შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სახელი ისი იაკობ


2-06-2016, 02:44
ავტორი Без Любви
ნანახია 1 700

არა, ჩემო კირილე, შენ ათეისტი არა ხარ. შენ ცრუმორწმუნე კაცი ხარ და ფსევდო ათეისტთა იმ მრავალრიცხოვან ძმობას ეკუთვნი, რომლის წევრებიც, ერთი ანეგდოტისა არ იყოს, ძილის წინ გულში ლოცულობენ: „ღმერთო, ხელი მოუმართე ათეისტებს“. შენა ხარ მოვალეობის ათეისტი, ოჯახის მარჩენალი ათეისტი, თანამდებობისმიერი ათეისტი. შენ ღმერთს ებრძვი და ღმერთის გეშინია, ჩემო კირილე. ამიტომა ხარ ასე გაწიწმატებული. ყვირიხარ, ჩემო კირილე, მაშასადამე ტყუი. იმის დამტკიცება კი არ გინდა, რომ ღმერთი არ არსებობს, იმის დამტკიცება გინდა, რომ შენ არა გწამს ღმერთი. ამიტომ ნერვიულობ და ამიტომ ჩხუბობ, თორემ საჩხუბარი რა გაქვს! წყნარად უთხარი ღმერთს არ არსებობ-თქო. თუ არ არსებობს, მაგ შენს ყვირილს ხომ მაინც ვერ გაიგებს! შენ კი დამდგარხარ და ყვირი. ყვირი, რადგან ყვირილი, სხვათა შენთა მოძმეთა მსგავსად, ფონს გასვლის საშუალება გგონია. ხვალ რომ შეგხვდები, მოგილოცავ, იქნება გაკოცო კიდეც, და გეტყვი, ყოჩაღ, ძმაო, მშვენიერი საუბარი იყო-მეთქი. შენც დაიჯერებ, რადგან ნებისყოფა გაკლია და იოლად იჯერებ ყველაფერს, რისი დაჯერებაც სიამოვნებას გგვრის. არ უნდა დაიჯერო, ჩემო კირილე. ტყუილი არ უნდა დაიჯერო. შეიცან თავი შენი და ყოველგვარ ანკესზე ნუ წამოეგებიო, ნათქვამია. ეს არის მთავარი, თორემ შენი ათეიზმი რომ სიტყვების ცარიელი რახარუხია, მაგ არაფერი. ასეთ საქმეში არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი. ზნეობას, როგორც წესი, უზნეო გვასწავლის, სიყვარულს ცივსისხლიანი გვიქადაგებს, ვაჟკაცობისკენ გულდედალი მოგვიწოდებს. მაგისთვის ვინ დაგძრახავს, არახუნე და იყავი. მაგრამ შენს გულში მაინც უნდა იცოდე, რომ ტყუილს არახუნებ. შენ კი თავი მართლა ათეისტი გგონია. არა, ჩემო კეთილო. შენ არა ხარ ათეისტი. ათეისტი მე ვარ. შენ ზედაპირული კაცი ხარ და ყველაფერი ზედაპირული გეჩვენება. დაინიშნები ათეისტად და მორჩა! ათეისტი ხარ. არა, ჩემო კარგო, ასე მარტივად არ გახლავს საქმე. ათეიზმი თანამდებობა ნუ გგონია. შენი ათეისტობა ისე უნდა გამოიყვანო ფაქტებიდან, როგორც პასუხი გამოგყავს მათემატიკური განტოლებიდან. მათემატიკის გარეშე რწმენაც კი არ კმარა, არათუ დანიშვნა. მართალია, რწმენა გონებას არ საჭიროებს, მაგრამ ასეთი რწმენა, რწმენა, რომელსაც გონების ბეჭედი ჯერ კიდევ არ აზის, შენი კერძო საქმეა და მისი ქადაგება და სატელევიზიო გადაცემაში ჩართვა არ შეიძლება. რაც გწამს, იმას სხვას ვერ ასწავლი. რწმენის სწავლება არ შეიძლება, სწავლება მხოლოდ ცოდნისა შეიძლება. ამიტომ, თუ მარტო რწმენითა ხარ ათეისტი, დაეტიე შენთვის და ფულს ნუ ითხოვ. რწმენით ვაჭრობა გამიგონია?! თუ მარტო თანამდებობით ხარ ათეისტი, მაშინ ნეხვი ყოფილხარ, თორემ ისეთ რამეს როგორ ქადაგებ, რაც შენ თვითონ არა გწამს. ასე, ჩემო კირილე. "



№1  offline წევრი მოლურჯო

ვერ გავიგე
ალბად უნდა გამეგო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent