მე მხოლოდ შენთან შეხვედრა მინდა
მე მხოლოდ შენთან შეხვედრა მინდა და მხოლოდ შენი მზერა მომხიბლავს, ჩემი გრძნობები - თოვლივით წმინდა - ვიცი, ჩემო, რომ წამში მოგხიბლავს! ჩემი სამყარო შენს ირგვლივ ბრუნავს, სიყვარულს ჩუმად გავუღე კარი და შენი ყველა სიშორე მთრგუნავს, როგორც შავეთის მგზნებარე ალი! მე მხოლოდ შენთვის ვივიწყებ ყოფას და მხოლოდ შენზე ფიქრებს შევხარი, რეალობასთან ვწყვეტ მეგობრობას და კვლავ გრძნობების იქროლებს ქარი! აგიკვიატე, ჩემი დაგარქვი, რადგან მჯერა, რომ ვჭირდებით ერთურთს, წყენად დამრჩება რაღაც, რაც არ ვთქვი და დაუნდობლად შემომაქცევს ზურგს! მე მხოლოდ შენი აწმყოთი ვცხოვრობ და მხოლოდ შენმა ნათელმა მიხმო, შენს შორიახლო გრძნობას ვმათხოვრობ, ოცნებამ წამი სცენაზე იხმო! მინდა შემოქმედს გადავცე სევდა და ამ თვალების ცქერით ვტკბებოდე, რადგან ოცნება ისე გახევდა, ვერ დაგივიწყებ, თუნდაც ვკვდებოდე! მე მხოლოდ შენი სიტყვების მჯერა და მხოლოდ შენით ვივიწყებ სევდას, მექომაგება უშენო ერა და ელოდება შთამბეჭდავ ელდას! ამ დღის ფერებმა ზღაპრად დაგხატეს, შენმა ღიმილმა შობა ნათელი და თუ დღეს რამე შევფიცე ხატებს, პირობაა, რომ გაქრეს ნაღველი! მე მხოლოდ შენ ერთს გიმზერ ერთგულად და მხოლოდ შენგან მივიღებ უარს, მაგრამ ჯობია, ვიქცეთ ერთ სულად... მენდე, შევფიცოთ გრძნობები უფალს! ცა დაიშლება, რომ არ გიმზირო, მიწა დახოცავს უმანკო იებს და ჩემი გრძნობა რომ გაგიმხილო, ვეძებ სიტყვების კომბინაციებს: მე მხოლოდ შენით გავუძლებ ზამთარს და მხოლოდ შენი ფერი შემრჩება, შენ შეგიძლია უწამლო ამ დარდს და უკვდავება ბონუსად რჩება! ვიცი, შევხვდებით ერთ დღესაც სადღაც, თავს შეგახსენებს უსიტყვო გრძნობა და მინდა ამ დროს შეცვალოს რაღაც ჩემმა სიგიჟემ - სახელად: ტრფობა! მე მხოლოდ შენთან შეხვედრა მინდა და მხოლოდ შენი მზერა მომხიბლავს, ჩემი გრძნობები - თოვლივით წმინდა - ვიცი, ჩემო, რომ წამში მოგხიბლავს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.