დაბრუნება..
მოხვედი.. აი აცივდა და ისევ მოხვედი.. საბნად შენი თითები დამაფარე რომ არ მეტირა.. გელოდებოდი.. ბეღურებს წერილები გამოვატანე.. შენამდე არ მოვიდა ალბათ.. აი მოხვედი.. ჩამოშლილ დალალებში შენს ნაზ თითებს ათამაშებ და იღიმები.. მე შენი ღიმილი მიყვარს.. მუქი შავი თმა და უცნაური თვალები.. შენი ამოსუნთქვა ავიჩემე.. ორი საუკუნეა გელოდები.. უამრავი ნოემბერია ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ.. არ ვტირი.. იაც აღარ ამოვიდა ჩვენს ადგილას., გულში უკიდეგანო სიცარიელეა.. მოდი გავფრინდეთ.. დამპირდი და დაბრუნდი კიდეც.. ოღონდ სხვა დროს.. სხვა ფიქრიდან.. და გვირილები მომიტანე.. წვიმს... გადაუღებელმა წვიმამ დამასველა.. მუსიკა შეუჩერებლად ისმის ქუჩაში.. ლამპიონის შუქზე მოსეირნე წყვილებს ვუყურებ და მეღიმება.. ახლა შენც აქ ხარ.. სადღაც მათ შორის და მათი თბილი სახეებით თბები.. ნოემბერში აუცილებლად მოთოვს.. აუცილებლად ჩამოყრის ცა ლამაზ ფიფქებს.. და მაშინ.. მე ... ლიმონიანი ჩაით ხელში ქუჩაში გამოვალ და ამეტირება.. მელანქონიამ შემომიტია.. შენ ისევ აქ ხარ... ატმის ყვავილებს ეფერები.. და იღიმი.. დაგიბრალე.. შენი ნასუნთქი ჰაერი ჩავისუნთქე.. და დაუკითხავად ჩაგიტოვე ჩემში.. ჩვენ ერთმანეთი ვართ.. მე შენი თითების შეგრძნება შემომრჩა.. შენ ყვავილების.. იცი.. გვირილებმა მოგასწრო მოსვლა.. იცი კესანები სხვამ მომიტანა.. იცი იები გაგებუტნენ.. იცი ყველაფერი ალბათ უკვე გვიანია.. იცი მენატრებოდი.. მოხვედი.. ყველაფერი თავიდან დაიწყება.. წვიმაში ისევ დავიწყებ სირბილს.. ისევ დავსველდები.. განთიადისას ბოლო ხმაზე ჩავრთავ "მენთოლიანს "და გამეღიმება.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.