შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილს მიღმა


20-07-2016, 11:01
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 1 896

სიჩუმეა.
უბრალოდ ზის და ფიქრობს.ფიქრობს,მაგრამ წესიერად არაფერზე ეფიქრება.თვალები გაფართოებული აქვს,შუბლი-შეშუპებული და ისე ზის,როგორც ჩვეულებრივი ზომბი,რომელიც უბრალოდ მიჰყვება დროს.
არა,ის არაა ზომბი,თუმცა ისიც დროს მიჰყვება.
უკვე აღარ იცის,რა გააკეთოს,რა უნდა ისიც აღარ იცის. თითქოს გრძნობს,რომ ყველაფერი დასრულდა,მის სახლს სახურავი აეხადა,თავს კი-სკალპი.
ფიქრობს,რომ დაიღუპა,რადგან სამყარო აღარ იზიდავს,უბრალოდ აღარ აინტერესებს ის,რასაც ცხოვრება ჰქვია.
გრძნობს,რომ უბრალო ფიტულია,რომელიც არაფრით განსხვავდება სხვებისგან.იცის,რომ სამყაროს ერთი პაწაწინა ნაწილია და უნდა,აღარ იყოს.
ახალ მიზანს ყოველთვის ახალი სდევს და ასე გრძელდება,თუმცა კმაყოფილი არასდროსაა,იცის,რომ მეტი შეუძლია,თუმცა ისის იცის,რომ,გინდ გამოსვლოს ის მეტი,მაინც უბედური იქნებოდა,რადგან ადამიანებისთვის ბედნიერება უცხო ხილია,ხილი,რომელსაც ვერასდროს გასინჯავს მოკვდავი საწყალი არსება,რომელსაც რაღაც საცოდაობა სახელი,ადამიანი,ჰქვია.

ცხოვრებაში ყველაფერი მოძრაობს,ყველაფერი რიტმულია და ალბათ ამიტომ ჰგონია ბევრს,რომ სიცოცხლე მშვენერია...ალბათ ამიტომ,თუმცა ეს ყველაზე დიდი სისულელე და ყველაზე დიდი ტყუილია.
იცით,რა არის მართალი?
ის,რომ ყველაფერი ამაოა,ის,რომ ყველაფერი უაზრობაა,ის,რომ ეს ცხოვრება ყველაზე დიდი ტყუილია.
ადამიანები ვიტყუებით,გვიყვარს ტყუილი და თან არ გვიყვარს...ამავე დროს ერთამნეთს ვკიცხავთ ამის გამო და ვერ ვაცნობიერებთ იმას,რომ ტყუილში ცხოვრება ტყუილის თქმის გარეშე შეუძლებელია...
დედამიწა ისევ ბრუნავს...ღამდება და მერე თენდება,ჩვენ კი ვტყუვდებით,რომ ეს რეალობაა,არა ეს სიმართლისგან ძლიერ შორსაა...

მიხვდა..ჰო,ის მიხვდა,მიხვდა,რომ ყველაფერს,რასაც აკეთებდა,ტყუილი იყო...მიხვდა და ამიტომ წუხს...ის ხომ ახლა ფერადი სათვალის გარეშე უყურებს სამყაროს და უკვე იცის,რომ ბედნიერება შეუძლებელია...იცის,რომ არც სიყვარული არსებობს,იცის,რომეს ვითომ სასიამოვნო გრძნობა ადამიანთა გამოგონილია...დიახ,მან ეს იცის,იცის და ამიტომ აღარ იზიდავს სამყაროს...
თვალი აეხილა და მიხვდა,რომ ადამიანებს არც ერთი გრძნობის დაუფლება არ შეუძლიათ,ისინი უბრალოდ ილუზიურ ემოციებს გარდაქმნიან სიყვარულად,მონატრებად,ბედნიერებად და ამით ისაზრდოებენ თავს.,,
ახსენდება,რომ ერთ დროს თვითონაც ასე იყო...ახსენდება,როგორ ეგონა,რომ უყვარდა,გიჟდებოდა მხოლოდ ერთ ადამიანზე,მზად იყო,მისთვის სული მიეც,სიცოცხლე შეეწირა,თუმცა მერე ყველაფერი შეიცვალა,რადგან გოგონას გული უბრალოდ გაიყინა,ფიზიკურად არა,შიგნებულად გაიყინა...

თოვს...ივლისის მესამე ნახევარია,მაგრამ მას მაინც ცივა,მის გულში ხომ თოვს,თოვს შეუჩერებლის,სწრაფად,არარიტმულად,თოვს,თოვს...
„ბედნიერი ვარ“-იმეორებს გულში და ეცინება.ეს ხომ ტყუილია....ეს უკვე იცის და არ უნდა,აღიაროს.ეშინია,რომ აღიარებით უკანასკნელ იმედსაც დაკარგავს და მოწყდება სამყაროს...მერე რაღა დარჩჩება.თუ არა თვითმკვლელობა?
ის დღეები ახსენდება,როცა ეგონა,მეგობრები ჰყავდა,ახსენდება ის დღეები,როცა ოჯახზე მზე და მთვარე ამოსდიოდა...და ახლა,როცა ხვდება,რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო,გული ყინულით ევსება,სულში უწვიმს,მისი სხეული კი ციებ-ცხელებას გრძნობს..
„და რა იქნება მერე?“-ესაა კითხვა,რომელიც მუდამ აუხებს...
„ალბათ,არაფერი..უბრალოდ არაფერი“-ფიქრობს და ეღიმება,თუმცა ეს სიხარულის ღიმილი როდია....

საშინელად ცხელა,მზეა და ლამისაა ოფლში დაიხრჩოს...ესღა აკლდა,იხდის და ცივ იატაკზე წვება,წვება,რათა გაგრილდეს,მაგრამ მაინც ვერ გრილდება..ბოლოს,როცა ვეღარაფერს იფიქრებს,მაცივრის კარს აღებს და შიგნით შედის..ახლა კარებს კეტავს და თითქოს რაღაც იცვლება,ახლა მარტო სული არ ეყინება,მისი სხეულიც ცივია,ყინულივით ცივი...
დრო გადის,..წამს წამი მისდევს,წუთ-წუთი,საცაა გაიყინოს,მაგრამ ამ დროს შემოდის ვიღაც და გოგონა მაცივრიდან გამოჰყავს.
„ცივი ხარ,ყინულივით ცივი...“-ამბობს ბიჭი და აბაზანის კარს აღებს,დუშის ქვეშა აყენებს და ხელებით იჭერს,რადგან გოგონას არ უნდა გათბოდა,შიგადაშიგ ყვირის,გამიშვიო,თხოვს...
„იყინები“
„შემეშვი,გაწიე“-ცდილობს,წინააღმდეგობა გაუწიოს,მაგრამ არ გამოსდის,ის ხომ პატარაა,სუსტი..
„მიყვარხარ,ისე მიყვარხარ..მჭირდები“
„ეს ბოლო სიტყვა,რომ არ გეთქვა,კიდევ შეიძლებოდა,დამეჯერებინა...“
„შენ არ გჭირდები?“
„საქმეც ესაა,რომ სიყვარული არ შეგვიძლია ადამიანებს,ჩვენ მხოლოდ ვიცით სიტყვა „მჭირდები“ და ამას ვგრძნობთ მუდამ“.
„რას ბოდავ?“
„ბოდავს ბებიაშები...გაეთრიე ჩემი სახლიდან,მყრალო!“
„ასე უნდა! ასე!“-აფორიაქებული გადის ბიჭი და ხელებს უმისამართლოდ აქნევს,სხვეულს ძლივს იმორჩილებს...
ისევ შედის მაცივარში,ისევ შედის და ელოდება,რა მოხდება...
უცნაურია,რომ სიკვდილის არ ეშინი..ალბათ იმიტომ,რომ ცხოვრება აღარ იზიდავს,რადგან ამ სამყაროში მისთვის არაფერია საინტერესო....

და ის მიდის,ხუჭავს თვალს და მიდის,მიდის იქ,სადაც არ არსებობს ტყუილს,მიდის სადღაც შორს-ტყუილს მიღმა....



№1  offline წევრი kakulia

რა იყო ესსსსსსსსს disappointed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent