შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"როცა გიყვარს"


15-08-2016, 01:12
ავტორი fnatika
ნანახია 2 663

არ ვიცი , რატომ ან რისთვის ვერ გეუბნები იმას თუ რას ვგრძნობ შენს მიმართ... არა ვიტყუები , რათქმაუნდა ვიცი,მაგრამ ჩემ თავთან აღიარება არ მინდა ,არც შენთან ,მაგრამ მინდა რომ იცოდე ვწერ იმას რაც მე ვიგრძენი,რაც განვიცადე,რამაც მასწავლა ცხოვრება,რამაც ჩემი თავი მაპოვნინა და შემდეგ დამაკარგინა, დაკარგვაში მხოლოდ ერთ რამეს ვგულისხმობ ,იმას რომ მე არ გამოვდექი ისეთი ძლიერი, შესაძლოა ისეთი გამბედავიც რომ ეს ყველაფერი შენთვის მეთქვა ეს იმის ბრალიცაა რომ არვიცოდი რას მიპასუხებდი, რათქმაუდნა ეს გასაკვირი არც არის, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი რომ შენც იგივე გრძნობით მიპასუხებდი.
რამაც უმზეოდ გამათბო და რამაც სამუდამოდ გამაცია,რამაც სილამაზის აღქმა მასწავლა და რამაც საბოლოოდ დამიხუჭა თვალი მინდა გითხრა ფრაზა, რომელიც ყველაფერზე მეტია,ფრაზა რომელიც ცხოვრების არსია,ფრაზა რომელიც თავად ღმერთია:მე შენ მიყვარხარ! მიყვარხარ და ამიტომ ვწერ,არ ვიცი რას მაგრამ ვწერ,არც ის ვიცი რატომ მაგრამ მაინც ვწერ... უსაზღვროა სამყარო გრძნობისა და მე მასში საბოლოოდ ვიპოვე ჩემი ადგილი.მე ვარ ადამიანი რომელიც სიყვარულად,სიყვარულისთვის და სიყვარულით მოვიდა ქვეყნად შევიგრძენი ჭეშმარიტება,ვიხილე უსასრულო სივრცე,თვალებში ჩავხედე ყოვლისმომცველ ბობოქარ გრძნობას და მან მშთანთქა... შემიყვარდა... შეიძლება ეს სიტყვები ძალიან არარეალურად ან კიდევ ძალიან ქედმაღლურადაც ჟღერს,მაგრამ ეს ასეა.......
შესაძლოა როდესმე წაიკითხო ეს ჩემი უაზრო ნაწერი და თქვა ,რომ სულ ტყუილად “ვიბოდიალე“ ან შესაძლოა ისიც თქვა,რომ ცოტა ადრე რომ მეთქვა აქამდე საქმე არც მისულიყო , მაგრამ ვიცი რომ, ყველა ადამიანი დაინახავს რაღაც თავისას, ყველა ადამიანს გაუჩნდება გრძნობა რომელიც მე განვიცადე ამ წერილის წერის დროს ...რათქმაუდნა ვიცი რომ ასე მხოლოდ მე არვარ, მე არმიყვარს მარტო და მე არ ვწერ ჩემთავთან განმარტოებული გულიდან წამოსულ სიტყვებს...
ახლა როცა ვიცი,რომ შენც გქონია ადრე რაღაც გრძნობა ჩემს მიმართ,ვნანობ რომ ვერ გავბედე თავის დროზე იმის თქმა თუ როგორ მიყვარხარ, შესაძლოა ახლაც არ არის გვიან ,მაგრამ რაღაც მაკავებს ,თითქოს და ამით მე რამეს დავაშავებ ,ჩემთავთან ან სხვასთან მართალი არ ვიქნები, თან მეშინია ,იმისიც რომ ამ ურთიერთობას დასასრული არ ქონდეს, ალბათ ეს იმის ბრალიცაა ,რომ არ ვარ რაღაცაში ბოლომდე დარწმუნებული ,მაგრამ ვერ ვხდები რაში...
დღეს როცა კიდევ ერთხელ გნახე დავრწმუნდი იმაში რომ მართლაც ძალიან მიყვარხარ!!!...შეიძლება ეს არის ნამდვილი სიყვარულიც,როცა ვერ ეუბნები ადმაინს იმას თურას გრძნობ მის მიმართ ,რამდენად მნიშვნელოვანია ის შენთვის და რას ნიშნავს მის გვერდით გატარებული ერთი წუთიც კი . მე არასდროს გამჭირვებია სიყავრულის ახსნა სხვა გოგოებისთვის ან თუნდაც იმის თქმა რომ მომწონდა და ახლა დავდექი იმ ფაქტის წინაშე რომ , როცა შენს გვერდით ვარ,ვერ გეუბნები ამ გრძნობის შესახებ ვერაფერს და ისევ ჩემთვის მარტო მყუდრო გარემოში ვამჯობინებ წერას ... ვწერ იმიტომ რომ, სადღაც მჯერა ,რომ ამ წერილს წაიკითხავ,მიხვდები ყველაფერს ,იმასაც კი თუ რატომ ვერ გეუბნები ამ ყველაფერს და სწორადაც გამიგებ !...



№1  offline წევრი Lizit

what ბოლომდე დარწმუნებული ვერასდროს იქნები თუ არ ცდი.

 


№2  offline წევრი kakulia

საყვარლობააააააა kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent