შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამარჯობა მე ვარ...


6-07-2016, 14:43
ავტორი მარიამი019
ნანახია 1 653

ხშირად მეკითხებიან ხოლმე,თუ რატომ ვარ ასეთი ჩაკეტილი,მაგრამ არასდროს ელოდებოდნენ პასუხს. იკითხავდენენ და გარბოდნენ.
რამოდენიმე თვის წინ მივხვდი, რომ ხალხი “მრავალპირი” იყო.
ვხედავდი როგორ თვალთმაქცობდნენ და ეპირფერებოდნენ ერთმანეთს,ზურგს უკან კი როგორ ლანძღავდნენ და აგინებდნენ.მივხვდი რამდენად ჭრელი იყო ხალხი.ამის მერე უფრო ჩავიკეტე და არავის აღარ ველაპარაკებოდი.არ შემიძლია “აფერისტებთან” ურთიერთობა.
დედაჩემი ამბობს ხოლმე,რომ ყველგან და ყოველთვის აფერისტი უნდა იყო,რათა ცხოვრებაში ბევრს მიაღწიო,თვითონ კი ერთი გულუბრყვილო ქალია,ზედმეტად კეთილიც.თავის გასამართლებლად იტყვის ხოლმე,რომ სწორედ თავისი გულუბრყვილობის ბრალია რა დღეშიც ახლაა. (მე კი,დღემდე ვერ გამიგია რა დღეშია...ყავს ჩემნაირი შვილი,მეორე პატარა ქალიშვილიც,ქმარი,დედა. ჰყავს სანატრელი ოჯახი,ამ ყველაფერს თავი რომ გავანებოთ ისიც საკმარისია რომ მე ვყავარ. მაგრამ ქართველ ხალხს უხსოვარი დროიდან მოჰყვება უკეთესობისკენ სწრაფვის სურვილი,მე კი ამას უმადურობას ვუწოდებ).
რა თქმა უნდა მყავს ადამიანები,რომლებსაც მეგობრებს ვეძახი,მათ სრულიად შემცვალეს (კარგი გაგებით),მომემატა თავდაჯერებულობა,დამანახეს თუ როგორი ვარ სინამდვილეში.(თურმე არც ისეთი გულქვა ვყოფილვარ,როგორიც მეგონა).
ცხოვრების თხუთმეტი მეასედი უკვე გავიარე (ანუ სამი მეოცედი),და უკვე ვისწავლე ადამიანებთან მოქცევა. არავითარი სურვილი აღარ მაქვს თავი მოვაწონა მათ,ვისაც არ მოვწონვარ. მიყვარდეს ის, ვისაც არ ვუყვარვარ. ვუღიმოდე მათ, ვისაც ჩემთვის ღემილიც არ ემეტებათ…
ამ ქვეყნად მხოლოდ დედაჩემის და ღმერთის მჯერა. დანარჩენი ყველაფერი სისულელეა.ხანდახან ჩემს თავშიც შემეპარება ეჭვი. აქედან გამომდინარე ალბათ მიხვდებით,რომ არავის ვენდობი. რა საჭიროა?
ჰმმ,რადგან ნელ-ნელა შემოგაპარეთ და “აგიღწერეთ” ჩემი თავი,იმასაც გეტყვით რომ ძილი მიყვარს.(როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს). ბავშვობაში არ მიყვარდა,რადგან მეგონა რომ ამ დროის განმავლობაში გარე სამყაროსთან კავშირს ვკარგავდი, ახლა კი პირიქით...ვცდილობ რაც შეიძლება დიდხანს მეძინოს.
დიდი არაფერი ვარ...ამაში თქვენც დამეთანხმებით. ერთი ჩვეულებრივი ბავშვი.(დიდობაზე პრეტენზია არასდროს მქონია,ალბათ როცა ოთხმოცი წლის ვიქნები მაშინაც ვიტყვი,რომ ჯერ ბავშვი ვარ), მაგრამ (ამ სიტყვის გამოყენება არ მინდოდა,ყველაფერს ცვლის,მკითხველს საპირისპირო აზრისთვის ამზადებსს,მაგრამ ნუ გეშინიათ…) მეგობრობა შემიძლია და ჭორაობას ვერ ვიტან,მიუხედავად იმისა რომ ჭორაობის ბრალდებით,საქმეს აღმიძრავენ ხოლმე ხშირად, მაგრამ ოხ ეს ბოროტი ენები…
როგორც “დიდი” დათა თუთაშხია იტყოდა: “არასდროს არაფერი მდომებია ადამიანისგან,კეთილი და სამართლიანი,რომ იყოს,ამის მეტი”. ასეა ეს!ასე ვარ მეც!
ვერ ვიტან ეგოისტ ადამიანებს! ამაზრზენია,ღმერთმანი,ყველა იმას სცდილობს,რომ საკუთარი თავი გამოაჩინოს,თუნდაც ეს სხვისი დამცირების ფასად მოხდეს…
მეტი ჩემს თავზე მეც არ ვიცი,თქვენ რა მოგიყვეთ…
ვუი,მისალმება დამავიწყდა და იმის თქმა რომ მარიამი მქვია.
სასიამოვნოა!



№1  offline წევრი kakulia

ლამაზი ჩანახატია heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent