შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაური


12-08-2016, 04:45
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 1 615

არათუ იწვები და იწვებიან შენი სხეულის შემადგენელი ატომები, არამედ ეს უკანასკნელი, უერთდება არაფერზე განლაგებულ სამყაროს, ვით ერთ ამაღელვებლად ზღაპრულ დილას, მზის სხივზე გაბრწყინებული მტვერი და მთვარეზე აღარ ილანდება უსაზღვროდ გაბედნიერებული მწუხარე სახე, ვინაიდან აღარ არსებობ ამ უზეაეს სიჩუმეში. ბუნებას უერთდება შენი მტვერი და თავად ხარ ბუნება; თავად ხარ ყველაფერი, რამეთუ ვარსკვლავებივით მიმოიფანტე ყოველმხრივ დამშვიდებულ სიოში; და თავად ხარ სიო.
ფერფლად ქცევამდე, – გამომდინარე სამყაროს უდიდესი საიდუმლოებიდან, – შენ არ იცოდი რეალური იყო თუ არა მთვარე; რეალური იყო თუ არა ის ყველაფერი, რასაც გრძნობდი და რასაც ხედავდი. სადღაც ჩამოძინებული – კრემაციამდე, – ქმნიდი სამყაროს ისეთად, როგორიც შენ გსურდა და სრულიად შესაძლებელია შენი ცნობიერების რაღაც ნაწილმა სიზმარში შემქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ეს დამეწერა და ყოველივე ამის შემდეგ თვალი გაგეხილა იქ, სადაც ჩამოგეძინა. ასე და ამგვარად, შენი სიკვდილი არაფერია თუ არა გამოღვიძება რეალობაში, რომელიც, ვვარაუდობ, რომ რთულად გადასატანია და ამის საფუძველს შენივე სიზმარი მაძლევს, სადაც მე ერთი არაფრით გამორჩეული ფანტაზიის ნაყოფი ვარ, უფრო სწორედ, ჰალუცინაცია, ან შენივე ტვინის ნეირონი, რომელიც უშუალოდ ბედნიერების მოსპობაზე მუშაობს. ასე რომ, თავად ვარ მწუხარება და ეს რეალობა რეალობა იმიტომაა, რომ თავად გსურს ასე.
სიცოცხლის დასასრულშიც კი სუნთქვის შემკვრელი ბაროკოს სტილის მუსიკა ხარ, რომელიც ისევე ერწყმის სიგიჟესა და შეშლილობას, როგორც სრულიად საღი აზროვნება, მაგრამ მეთვრამეტე საუკუნეში არსებობდა არაფრით გამორჩეული სიგიჟეს მიბარებული მწერალი, რომელმაც ასე თავდაჯერებულად განაცხადა:
„მეცნიერებამ აქამდეც ვერ გვასწავლა, რომელი უფრო ამაღლებულია, – სიგიჟე თუ სიჭკვიანე.“
(ედგარ ალან პო)
კიდევ, ასეთი მკვდარი, ასეთი აღზევებული, მაგონებ ბეთჰოვენის კომპოზიციაში დამალულ შეუმჩნეველ ჟღერადობას, რომლის არ არსებობის შემთხვევაში, კომპოზიცია ბეთჰოვენივით ნაგავი იქნებოდა და რომ არა ეს შენეული კოსმიური ხმა, არ აღფრთოვანდებოდა სალიერი და ამ აღფრთოვანების ნიადაგზე, არ მოკლავდა მოცარტს. და რომ არა ეს იდეალური დამალული ხმა, – რომელსაც ახლა ვადარებ შენ სულს, – არ შეიქმნებოდა ემბიენტი და ჩემამდე ვერ მოაღწევდა ის შორეული ხმა, შორეული კოსმოსიდან, რომელიც უსათუოდ მაგრძნობინებს რაღაც არაამქვეყნიურს და არაამქვეყნიურობა, იდეალურ გიჟად მაყალიბებს; ყველა შეშლილზე შეშლილად.
ბუნება ხარ ბუნებაში.
სამყარო ხარ სამყაროში.
ღმერთი ხარ ამ სიზმარში.
და ბოლოს, ჭიქა ხარ ჩემს მაგიდაზე.
ძილინებისა.



№1 სტუმარი Guest რუსა

ძილინებისა
1995 წლის 1-მარტი ოთხშაბათი დღე.

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent