შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის შუქზე


27-06-2016, 23:55
ავტორი sopo xecuriani
ნანახია 2 043

მთვარის შუქზე
ზაფხულის გრილი ღამე იყო. ჩანბელებულ ოთახს მთვარის სუსტი ნათება ოდნავ ანათებდა. ოდნავ შეღებული ფანჯრიდან შემოსული ნიავი კი ფარდებს ნაზად არხევდა. საწოლზე ქალი და კაცი ნებივრობდნენ. მამაკაცის მკლავებში მოქცეული ქალი ვნებიანად იგრიხებოდა და კაცის ყელს ამბორად ეფინებოდა. უეცრად კაცი ქალს შეეშვა, ზურგზე გადაწვა და ჭერს დაუწყო ყურება. ქალმა კი მხარზე თავი დაადო და ძილმორეული ბავშვივით მიინაბა.
- მეზიზღება ეს ცხოვრება!- გაისმა კაცის ბოხი ხმა.
- რატომ საყვარელო?- წამსვე გამოეპასუხა მინაბული ქალი.
- ჩემი ცოლის დანახვისას გული მერევა. მეზიზღება მასთან წოლა და თავის მოკატუნება რომ მიყვარს. უნდა გავშორდე!
- კი მაგრამ ხომ იცი რამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევს ეს ამბავი ხალხში?! შენი კარიერის გამო უნდა მოითმინო.
- ვეღარ მოვითმენ ვერა! მე შენ მიყვარხარ და მარტო შენ მინდიხარ!
- მეც ჩემო ერთადერთო უბრალოდ სხვა რამეზეც დაფიქრდი, ხომ იცი ასეც კარგად ვიქნებით.
- არადა ხვდება რომ ვღალატობ.
- უყვარხარ სულელს.- უპასუხა ქალმა ირონიით და თმაზე თითებით მოფერება დაუწყო.
- სულელია ნამდვილი სულელი.- გაბრაზებით ამოიგმინა კაცმა.
- ნუ ღელავ ხომ იცი მე გყავარ და სადარდებელი არაფერია. ხანდახან მასთან გვერდით წოლა რამენაირად უნდა აიტანო.
- კი მაგრაამ ვგიჟდები ისე მინდა შენ მყავდე გვერდით და არა ის.
- მე შენთან ვარ.- ცბიერად უპასუხა ქალმა და ტუჩებზე დაეკონა. კაცს მალე ჩაეძინა ქალს კი თვალი არ მოუხუჭავს და თვალებდაჭყეტილი ჭერს მიშტერებოდა. მის სულსა და გულში ორომტრიალი იყო გაჩაღებული. ვერ ფიქრობდა როგორ დაესვა წერტილი საკუთარი ჩანაფიქრისთვის. უეცრად კაცს მოშორდა და საწოლის კიდესთან მიჩოჩდა, თითქოს წამში შეზიზღდა მასთან ერთად წოლა. ძრწოლამ აიტანა. საბოლოოდ გადაწყვიტა. გადაწყვიტა სწორედ მთვარიან ღამეს. ფრთხილად საწოლიდან წამოდგა და მძინარე სიმპათიურ ოდნავ შეჭაღარავებულ კაცს ზემოდან დახედა. სახეზე არანაირი ემოცია არ ეხატებოდა, თითქოს ფაიფურის დიდი სათამაშო იყო მაგრამ სათამაშოს როლი მაინც სხვას ეკუთვნოდა. ქალმა ფეხაკრეფით გაიარა ფანჯარასთან.მთვარის შუქმა ოდნავ გაანათა მისი შიშველი ტანი. შემოჭრილმა ნიავმა კი შავი გრძელი თმა აუშალა. ქალი ოთახიდან გავიდა. მამაკაცი ისევ ძილის მორევში იყო ჩაძირული და ფშვინვას აგრძელებდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ქალი ისევ ფეხაკრეფით შევიდა ოთახში და კაცს მიაშტერდა. შემდეგ საწოლს მოუარა, საწოლზე მუხლებით ფრთხილად შედგა და ხელები მაღლა აღმართა. მთვარის შუქი დანის პირზე აირეკლა.
- დიდხანს გაგვიგრძელდა-იჩურჩულა ქალმა და ხელები მძლავრად ძირს, მძინარე კაცის გულ-მკერდისკენ დაუშვა. ცივი დანა კაცის სხეულს შეეზარდა. კაცმა თითქოს წამოიყვირაო, მაგრამ მისი ხმა ამაოდ მიწყდა ჩაბნელებულ ოთახში. მისი მუცელი მუქმა ლაქამ დაფარა. ქალი წუთით გაშტერდა და თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა კაცს, რომლის სხეულს რამდენიმე საათის წინ ვნებიენად ეალერსებოდა. შემდეგ მკვირცხლად წამოდგა ფანჯარა დაკეტა, ფარდები გადააფარა და შუქი აანთო. შიშმა აიტანა. საწოლისკენ არ იყურებოდა. დედაშობილა, კანკალით მივიდა კედელზე ჩამოკიდებულ დიდ პეიზაჟთან და ძლივსძლიობით ჩამოხსნა. კედელში შავი სეიფი გამოჩნდა, რომლის დანახვაზეც ქალს სახეზე ღიმილი გამოესახა. ქალმა კოდი დაუფიქრებლად აკრიფა და სეიფი გამოაღო. შიგნით ათიოდე, ას დოლარიანების შეკვრა და სხვადასხვა საბუთები იყო. ქალმა ფული სეიფიდან გამოიღო და თავის ჩანთაში ჩაყარა. მერე ისევ სეიფს მიუბრუნდა დასაკეტად. სეიფის კარის სარკისებურ ზედაპირზე უეცრად კაცის გვამი დალანდა და შიშით შეხტა. კარები უცებ დაკეტა და ნახატი ისევ თავის ადგილზე ჩამოკიდა. შემდეგ კაცს ფრთხილად მიუახლოვდა და შავი დანის ტარი თეთრი ზეწრით ფრთხილად გაწმინდა. შეშინებულმა თავის ტანსაცმელს და ჩანთას ხელი დაავლო შუქი გამორთო და ოთახი დატოვა. ტანზე ჩქარა იცვამდა და ერთი სული ჰქონდა როდის დატოვებდა სახლს. თავიდან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მისი ვითომ სასიყვარულო გეგმა ტვინის ერთ უჯრედში გამოეკეტა და მისკენ აღარც გაეხედა, მაგრამ რთული აღმოჩნდა, არ ეგონა თუ მისი სათამაშო გრძნობების ქარცეცხლში გაეხვეოდა. ქალმა სახლი დატოვა და კიბე გულის ფანცქალით ჩაირბინა.თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა შეშინებული. ბოლოს ბნელ ქუჩაში გაუჩინარდა, თითქოს სიბნელეში სამუდამოდ ჩაიკარგაო.
რამდენიმე დღეში მთელ ქალაქს მოედო ეს ამბავი. კაცის სახელს და ყველაფერს რაც შრომის ფასად ჰქონდა მოპოვებული ჩირქი მოეცხო. მის საფლავზე კი მდუმარედ ღვრიდა ცრემლებს შავებში ჩაცმული ქალი. ალბათ მკვდარს და გულ გაყინულსაც ეზიზღებოდა მისი გულწრფელი ცრემლები? ან იქნებ არა... და მაინც რატომ არსებობს სიყვარული თუ მას არ აფასებენ?!



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent