შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 9


12-12-2015, 14:03
ავტორი teddy))
ნანახია 2 904

ერთი დღე ისე გავიდა ალექსანდრე არ მინახავს. მხოლოდ ვაჟა ვნახე, როდესაც ლელასთან მოდიოდა. სიმართლე, რომ ვთქვა იმის მიუხედავათ, რომ ალექსანდრემ ამატირა მაინც მრცხვენია ჩემი საქციელის.
-ნინა! ნინა დროზე წამოდი გედია პაპას წნევა აქვს და გაუზომე რა. ხო იცი მე არ მეხერხება ეგეთი რაღაცეები. ჩქარა ვდგები და ჩვენს გევრდზე სახლში მივდივართ.
-გედია პაპა, წნევის საზომი სად გაქვთ?-ვეკითხები და თვალებით დავეძებ. ალექსანდრე და ვაჟა კუთხეში დგანან და ორივეს ეტყობა ნერვიულობა.
-კარადის თავზეა შვილო.-მეუბენება და ხელს იშვერს.
ამ სიმაღლეზე როგორ მივწვდე... ჯერ მათი სიმაღლე არ ვარ! ყავისფერ კარადასთან მივდივარ და უშედეგოდ ვცდილობ ჩამოღებას. ალექსანდრეს ვხედავ, რომელიც ჩემს ხტუნაობაზე იცინის და წნევის საზომის ჩამოღებაში მეხმარება.
-ხელი გაუშვი!-პატარა ბავშვივით ხელიდან ვგლიჯავ და გედია პაპასთან მივდივარ.
-საშიში არაფერია!-ვეუბნები, როდესაც გაზომვა დავამთავრე.
-რამ შეგაშინათ! მთის კაცს პატარა წნევა მოერეოდა?!-გვეუბნება გედია პაპა.-ჩაის გავაკეთებ.-ადგომას ცდილობს.
-არა იწექი, მე გავაკეთებ.-ეუბენბა ლელა და ბუხარში საჩაიდნეს დგავს. ვაჟას კი ფინჯნები გამოაქვს.
-ლელა გენაცვალოს ჩემი თავი!-ეუბნება დიდი სიყვარულით გედია პაპა.-ზუსტად შენნაირი რძალი მოუხდება ჩვენს ოჯახს.
ლელა მორცხვად იღიმის და ფინჯნებში ჩაის ასხამს.
-ხოდა, ჩემო პაპა გეყოლება!-ვაჟა ეუბნება და ლელას თვალს უკრავს.
გედია პაპა ხვდება და კმაყოფილი იღიმის,
-ამას რაღა ეშველება რაღა?!-ალექსანდრესკენ მიგვითითებს.
კარებში გედია პაპას წლოვანების კაცი შემოდის:
-ისეთი ლამაზი და წკრიალა გოგო არ მოჰყავს. ზევითკენ, რომ ცხოვრობენ. მზესაც კი შეშურდება, მზესაც!-ამბობს უცნობი და როგორც გედია პაპამ დაუძახა მიხეილი ჰქვია.-ისე არ მოგყავს ეს გოგო შვილო? რა კარგი სარძლო იქნება?-ამბობს მიხეილი და სკამზე ჯდება.
ეჭვიანობისჰან ვბრაზდები. მაგრამ რა მაბრაზებს ალექსანდრე ჩემი არც შეყვარებულია და არც არავინ! თურმე წკრიალა გოგოს სთავაზობენ! დარწმუნებული ვარ არ შეფერის.
-მიხეილ პაპა, ჩემს პირადს მე მოვაგვარებ!-მკაცრად ეუბნება და გარეთ გადის.
რას ნიშნავს ახლა სხვის პირადში ჩარევა?! დარწმუნებული ვარ სულაც არ არის ის გოგო წკრიალა. ნინა რა გჭირს? რატომ განაღვლებს ალექსანდრეს და ვიღაც ვითომ, რომ სარძლოდ გამოდგება ეგ გოგო?! ბედნიერებას ვუსურვებ!
-ნინა, გარეთ ქუდი დამრჩა და შემომიტანე რა!-მეუბენბა ლელა. ის კი გედია პაპას ჩაის ფინჯანს აწვდის.
ახლა მოგინდა ქუდი? ალექსანდრეც გარეთაა! სხვა რა გზაა, გარეთ გავდივარ და ალექსანდრეს ვხედავ, რომელიც მე მიყურებს.
-წკრიალა გოგოსთან ერთად ბედნიერებას გისურვებ!-ვეუბნები უხეშად და ახლაღა ვამჩნევ, რომ ჩემს თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევ. ალექსანდრე შენთვის არაფერს ნიშნავს შენ კიდე დგახარ და ეჭვიანობ.
-უფლებას გაძლევ ის წკრიალა გოგო შენ იყო!-მეუბნება და იღიმის. ამას ესეთი ლაპარაკი მოდათ აქვს თუ რაიყო?! რა სულ ესე მელაპარაკება: ჩვენც მოვუხდებითო, შენი ჩახუტება მინდაო, ახლა კი ეს!
-მე? რატომ?-ვითომც ვერ ვხვდები რას მეუბნება!
-ნინა, რა სულელი ხარ!-მეუბნება ალექსანდრე.
-გმადლობ! მაგრამ არამგონია იმ გოგოსავით სულელი ვიყო, სარძლოდ, რომ შეგირჩიეს!-ვეუბენბი და ჩემი მართლაც, რომ სულელი თავი კი ვერ ხვდება, რომ ალექსანდრე შეამჩნევს, რომ ვეჭიანობ?!
-არა, უფრო სულელი ხარ, მაგრამ რატომღაც შენნაირი სულელი შემიყვარდა! -იცინის და ჩემთან ახლოს დგება.
-ნინა, სად ხარ მოდით ჩაი გაცივდა.-კარებს აღებს ლელა და უხერხულად იტუზება კარებთან.
-მოვდივარ!-სასწრაფოდ თავს ვაბრუნებ და ოთახისკენ მივემართები. ალექსანდრე კი გარეთ რჩება. ძალიან კარგი ცოტახანი მაინც შემეშვება! მაგრამ, სიმართლეს, რომ არ ვიძახი და მე მასთან უფრო მინდა ვიდრე ახლა აქ ალექსანდრეს გარეშე ვიჯდე და ჩაის ვსვავდე.
--------------------------------------------------------
მინდა მადლობა გადავუხადო სოფიკოს, რომელიც ყოველ ჯერზე მაფასებს! შემიფასეთ, ძალიან კარგი გრძნობაა, როდესაც ხედავ, რომ შენს ნაშრომს კითხულობენ და გაფასებენ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ შემიფასეთ! ♥



№1  offline წევრი მოლურჯო

ძალიან პატარა თავი იყო
ესე თუ გააგრძელებ ჩემი სახით მკითხველს დაკარგავ
--------------------
მარიამი

 


№2  offline მოდერი sopiko

სარძლო გამაცალე აქედან! ჩემი წკრიალა გოგო უყვარს ალექსანდრეს და რის სარძლო, რა სარძლო! :-D ეს ისტორია ჩემია, მორჩა!

 


№3  offline წევრი teddy))

გიჟი - ♥♥♥
ძალიან პატარა თავი იყო
ესე თუ გააგრძელებ ჩემი სახით მკითხველს დაკარგავ

გმადლობ, რომ კითხულობ! love

sopiko
სარძლო გამაცალე აქედან! ჩემი წკრიალა გოგო უყვარს ალექსანდრეს და რის სარძლო, რა სარძლო! :-D ეს ისტორია ჩემია, მორჩა!

სარძლო მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სულელი ნინა იქნება! love

 


№4 სტუმარი ეკა 5

რატომ არ დაამთავრეთ? ისე ვკითხულობდიიი! გააგრძელე რაა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent