შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიღარიბე


23-06-2016, 21:12
ავტორი იგი
ნანახია 1 513

უსუსურობას ღალატის სუნი აქვს
უსასრულობას ჩემი
გამარჯობათ

კიდობანია, რომელშიც ვცხოვრობ
სამი ფანჯრით და ერთი კარით
და აივანით , რიმელზეც არასოდეს გავსულვარ
ერთში მძინავს, არა ვცრუობ ყველაში .
მოკლედ, ერთში მძინავს
მეორეში ვჭამ, აქაც ვცრუბ, ყველაშიი
მოკლედ რა
მე აქ ვცხოვრობ.
ჩემს გვერდით, უფროს სწორად ჩემს გვერდებზე გამუდმებით
იცლება და ივსება ოთახები ..
არიან ერთმანეთზე შეყვარებული წყვილები
არიან ერთმანეთმოწყენილი უფროსები
და არიან ადამიანები ერთ სულში, ყველაზე ლამაზად ეგენი გამოიყურებინ
სახეებზე სიკეთე და ოცნებაქვთ
ცხოვრების დასრულებას
მოგზაურობათა სერიებით
აღნიშნავენ ...
მათზე უკეთესი კაცი არ დადის ამ 23 სართულიან საბყრობილეში
მერე ყველაფერი ერთმანეთს ებმის
შეყვარება, მოწყენა , საოცრება
არ მგონია
არც არასოდეს მინოდა დაჯერება
რომე იმისთვის რაც გსურს საჭიროა
სვლა
გრძელვადიანი მოგზარობა
გორაკებზე,
რომელთა შიგნითაც ადამანები ცხოვრობენ...
ყველაზე მარტივია იყო ბედნიერი
ყველაზე რთული იყო უბედური
ჩემს საბყრობილეს სამი ფანჯარა აქვს,
რომლებზეც მეწამული ფერის ფარდები კიდია
ნეტა ვინ მოიფიქრა
საერთოდ, რატომ ფიქრობდა, რომ აქაურობა ვინმეს შესაძლოა მოწონებოდა
დავდივარ
ხელებს უაზროდ ვაცეცებ
კედლებს უაზროდ ვუსმევ
მჯერა, რომ ყველა,
იმ სურნელს ვიგრძნობ, რომელიც ამ კიდობანში ტრიალებდა
ნახატთან ვჩერდები, არაფერი განსაკუთრებული დამწყები მხატვრის არასრულ ტილოს წააგავს
თოლიებით ზღვით და არა, არცისე დამწყების, არსადარის გემი და მასზე ადამანი
საინტერესოა ...
დიდია
ვხსნი ხელში ვიჭერ
მძიმეც გამოდგა,
მაგრამ ამჯერად უფლება მეძლევა ყველა ფუნჯის გაელვება აღვიქვა
დამთხვევაა: ფორიაქი და დაღლილობა
ჩანს
მეტი არაფერიი
კედელზე დაბრუნებას ვუპირებ, რომ ხელიდან მივარდება
სულ იმსხვრევა ჩარჩო
ფეხები მეწვის სავარაუდოდა, რომ მინით დამკაწრა, რომელიც ჩარცოზე ჰქონდა
ეგ არაფერი
ნახატის უკანა ნაწილს დავყურებ
დიდხანს, ზედმეტად დიდხანს
| - 2002 წელი I love you
|| - 2005 წელი I Dreaming You
||| -2009 წელი I live with you
|||| - 2013 წელი I miss you
ცრემლებიც ნელ ნელა ცვივა სისხლშემხმარ ფეხებთან
ნელა ვიხრები ნაწერს ხელს ვუსმევ
ძალიან დიდიხანს ვცდილობ ყველა ის არომატი აღვიქვა
ტიტების, სიკვდილის, მერქანის, საღებავის, და უსასრულობის
სუნი აქვს
ცოტაც შროშანების
და სულ ცოტა
იასმანის .



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent