შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გახსოვდეს სიცოცხლე!...


16-07-2016, 08:25
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 324

მე, ცხრამეტი წლის ბერიკაცს, ამ დილას, რატომღაც დაუდგრომელი სურვილი მიჩნდება დავბერდე ისე, როგორც ყველა. მინდა გავიდეს წლები, მომშორდეს ეს არარსებული გულის დაავადება, საძაგელი ალტერ ეგო და ნაკლებად სახარბიელო ფსიქიკური მდგომარეობა. ნეტავი ჩემგან გაქცეულიყო მარტოობა, რომ მერე მარტო დავრჩენილიყავი და მშვიდად დამეძინა. ნეტავი ვიყო შეშლილი, და არა გიჟი. სიამოვნებით დავტკბებოდი იმ სილამაზით, რასაც სხვები სიმახინჯედ თვლიან. ვიყო მარტო, ღმერთმა დასწყევლოს, ოღონდ სამყაროს ავღვიქვავდე ნათელი ფერებით განავარდებულს. ვიყო გიჟი, რა გაეწყობა, ოღონდ მომეცეს ჩემი შეგრძნებებით დატკბობის საშუალება. ერთ დღესაც, ვეღარ გავუძლებ მწუხარე ხელოვანის თვალით დანახულ გარე–მიდამოს და უსათუოდ დავიღუპები. დავიღუპები სადმე ტყეში, ან მაღალი შენობის სახურავზე, ან სულაც ასფლატზე დაგუბებული ჩემივე სისხლი დამახრჩობს, არადა, ხომ ვთქვი, ადამიანურ სიბერეს მინდა მოვესწრო–მეთქი. ხო, იმედის სხივი, ერთმნიშნველოვნად იმედის მომცემად ქადაგებს: მე მომბეზრდება ჩემი ყოველდღიურობა და ვისწავლი მარტოობით ტკბობას. ავფეთქდები ჯერ კიდევ ახალგაზრდა და ეს აფეთქება, შექმნის ჩემ პატარა სამყაროს, სადღაც სიშორეზე, სიჩუმეში, ხეების გარშემო, ერთ პატარა კომფორტულ თუ არა კომფორტულ ქოხში. თავდაპირველად ვიგრძნობ შვებას, მერე კი მარტოობა ამაღელვებს. შემეცოდება ჩემი თავი, რომ ობოლი დავიბადე, რომ ვერავინ გამიგო. იქ დავბერდები, ქოხში, ნაღდი სიბერით. მე ვისწავლი შეგრძნებებით ტკბობას. კვლავინდებურად ვიგრძნობ მწუხარებას, რამეთუ ამის გარეშე, ბედნიერი წამის დაჭერა არ ძალმიძს. მე გარდავიცვლები მარტო, ზუსტად იმ წამებში, როცა მზის უკანასკნელი სხივი სრულყოფილად გააწითლებს თოვლივით თეთრ ღრუბლებს. ჩემი უკანასკნელი სიტყვები, ჩემთან ერთად მოკვდება. ვამბობ: ნეტავი იმას გრძნობდეთ, რასაც მე, სიბერისას.

დედამიწაზე ლამაზი მუსიკა ისმის.

დღეა და მთვარეს ვხედავ.

ვკვდები და ვიღიმი... ცხოვრებაში პირველად, ვიღიმი.

გახსოვდეს სიცოცხლე, სიკვდილის დროს.



№1  offline წევრი beqaloxishvili

https://www.youtube.com/watch?v=al21Vtlsg4A
--------------------
არა სიცოცხლე...
არა სიკვდილი...
არამედ რაღაც სხვა.

 


№2 სტუმარი Bla

'Gaxsovdes sicocxle' rom wavikitxe gamaxsenda terenti granelis 'gaxsovdes sikvdili'(memento mori),momewona sityva 'nagdi sibere','tavdapirvelad vigrdznob shvebas,mere ki martooba amagelvebs'myudro sityvebit savse iyo es winadadeba,sruliad mshvidad natqvami amagelvebeli sityvebi..'dgea da mtvares vxedav,vkvdebi da vigimi..'amashi pantaziebma amoxetqes,tumca ra pantazia gushin natlad chanda mtvare dgisit..gusin winac,imis winac..da mainc ra lamazia ara?naxevar mtvare isev mowyenili rom uyurebs qveynierebas..da saertod dasawyisze ratom arapers vambob 'me cxrameti wlis berikacs' imdeni ar qna sisxlis gubis nacvlad pantaziebshi daixrcho..tumca ra aris amaze uketesi..melodia shesanishnavia play list shi 3 musika maqvs axali sheni wyalobit..warmatebebi loxishvili kai nagd siberes gisurveb axalgazrdav..;)

 


№3 სტუმარი ...…………

kargad wer ubralot amashi kargi araferia.

 


№4  offline მოდერი Tako Tako_2

მაგრად წერ....

 


№5  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent