რა ყოფილა გამწარების სიგიჟე…
გამოჩნდა…ნაცნობი იყო მისი ეს თვალშისაცემად გამაღიზიანებელი წონასწორობა,მაგრამ ვგრძნობდი,არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა,უბრალოდ ჩვეულების გამო გამოჩნდა.მესმოდა მისი ღრმა სუნთქვა,სიგარეტის ნაპასის დარტყმისას, რომ უფრო და უფრო ძლიერდებოდა,თვალებით მინდოდა შემესრუტა,ხარბად ვუხვედრებდი სხეულის გრძნობადი აღქმის მატარებელ ყოველ უჯრედს და მათრობელა ბანგივით ვიღვროდი ,ვისრუტავდი. ეწევა..გამუდმებით ეწევა…უპაუზოდ..ზეპირად ვიცი მისი ჟესტები,როცა კოლოფიდან სიგარეტს იღებს,პირთან მიაქვს,ასანთს ცალი ხელით ანთებს და მერე ღრმა ნაფაზს ქაჩავს.ეს მთელი ხელოვნებაა.მგონი თვითონაც გრძნობს როგორ ლამაზად იმეორებს ერთსა და იმავეს.ნეტავ რაზე ფიქრობს ან ფიქრობს კი რამეს?მე კი შენზე დაუსრულებლად შემიძლია ვიფიქრო… რამდენი ხანია,კი არ ვცხოვრობ შენს ბედისწერას ველოდები,ვცდილობ შევიფარო შენი ბედისწერა ,მოვხვიო მკლავები,ჩემში ჩავყუჟო და ვანუგეშო.მომიშინაურდი,მარადიული გამიხდი ,გადმომეღვარე წვიმად კი არა არც ცრემლად,არც ბალზამად,არამედ ერთადერთობად,გაუმეორებელ ყოველივე გარდასახვას და სახეცვლას მოკლებულ ერთადერთობად,რომ მეც შენს არსებობაში ჩავრგო წარსული.მომიშინაურდი,ნუ გაშფოთებს ჩემი შეხდულებანი,უბადრუკი და გაუკუღმართებული,შედეგი იმ ულმობლად მკაცრი მორალის ტყვეობისა,მხლოდ სათნოებას რომ ითხოვდა ,მხოლოდ სიკეთისადმი მორჩილების ქადაგებით რომ მიტენიდა ტვინს,სანაცვლოდ კი მძარცვავდა,მართმევდა ყველაფერს,უკანასკნელი ამოოხვრის ჩათვლით.შენ?ყველაფერში მართალი იყავი,ცამდე მართალი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ მე მიყვარდი,ხოლო ვინც გიყვარს სიმართლეც მის მხარესაა.ჩემში შენზე ფიქრი სჭარბობს ყველა–ფერს ,რაც მხოლოდ იმის გარანტიას მიქმნის,გავცე დაუნანებლად,სამაგიერო კი არ მოვითხოვო.ჰოდა როცა არ ითხოვ,არავინ არაფერს გიწილადებს თბილ ღიმილსაც კი,უმნიშვნელო ღიმილსაც…მომავალს დავაკისრე ყველაფერი,ასე იოლი გამოსავლით მოვიცილე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა,ესე იგი გაურკევლობის იმედად დავრჩი.ასეთ გზას მილიონში ერთი ქალი თუ დაენდობა და მე ვიყავი იმ მილიონში ერთი.ოდესმე მიხვდება მეთქი,ნამდვილ მეგობრობას გემოს რომ გაუგებს,შეუძლებელია არ დამაფასოს მეთქი,ჩემს განწირულ მომავალთან ვიმართლებდი თავს,მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ვიცოდი,ვერაფერი ნუგეში იყო გაფრენილი ჩიტის დევნა. ჩვენ უნდა ვიყოთ კეთილები,რადგან ადამიანები გვქვია,ჩენ უნდა ვიყვეთ მიმტევებლები,რადგან რწმენა გვაქვს და ღმერთზე ვლოცულობთ,ჩვენ უნდა ვიყოთ…ჩვენ უნდა..!!! გამოჩნდა ..–ვუცქერი სხვა არაფერი არ არსებობდა,მაგრამ როცა არ ჩანს,როცა არ იყო აქ?!ვინ დამიბრუნებს იმ დღეებს ,ჩემს გამწარებულ დღეებს,იმდენს ვფიქრობდი,თავი გასკდომაზე მქონდა,მეგონა ცეცხლი მეკიდა ძვლებზე და ნაკვერჩხლებად მექცეოდა,ვერც საქმეს ვუდებდი გულს,აღარც არავისთან დალაპარაკება მსურდა,საგანდებოდ ვარჩევდი გრამფირფიტას.მუსიკის ხმა ჩემი ტანჯვის ბარომეტრი იყო. უსაზღვრო იყო ჩემი დარდი,ამას მხოლოდ ის გაიგებს,ვისაც აუმსახურებლად დასჯილსა და შეურაწყოფილს,თავისივე გარსში უბოდიალია ყოფის უაზრობით გათანგულს და დარწმუნებულა ,რომ თვით სიკვდილშიც არ არის ხსნა…..მე კი ,მე როგორ გამანეტანა ამდენი,რით გადამეხარშა,საით აღმომეჩინა ძალა რომ საკუთარი თავისთვის გადამებიჯებინა.ტანჯვამ სულ სხვა სახე მიიღო,უფრო გაუსაძლისი გახდა.ვედრებად ვიქეცი,ხელგაწვდილ ვიხვეწებოდი გადარჩენას..ადრიანად დაცვენილ ფოთლებში მოსეირნე ნიავს უნდა გადავერჩინე,მარტოსულ ღამეს უნდა გადავერჩინე,ჩემი საქმის მძიმე ტვირთს უნდა გადავერჩინე.ქუჩაში ანაზდად შემოფრქვეულ უცნობის მზერას უნდა გადავერჩინე,სასიამოვნო მუსიკას,ლექსებს უნდა გადავერჩინე,ბოლოს და ბოლოს ისევ შენს ხმას უნდა გადავერჩინე ჩემო ..მზერას,რომ მავიწყებდა ყველაფერს.ვიცი სხნა აღარ არსებობს ,რადგან ჩვენ შორის დგას რაღაც მესამე რაღაც ძლიერი და შეუვალი სიბეცე გრძნობისა როცა არ იცი,რადგან გიყვარს როცა სიყვარულს მცირედი საბაბიც არ გააჩნია, დამარცხბული ვარ,უგზოუკვლოდ დაკარგული ვარ შენში,უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს.ბრმასავით ხელისცეცებით მოვდივარ შენსკენ ,ბორძიკით მოვიწევ,მუდარით დაუსრულებელი მუდარით–გადამარჩინე!!! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.