტივდე? - იღიმის და თითებს ხელის მთელ სიგრძეზე ასრიალებს.
- ჯანდაბას! ვის რაში სჭირდება ამდენი სირთულე? რაში ამიხსენი. მოვკვდე შეიძლება, გესმის? ხვდები, რას გეუბნები?
- ჰო, უნდა მოკვდე.
ვკანკალებ. სხეული არ მემორჩილება. ის კი ისევ ისე დაატარებს თითებს ჩემს ხელებზე. ყელს რომ უახლოვდება გაყინული ხელებით, უნებურად თვალები მეხუჭება.
- მცივა. ვიყინები. გეფიცები, სისხლი მეყინება. ჰოდა, მეშინია. შენ მაინც ხომ იცი, როგორ მეშინია სიცივის? - სადაცაა, ცრემლებს ამოვაყოლებ სიტყვებს.
- მერე რა? - ახლა უკვე ორივე ხელს მაჭდობს ყელზე და მთლიანად მერთმევა მოძრაობის უნარი.
- შენც გცივა, - ვამბობ აკანკალებული ხმით.
- ჰო, იმაზე უფრო მეტად, ვიდრე შენ, - მპასუხობს და ხელებს ახლა ლავიწის ძვალზე ანაცვლებს. შეხების ყველა წერტილზე ცეცხლი მეკიდება. და მაინც მცივა.
- საშინელებაა. ნამდვილი საშინელებაა. ჯოჯოხეთი.
- ჯოჯოხეთში ცხელა, - ხმაში ღიმილი იგრძნობა.
- სასაცილოს რას ხედავ? - ვბრაზდები. ძალიან ვბრაზდები. ის კი ტუჩის კუთხეში მკოცნის არანორმალურად ცივი ტუჩებით და მეუბნება:
- ახლა ნამდვილად შეგცივდა.
- გაყინული ხარ, - ვამბობ შიშით.
- როგორც... - იწყებს წინადადებას, რომელიც მე უკვე გავივლე გონებაში, მაგრამ თქმა ვერ გავბედე.
- კარგი, რა... - ყელი მეწვის დაგროვილი ცრემლებისგან.
- ჰო, ჰო, გაყინული ვარ. მიცვალებულივით. ცივი და გაქვავებული.
არადა მკოცნის. მკოცნის ბევრს. სახეზე, ყელზე, თმაზე...
- საზიზღრობაა. საზიზღრობაა, რომ ასე გიყვარვარ და მე არაფერი ვარ ამ გრძნობასთან შედარებით, - არაფერს მეუბნება, ისე აგრძელებს ექსკურსიას ჩემს სხეულზე, - არაფერი, გესმის? ა-რა-ფერ-რი. სიცარიელე. უჟანგბადო სივრცე ვარ, სადაც იხრჩობი. ვხედავ, რომ იხრჩობი. არ მინდა, რომ დაიხრჩო.
- შენც იხრჩობი.
- მერე რა?
უკვე ძალიან ახლოსაა. ძალიან ახლოს და ვეღარაფერს ვამბობ. ვგრძნობ მხოლოდ. ვგრძნობ, რომ მიუახლოვდა. ძალიან ყრუდ მესმის სიტყვები:
- მერე აი ეს, - და პირველი ნოტები ჟღერს ჩემში.
- საგიჟეთია, - ხშირ სუნთქვას ვაყოლებ სიტყვებს, - ვერგაძლებადი საგიჟეთი. სიკვდილია და თავიდან ვერდაბადება.
ვგრძნობ, როგორ ვერთდებით. როგორ ვიდღვიბებით ერთმანეთში და ეს ყველაზე აუტანლად სასიამოვნო რამეა, რაც კი ოდესმე მიგრძვნია, მაგრამ არა. სიკვდილის ექო ისმის სადღაც. საიდანღაც მკაფიოდ, ძალიან მკაფიოდ მეძახის რაღაც სხვა. ისევ შიში მიტანს და ვამბობ:
- მოვრჩეთ, რა.
- რას მოვრჩეთ? - მთელი არსებით ჩემში ჩაკარგული მეუბნება ჩემივე სხეულიდან.
- ერთმანეთს. ერთმანეთს მოვრჩეთ სანამ ბოლომდე გავანადგურებთ. სანამ ბოლომდე გავაცამტვერებთ, დავამთავროთ. გეხვეწები, - ვცდილობ ამ სასწაულს უფლება არ მივცე, ჩემში ჩაიღვაროს. ვცდილობ... ვცდილობ...
- მიდი.
- რა?
- დაამთავრე... ერთმანეთი.



№1  offline წევრი Nightcore

ვაიმეე ვგიჟდები შენს ჩანახატებზე ♥ ♥ როგორი მშვიდი იდუმალი და აი რაღაცნაირი სიახლე იყო ♥ ♥ ♥ ახალი ვარ ამ საიტზე და უკვე შენი ნახევარი ჩანახატები ჩავათვალიერე wink ♥ აიიი მართლა ძაან მომწონს... რაღაც განსხვავებულებია ♥ მე კი მიყვაარს განსხვავებულობა ^_^
--------------------

-
-
-
Who The Fuck Cares -.-

 


№2  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

არაა, რაა.
კარგი რაა, ასე შეიძლებაა?
სათაურს რომ დავხედავ, უკვე ვიცი რომ შენია, სანამ წავიკითხავ ისიც ვიცი, რომ ამაფორიაქებ. აბა რატომ გგითხულოობ? მომწონს ეს აფორიაქება, მომწონს, რომ შენ, შენ ხარ, ან არ ხარ,მაგრამ მთავარია წერ.
არასდროს დაამთავრო ''ერთმანეთი'', რაა.

 


№3  offline წევრი Archive

ის მეორე მაგრად დამევასა უუჰ

 


№4  offline წევრი Ignifex

გაოგნებული ვარ. ძალიან ნიჭიერი ხარ,საოცრება იყო <3

 


№5  offline მოდერი Eleniko13

ფორთოხალო,
შენს ნაწერებს ბენზინის სუნი ასდით.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი ფორთოხალი

Eleniko13
ფორთოხალო,
შენს ნაწერებს ბენზინის სუნი ასდით.

ყველაზე მაგარი შეფასებაა,რაც კი ცხოვრებაში მიმიღია.

მეღსი ბოკუ, ხალხებო. მიხარიხართ და ა.შ.❤

 


№7  offline მოდერი წითური გოგონა

მე?
ბოლო დონის დებილი ვარ
ან ბოლო დონის ჭკვიანი.
ერთადერთი ვარ რომელმაც სიამოვნება არ მიიღო ამით.
და იქნებ არც იყო მისაღები?
კიდევ ზარმაცი ვარ-აქაც ბოლო დონის.
ოღონდ, ისეთი ზარმაცი არა, კითხვა რო დაეზარა.
გააზრება დამეზარა.
არაფერი გამიგია
არაფერი
და ზარმაცი ვარ,
იმიტომ რომ
შემეძლო მიმეღო.
გახსოვს? პირველი და უკანასკნელი?
ხოდა, მეორეჯერ წაკითხვას არ ვაპირებ.
არა, ზარმაცი არ ვარ.
აქ არ ვარ.
უბრალოდ პირევლიო
თავის დროზე უნდა გამეგო
არადა რაღაც ისეთია
არქეოლოგი რო სჭირდება
და კიდევ,
მე არ მიყვარს ბენზინის სუნი.
გული მიმდის მის სუნზე
და თუ ეს სუნი აქვს
გასაკვირიც არაფერია...
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№8  offline მოდერი Amalthea

ვინ ხარ?
ამიხსენი რა არსება ხარ. როოგორ შეგიძლია დაწერო ისე, რომ ყოველი უჯრედით ვიგრძნო. თითქოს მეხები, სულში აფათურებ ხელებს და შემდეგ ისე მშორდები, ვითომ არაფერი გიქნია.
სტვენა-სტვენით აგრძეელებ გზას და ახალ ჩანახატს წერ.
ზუსტად ვიცი, რომ ეს გაურკვეველი ემოცია (რომლის აღწერაც არ შემიძლია) დიდხანს ჩამრჩება გონებაში.
მე მოკვდავი ვარ
შენ - ღმერთი!
ან კი როგორ შემიძლია, არ გაგაღმერთო?!
--------------------
I want to sleep with you. Doesn't mean to have sex. I mean sleep together under my blankets in my bed. With my hand on your chest. And your arm around me. No talking. Just sleep, blissfully happy, silence.

 


№9  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent