შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნარკომანი


8-06-2016, 17:45
ავტორი შამხათი
ნანახია 1 806

ჯერ დავიბენი, გავოგნდი. მერე გულში წვეთ-წვეთობით ნაგროვები ცრემლები ყელს მომებჯინა და გაგუდვა დამიპირა, სხვა გზა არ მქონდა _ ვტიროდი.
წლების შემდეგ, ძლივსგადატანილი დეპრესიების, გაუსაძლისი ტკივილების, დამთრგუნველი უსასოობის, უმწეობის დაძლევის შემდეგ, მე კვლავ ვირწმუნე ჩემი ძალები, თუ გინდა ნიჭიც. მე ვიბრუნებდი ადამიანის ფორმას, ვსწავლობდი სწორად აზროვნებას, ვეჩვეოდი უშენო ყოფას, უშენო სიხარულს...
უკვე დამავიწყდი, თითქოს აღარც კი მახსოვდა, რომ მყავდი ოდესღაც. ჩემი გულის სიღრმეში, ჩემი გრძნობების დახავსებულ საროფაგში ჩავმალე შენი ხსოვნა, შენი ნაჩუქარი ყვავილები, ღიმილები, ცრემლები და ის იყო დიდი, მძიმე ბოქლომით უნდა ჩამეკეტა, რომ...
ახლა მე ვტირი, წლების შემდეგ... ასეთი გრძნობათა ჭიდილის შემდეგ...
ნარკომანი გახდაო.........
არა, სმენა ისე გავწვრთენი, შენი სახელი აღარ უნდა გაიგონოს, თვალებმა აღარ უნდა გეძებონ, გული აღარ უნდა გეძახდეს. იმ ვიღაცამ კი იმ ორი სიტყვით ბოქლომი ააგლიჯა ჩემი გრძნობების სკივრს, იქ უბოდიშოდ აფათურა ხელები, წარსული ამიფორიაქა, გრძნობები ამიფუთფუთა და ჭიაყელასავით წამოასავსავა კეთროვანი სიტყვა: ნარკომანი...
მეტკინა. ტკივილმა გამაოგნა და ამიტომაც ვიტირე. მე შენი სიკეთის ყოველთვის მწამდა. როცა ჩემი აღარ იყავი მაშინაც. ვერ დავიჯერე შენი ასეთი დაცემა და ამიტომაც ვიგრძენი საოცარი უმწეობა სულისა და გონებისა.
დავფიქრდი. აბურდულ_ დაბურდული ფიქრების გორგალს ძლივს მოვუძებნე სათავე. შენმა სიყვარულმა ოდესღაც სწორი სიმტკიცე მასწავლა და ამ თვისებით ვცდილობ ახლაც ფონს გავიდე.
როცა დაგშორდი, მე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი. აღარ მეძვირფასებოდი თითქოს, აღარ მტკიოდი, აღარ მტანჯავდა სიყვარული შენი, გაუსაძლისი, ლამის არამიწიერი. ოღონდ დამევიწყებინე და საკუთარ თავზე ფიქრში მიმავიწყდი. მარტო დაგტოვე შენს პრობლემებთან. დავივიწყე, ეს ყველაფერი ოდესღაც ჩვენი საერთო ტკივილი რომ იყო, რომ ქალის გარეშე მამაკაცი ყოველთვის უფრო სუსტად მიმაჩნდა, რომ შენ ბავშვივით უშუალო და მიამიტი იყავი და ეს მიყვარდა ყველაზე მეტად შენში. და შეგატოვე ამ ჭრელ, არეულ დარეულ ცხოვრებას მარტო, სიყვარულის გარეშე, საკუთარი თავის, ჩემი პიროვნების გადარჩენის მიზეზით.
ალბათ შენც ეძებდი ხსნას და იპოვე კიდევ, არაამქვეყნიურ სიამოვნებაში, კაიფში...
სად გამრუდდა მართალი კაცის ნაბიჯით გაკვალული გზა სავალი. ვინ არის დამნაშავე?
მე...
მე...
და ისევ მე...
და ახლა უფრო მტკივა ის განშორება, მარტო, უაზროდ გატარებული წლები, თვითგადარჩენის ინსტიქტით გასენილი, დაბინდული დღეები.
ცუდად რომ მოგიხსენებენ, მტკივა, დადებითს რომ ვეღარ ხედავენ შენში, მაშფოთებს და მაფორიაქებს.
მტკივა შენი დაჩხვლეტილი ხელები, ოდესღაც ასე მტკიცე და თბილი, მაშინებს შენი არაფრისმეტყველი შუშადქცეული თვალები, ადრე სიყვარულის მფრქვეველი მხოლოდ. მაფიქრებს შენი დაბინდული გონება, სხარტი და გაწვრთნილი ოდესღაც.
და მე მინდა ახლა ვიყვირო. ვიყვირო მთელი ქვეყნის გასაგონად, ქვეყნის სახსნელად, გადასარჩენად:
ერთად ვიყოთ, ერთმანეთის გვერდით, ვიდრე კიდევ შეგვიძლია ერთმანეთის ხსნა და შველა, ვიდრე კიდევ შეგვრჩენია სიყვარულისა და თანადგომის ნიჭი!



№1  offline წევრი mariako1997

Auu momewonaa :(

 


№2  offline წევრი მოლურჯო

ზედმეტად ემოციური იყო
ჩანახატის წერა
ისტორიაზე რთულია
და გამოგდის...
--------------------
მარიამი

 


№3  offline წევრი kakulia

ძალიან,ძალიან მომეწონა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent